უძრაობა

თოვლმა და სიცივემ სრული უძრაობა დამმართა, არაფრის სურვილი არ მაქვს, გარდა ერთისა – უბრალოდ ვიწვე საბანში გახვეული და მეძინოს, ან მუსიკას ვუსმენდე.  ვერც ვმეცადინეობ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები მაქვს, ვერც ვაზროვნებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, ვერც ვერავისთან ვურთიერთობ, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებს ვჭირდები.

იმედია, მალე გაივლის ეს საშინელი პერიოდი, თორემ უკვე ყველაფერს ვკარგავ.

დაახლოებით 1 კვირის წინ ბლოგი დავხურე. არ ვიცი, რატომ. მოტივაცია მომიკვდა წერის… არც კარგი ხდება რამე, არც ცუდი. ჰოდა, რა აზრი აქვს ბლოგს, სადაც წერა აღარ გინდა–მეთქი გავიფიქრე და დაუნანებლად დავაჭირე ბლოგის დაპრივატებას.

მერე მომენატრა… ვიზიტორების, სერჩთერმების და კომენტარების კითხვა მომენატრა. მაინც ჯიუტად არ ვხსნიდი. თუმცა ყოველდღიურმა რექუესთებმა ბლოგზე შეშვების თაობაზე – მძლია და აი, ისევ ვწერ.  ჰო, თქვენი “ბრალია”, რომ ისევ გავხსენი. დღეში რამდენიმე იმეილ რექუესთი და ბლოგი აღდგა 🙂 მადლობა.

P.S.  ბოლო SMS  მიწერილია : )

5 thoughts on “უძრაობა

  1. გამიხარდა ისევ რომ გახსენი ბლოგი. მიყვარს აქ საღამოობით შემოხედვა ხოლმე. ეს ზამთარიც მალე გადაივლის და ყველაფერი ფერადი დაიწყება, დაიკიდე სიცივე რა.. 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.