who knows… 2 დღე

ტელეფონი შერლოკის საუნდტრეკით ამღერდა. „ზედმეტად ხმამაღლაა“,– გავიფიქრე და ხელით გადავწვდი. თვალები ჯერ ისევ დახუჭული მაქვს, მეზარება იმის გასაგებად გახელა, თუ ვინ რეკავს. მწვანე ღილაკს კი თვალდახუჭულიც ვიპოვი.

–გისმენთ
–კნუტ…
– გიო, ხომ გთხოვე აღარ დაგერეკა? – ხმაზე ვცნობ უკვე L დამღალა
– ხომ იცი, როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის…
–ჰოდა, თუ ისეთი ძვირფასი ვარ, როგორც ამბობ, გაითვალისწინე ჩემი თხოვნა და აღარ დამირეკო… – ხმა ზედმეტად მშვიდი და დაღლილი მაქვს, საკუთარი თავის მიკვირს. თუმცა, რა გასაკვირია ღამის ორზე, მძინარეს რომ დაღლილი ხმა მქონდეს.

ტელეფონს ვთიშავ და ისევ სკამზე ვდებ.

–ვინ იყო?
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩამეხუტე, – კედლისკენ ვტრიალდები, მის ხელს მუცელზე ვიდებ და ვჩუმდები. მხარზე კოცნას ვგრძნობ, ყველაფერი კარგადაა.

–ნოუთბუქთან მოხვედი თუ ჩემთან, მომიყევი რამე
– PM–ებს ვუპასუხებ და ახლავე,– ღიმილიანი სახით ვერ ვწყდები ლეპტოპის ეკრანს
5 წუთის შემდეგ:
– ჰო, კარგი, ამოთქვი, ვინაა?
– ვინ უნდა იყოს? – შემოვუბრუნდი, ისევ ბედნიერი ღიმილი მახატია სახეზე
არ გამომივა თავიდან არიდება, მის მოკლე ბიოგრაფიას ვუყვები.
–მიდი, ფოტოები მაინც მანახე.
პირველი ფოტოს შემდეგ:
– რა არის გოგო ეს? სულ დაკარგე გემოვნება? რას გავს 😐
ბედნიერი ღიმილი სახეზე მაშრება, ენაზე მომდგარ მწარე კომენტარებს მისი ქმრის გარეგნობასთან დაკავშირებით უკან ვაბრუნებ. „მეგობრებს ასე არ ექცევიან“, ფიქრობ და ისევ ვუღიმი.
– არაუშავს, მე მომწონს. ამ ეტაპზე… – და ვიცინი. ხმამაღლა და ნაძალადევად.
– კარგი რა, რა მოგწონს. დაგავიწყდა, მე რომ მიწუნებდი ნიკას? ამას მაინც სჯობდა, – ისევ იმ 3 წლის წინანდელ მახინჯ 1,5 მეტრიან ტიპს მახსენებს, გოგოსავით წვრილი ხმა და საზიზღარი „ლ“ რომ ჰქონდა.
– მარი, უბრალოდ კარგად ვარ მასთან ამ ეტაპზე. არც ცოლად გაყოლას ვაპირებ და არც ბავშვის გაჩენას მისგან, – ისევ ნაძალადევი ღიმილი. ღმერთო, ნეტავ მოვკვდე. რა მალაპარაკებდა საერთოდ?
– ვის მერე გაგიფუჭდა გემოვნება? ყოველთვის კარგ ტიპებს ხვდებოდი. ანდა, როდის უნდა დაფიქრდე სერიოზულ ურთიერთობაზე? ბოლოს სულ მარტო იქნები, ვატყობ… და შვილსაც უქმროდ გააჩენ, – როგორ უნდა ავუხსნა ადამიანებს, რომ გათხოვება არ მაქვს ცხოვრებისეულ მიზნად? უბრალოდ ვჩუმდები.

ვარდისფერ მაისურიანი და ლურჯ შარვლიანი გოგო დაქალისკენ გარბის. ვუყურებ და მიკვირს, მეც ხომ ასევე მიხაროდა რამდენიმე წლის წინ? დღეს რა გვჭირს, შეყვარებულის გარეგნობებს რომ ვატოლებთ? 😐

ანდა, იქნებ მართალია მარი? ობიექტურად რომ შევხედოთ, მართალია. იმაშიც მართალია, რომ ხელს ვკრავ იმ ბიჭებს ვისაც ჩემთან ყოფნა სურს და იმათ ვეკიდები, ვინც თავად მკრავს ხელს.

რატომ ხდება ასე? ვისაც ვუნდივართ, ისინი ჩვენ არ გვინდა, ვინც ჩვენ გვინდა, მათ კი არ ვჭირდებით.

who knows…

Advertisements

18 thoughts on “who knows… 2 დღე

  1. miuxedavad imisa ro “gemovneba dakarge” cudad jgers,mainc yoveltvis vujereb daqalebs imito ro vici chemtvis sauketeso undat yoveltvis 🙂

    Like

    • ჰო, ალბათ უნდა ჩემთვის უკეთესი, მაგრამ თქმის ფორმას გააჩნია, არ უნდა მაწყენინოს 🙂

      Like

  2. ვისაც ვუნდივართ, ისინი ჩვენ არ გვინდა, ვინც ჩვენ გვინდა, მათ კი არ ვჭირდებით.

    yoveltvis asea 😦

    kargi blogia. kargia rom ar gaqvs gatxoveba cxovrebis miznad 🙂 tore am xalxis shemyure guli micuxs 😀 kargia rom arseboben moazrovne adamianebi

    Like

    • აბა როგორაა? 🙂
      პ.ს. შენს კომენტარებს სპამში გადააგდებს მუდმივად, თუ მსგავსი ლინკებით აპირებ პოსტვას 🙂

      Like

  3. ჩემს ცხოვრებაშიც მუდმივად მასე ხდება,როგორც ჩანს არა მარტო ჩემს ცხოვრებაში:)

    Like

  4. ჩემს ცხოვრებაშიც მუდმივად მასე ხდება:) როგორც ჩანს არა მარტო ჩემს ცხოვრებაში

    Like

  5. “ვისაც ვუნდივართ, ისინი ჩვენ არ გვინდა, ვინც ჩვენ გვინდა, მათ კი არ ვჭირდებით.”
    forever true…

    დანარჩენი დაიკიდე, შენ მოგწონს და ე.ი არის ისეთი რაღაც, რასაც ის ვერ ხედავს ვინც გელაპარაკება და რისთვისაც მოგწონს. საერთო გემოვნება < — fuck that shit.

    Like

  6. ყოველთვის მასე არ არის, იქნებ სჭირდები და რაღაც დროის განმავლობაში ვერ იგებ ამას, მაგრამ ეს იმდენად დამაბნეველი და უაზროა, რომ ამის იმედის ქონაც კი არ ღირს მგონი.

    Like

  7. არ არის ეგრე ფორმულირებას გააჩნია როგორ გეუბნება ადამიანი “შენიშვნას”….

    Like

  8. “ვისაც ვუნდივართ, ისინი ჩვენ არ გვინდა, ვინც ჩვენ გვინდა, მათ კი არ ვჭირდებით.” ეს არის ყველაზე საშინელი კანონზომიერება.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s