ბოლო SMS

ტელეფონში ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერის ამსახველი 1700–ზე მეტი SMS მაქვს შენახული. ვიცი, ავადმყოფურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა ეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე დამრჩენოდა, პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ SMS–ამდე. სამწუხაროდ, მის მიერ მოწერილი პირველი SMS შემთხვევით წამეშალა, მაგრამ მაინც მახსოვს.

უკვე რამდენიმე თვე გავიდა. მინდოდა გადამეხედა და პირველი SMS–ების კითხვისას ავღნავლდი. როგორ იცვლება საუბრის ტონი, სითბო დროთა განმავლობაში. მეტკინა…

თავიდან მხოლოდ სითბოა, ერთად ყოფნის სურვილი, თმაში ცხვირის ჩაყოფა და ერთად სუნთქვა. მერე დილის ჩაი, შოკოლადი და ჩახუტების ნატვრები… ბოლოს აღარც ჩაია, აღარც შოკოლადი და ბოლო მიმოწერა მხოლოდ შეხვედრაზე შეთანხმებებით შემოიფარგლება.

თავიდან თუ საუბარი არ წყდება SM–ებითა და facebook_ით, ახლა მხოლოდ დღეშ ერთხელ მოკითხვა და შეხვედრაზე შეთანხმებაა. მეტკინა…

ბოლო SMS რა იქნება ნეტავ? ჩვენ როგორ დავშორდებით? მარტივად, უბრალოდ აღარ დავეკონტაქტებით ერთმანეთს, თუ  საუბარი და განხილვა მოგვიწევს?

მგონი უკვე ვხვდები…

P.S. რამდენიმე საათი ვფიქრობდი, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ბლოგზე, პაროლი დამედო თუ არა… ბოლოს ისევ ჩვეულებრივი პოსტის სახით დატოვება გადავწყვიტე, ის მაინც არ კითხულობს ჩემს ბლოგს 🙂 ხოლო ჩემს მეგობრებს რაც შეეხებათ, დიახ, ასეა, არ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი უკვე ცუდადაა.

86 thoughts on “ბოლო SMS

    • uime ara 😀 რვეულში ხელით ნამდვილად ვერ ამოვწერდი, როგორც არ უნდა ვგიჟდებოდე იმ ადამიანზე 😀

      Like

  1. მომეწონა ძალიან…
    ძნელია ბოლო SMS..
    ბოლო – ესაა ძნელი..
    მაგრამ ცხოვრება გრძელდება :**
    წარმატებები ^.^

    Like

  2. delete all msgs
    delete all messages?
    yes
    deleting mesaages
    all messages deleting
    No messages.

    ბოლოს როდესაც ეს გავაკეთე მხოლოდ ერთი რამ ვინანე, რომ ტვინსაც არ აქვს ეს ფუნქცია 🙂

    Like

    • არც მინდა რომ კითხულობდეს. საერთოდ არ მინდა, რომ ნაცნობები კითხულობდნენ 😀 იმიტომაც მიჭირდა ამ პოსტის გამოქვეყნება :შ

      Like

      • ესე იციან ბიჭებმა… იგვიანებენ უსაზგვროდ…. არადა სიმღერაც კი მოგვიძღვნეს ” დაგვიანება იცით ქალებმა” -ო 🙂

        Like

  3. მეც ვინახავდი ერთი ადამიანის მესიჯებს მთელი წელი, ბოლოს სიმ ბარათი დამეწვა :D, თორემ არც წავშლიდი ალბათ არასდროს. ზუსტად იგივე ემოციები მქონდა, როცა ურთიერთობა გაცივდა და პრაგმატული გახდა. ახლა ვხვდები, რომ ადრე თუ გვიან ყველა ურთიერთობა მიდის მაგ ეტაპამდე, რაც ჩემი აზრით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულდება. უბრალოდ, რამოდენიმე თვის მერე მესიჯები აღარ იქნება პირველის მსგავსი –სულ ღრუბლები და რომანტიკა ვერ იქნება:)) უბრალოდ თავი უნდა დაანებო ძველი მესიჯების კითხვას და შედარებების გაკეთებას აწმყოსთან.
    მე პირადად, საერთოდ აღარ ვინახავ, ეგრევე ვშლი :))))

