კათარზისი

გაფრთხილება: პოსტი წარმოადგენს კიდევ ერთ ფიქშენს და რეალობასთან ნებისმიერი დამთხვევა უბრალო შემთხვევითობაა

– პატარაა, – სასოწარკვეთილი დაჰყურებს
– არა, რატომ… – ვცდილობ კედელს არ გასცდეს ჩემი მზერა. მეშინია, სახეზე არ მეწეროს სათქმელი
– ჩემი ერთადერთი კომპლექსია
– არაუშავს, ზომა მთავარი არ არის… – მზერა ისევ კედელზე. ვის ვატყუებ?

ვუყურებ და ვფიქრობ, რატომ ვარ ადამიანთან, რომელიც არც გარეგნობით მომწონს, ვერც სექსუალურად მაკმაყოფილებს. კათარზისს ვგავარ? ჯერ არა.


მამაკაცში ორ რამეს ვიმახსოვრებ, სუნს და თითებს. ამას კი სუნი არ აქვს. მართლა არ აქვს. სულ ოდნავ ასდის სუნამოს სუნი, ისიც იშვიათად, . როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი სუნი არ გქონდეს? ვერ გიმახსოვრებ. და თითები? მოკლე, სქელი…   😐 ვცდილობ, არც თითებს დავხედო ხოლმე.

ერთი დიდი უპირატესობა აქვს (არა, ის არა, რაც გაიფიქრეთ.  მაგაზე ხომ უკვე ვისაუბრე? ეგ “უპირატესობა” თუ “ღირსება”  ზედმეტად პატარა გაიმეტა ბუნებამ მისთვის). ერთადერთი, რაც მასში მომწონს, მუსიკალური გემოვნებაა. მერწმუნეთ, ძალიან ჭირს ისეთი ბიჭის პოვნა, მისი შერჩეული ნებისმირი მუსიკა რომ გსიამოვნებდეს.

თუმცა, ეს ნამდვილად არაა საკმარისი იმისთვის, რომ სხვა “ღირსებებზე” თვალი დახუჭო. მუსიკას last.fm–იც კი შეგირჩევს, მაგრამ სექსისთვის კაცს ვიბრატორიც ვერ შეცვლის 😀

Advertisements

11 thoughts on “კათარზისი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s