    Like

  4. მე რაღაც მიზეზების გამო,ყველა მესიჯის წაშლა მიწევდა წაკითხვისთანავე და ჩემს შემთხვევაში უცებ დამთავრდა.. ერთ დღესაც გავიღვიძე და აღარაფერი აღარ იყო. 🙂 ყველაფერი დამთავრდა,ოღონდ უსიტყვოდ.. მას შემდეგ არც მინახავს,არც მიმიწერია.. უბრალოდ ყოველთვის მახსოვს ♥
    კარგი პოსტი იყო ^^ მომწონს შენი/თქვენი ბლოგი ^,^ ♥

    Like

      • კი ნამდვილად .. გაურკვევლობა ყველაზე ცუდია 😦 მაგრამ მგონი უკვე გადავიტანე,ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ^^ ♥♥♥♥ :*

        Like

      • ყველაზე ცუდი იცით რა არის? როცა დაშორების შესახებ სხვისგან იგებ… და ეს “ინფორმირება” ყოველ დღე ხდება მინიმუმ 1 თვის განმავლობაში .. ვიგაც 1 წარმომადგენელი მოდის და გიყვება (ყველა თავისი ინტერპრეტირებით) “იმან” რა თქვა შენზე … საბოლოოდ სასტიქ ქაოსში იძირები და სათითაოდ ყველა სიტყვა ისე გიგლიჯავს გულს , რომ წლების მერეც გახსენებიბსას გრდძნობ ყველა იარას… 😦

        Like

      • 4 გვერდიანი წერილი მივწერე.. სადაც ყველაფერი მეწერა ურთიერთობის დაწყებიდან დაშორებამდე თუკი რამეს ვგრძნობდი და ვფიქრობდი… ნუ დიდი არაფერი შეცვლილა რადგან როცა ადამიანი ლაჩარია არაფერი ეშველება.. 🙂 რაც მთავარია რასაც გააკეთებთ მერე არასდროს არ ინანოთ… :* 🙂

        Like

      • 4 გვერდიანი წერილიო მივწერე მეილზე 🙂 ანუ თუ კი რამე სათქმელი მქონდა დაგროვილი ამ დროის მანძილზე ყველაფერი ვუთხარი.. ( მერე რო არ მენანა რატო არ ვუთხარითქო) მართალია არაფერი არ შეცვლილა , მაგრამ უნდა ცოდნოდა “სხვა თვალით” დანახული რეალობა… ლაჩარ ადამიანს კიდე არც ისე და არც ასე არ ეშველება. უბრალოდ შენ შენს “ჭიას” ახარებ რა.. 🙂

        Like

      • არ ღირდა მაგ წერილის მიწერა, მე თუ მკითხავ. მხოლოდ თავის დამცირებაა და მეტი არაფერი. ის მაინც ვერაფერს მიხვდება და გაიაზრებს. წასასვლელი უნდა წავიდეს, თანაც ისე, რომ არაფერი იცოდეს. უბრალოდ არ იმსახურებენ ხოლმე ახსნას და სულში ჩახედვას, მაინც ვერ ხვდებიან ვერაფერს და სასაცილოდ არ ჰყოფნით 🙂

        Like

      • ეგრე არ არის.. ეს როცა პატარა ასაკში ხარ ალბათ მაშინ გეჩვენება რომ თავის დამცირებაა.. მეც ეგრე მეგონა სკოლის ასაკში და თუნდაც უნივერსიტეტის.. თან გააჩნია “იმ ადამიანთან” რა გაკავშირებს.. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით ერთად გაზრდილები და რაც არ უნად გაგვეკეთებინა ერთმანეთისთვის ეს არც თავის დამცირება იქნებოდა და არც სხვა რამე…

        Like

      • მაინც იგივე აზრზე ვარ 🙂

        და რა მოიგე მაგ მიმოწერით? მიხვდა რამეს? მეეჭვება 🙂 ჰოდა, ამიტომაც ვფიქრობ იმას, რაც უკვე დავწერე ზედა კომენტარში

        Like

  5. რა მაგარი პოსტია. მეც წავშალე ასე 1000-ზე მეტი ესემესი. ოღონდ ჩემს შემთხვევაში მხოლოდ მიმოწერის სიხშირე კი არ იცვლებოდა, ყველაფერი ჩანდა. ყველაზე მტკივნეული ჩხუბები, საუბრები დაშორებაზე, საუბრები იმაზე, თუ როგორ მტკენს გულს და ჩემგან მიწერილი ბოლო ესემესი: აზრი არ აქვს. მორჩა 🙂

    წარმატებებს გისურვებ, კნუტ.

    Like

    • ჩვენ არ ვჩხუბობთ, უბრალოდ ვჩუმდებით :)) გაურკვევლობა კი ყველაზე დიდი სასჯელია ჩემთვის 😀
      მგონი, ჩემიც მასეთი მესიჯი იქნება ბოლოს 😦
      მადლობა ანინ :*

      Like

  6. გამოდის მესიჯებს მარტო მე არ ვინახავ 🙂 ძალიან ბევრი მქონდა, ბოლოს ტელეფონის ცვლილებას შეეწირა ყველა. ურთიერთობები იცვლება, მართალი ხარ. მე თუ მკითხავთ გამორიცხულია ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც თავიდან. მე ისიც მგონია, რომ როგორც კი დაიკიდებ და ყველაფერს თავის გზაზე მიუშვებ, აღარ ეცდები გაფერადებას, სიახლის შეტანას, ყველა ურთიერთობა რუტინისკენ წავა და ცუდად დამთავრდება. მე შევამჩნიე, რომ თავადაც მოგბეზრდა ეს ყველაფერი, რადგან არ გსურს სიახლეების შეტანა.
    ჩვენ რო გაგვიცივდა რაღაცეები, გადავწყვიტეთ რომ რაღაც შეგვეცვალა და უფრო უკეთესიც გახდა ახლანდელი რეალობა… it’s up to you.

    Like

  7. როცა ურთიერთობა ჩვეულებრივდება ან უნდა მოინდომოთ და გა-არაჩვეულებრივოთ, ანდა სულ მოაშთოთ და აღგავოთ პირისაგან მიწისა 🙂 და ისე მართლაც კარგი იდეაა, თავიდან ბოლომდე ხელის გულზე გაქვს ურთიერთობა 🙂 მარა ცუდია, ტელეფონიდან წაშლით მეხსიერებიდან რომ არ იშლება 🙂

    Like

  8. მომეჩვენა რომ ადრე სხვა თვალით უყურებდი ურთიერთობას, ახლა რაღაც სხვანაირად უყურებ, ისეთი გაბრწყინებული თვალებით აღარ ))) და თუ მოინდომებს ეგ ადამიანი, შეუძლია ნელ–ნელა ისევ დააბრუნოს ის პირველი დრო.
    ისე მეც მქონდა ერთი შემთხვევა, ოღონდ ამჯერად ის მიიჩნევდა რომ ყველაფერი ადრინდელივით აღარ იყო, გაუფერულებულის პონტში ეჩვენებოდა და დავშორდით. დაახლოვებით 1 წლის მერე დაბ.დღე მომილოცა და მაშინ მითხრა რომ კიდევ ვუყვარდი, თუმცა იცოდა რომ ვეღარ აღადგენდა ურთიერთობას, წარსულისკენ მიტრიალებებს ვერ ვიტან :/
    რჩევა ის იქნება, რომ ცოტა შენც შეეცადე რამე სიახლე და სიხალისე შეიტანო ^^ თუნდაც სადმე რომ წახვიდეთ ერთად დასასვენებლად ))

    Like

  9. მიმოწერის სტილი რომ მინიმალიზირდება მაგაში არაფერია უცხო, იმიტომ რომ ის სითბო რომელსაც აქამდე sms-ებში აქსოვდი, მერე შეგიძლია ლაივში გაუზიარო ყოველგვარი გადჯეტების გარეშე.. მოკლედ ეგ ცუდი არ არის : )
    ნუ აი მეორე ნაწილი რავიცი აბა..

    Like

  10. თუმცა მართლა საინტერესო სათვალყუროა ურთიერთობის ცვლილება დროთა განმავლობაში ^_^

    ამიტომაც სიახლე სიახლე! თუ მოწყენისკენ ან/და სიცივისკენ მივდივართ, ესე იგი რეფრეში გვჭირდება.

    Like

  11. 6300 მეტი SMS მაქვს შენახული როგორც მობილურში, ისე კომპში :/ ადრე წავშალე და ასე მეგონა, ჩემი ცხოვრების ნაწილი წავშალე :დდ

    Like

    • მეც ეგ შეგრძნება მქვს ხოლმე 🙂 თითქოს ამით კონკრეტულ ადამიანს, ცხოვრებს რაღაც ნაწილს შლი :)))

      Like

  12. მე მქონდა 1600მდე შენახული სმს ერთი ადამიანისგან. ჯერ ტელეფონი იჭედებოდა, და მერე ყოველთვის ამ სმსების წაკითხვა რთულია, და ავიღე და წავშალე. წავშალე მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ურთიერთობა დამთავრებული იყო.

    Like

  13. 2 თვის კრიზისი გაქვს, ბუნებრივი მოვლენაა ყველა ურთიერთობაში, თუ გადალახავთ და მაშინ წინ ძალიან ლამაზი ურთიერთობა გელის. ასე რომ ცხვირი არ ჩამოუშვა, დაელაპარაკე, თუ მოწონებაზე ცოტა მეტს გრძნობ, ჯობს იბრძოლო ამ ურთიერთობისთვის

    Like

    • არ ღირს ყურების ჩამოყრა, ეს პერიოდი ყველა ურთიერთობაში დგება, მერე აცნობიერებ რომ 600 შენახული სმს არაფერია, თვითონაც იწყებ წაშლას, იმიტომ რომ სიყვარულის დამამტკიცებელი საბუთები აღარ გჭირდება. 3 წლიანი გამოცდილების პატრონი გეუბნები 🙂

      Like

      • ეს სმს–ები “სიყვარული” დასამტკიცებლად არ შემინახავს. უბრალოდ მესაინტერესოვა ურთიერთობა და მინდოდა დამრჩენოდა 🙂 თორემ ეს დასასრული რომ ექნებოდა, თავიდანვე ვიცოდი 🙂 მუდმივი არაფერია.

        Like

  14. იცი რა მიკვირს? შენისთანა ლამაზ, ჭკვიან, გემოვნებიან გოგოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას რომ ვერ მოახერხებს ადამიანი – რისი იმედით აგრძელებს მომავალი საბედოს ძებნას? კნუტი! მიყვარხარ და ვერ აგიტან მოწყენილს! დააფასე რა საკუთარი თავი! გაიღიმე! :* 🙂

    Like

  15. მე აქ ვინვარ ? შემთხვევიტ მოვხვდი ჩახუტების ინვაიტიდან და მინდა გიტხრა რო გაურკვევლობაზე საშინელი არაფერია. რუცა ვერ ხვდები შენი და მეორე ადმიანის ურტერთობას რა ქვია აუცილებლად პირადად შეხვდი და კითხე თუ რა შეიცვალა (მე მასე ვქენი და აღარ მიყვარხარო) და გაატკვიე ყველაფერი მე მმაგალითად მერჩია ეთქვა არ მიყვარხარო ვიდრე რამდენიმე კვირა ჩემ SMSზე პასუხი არ მოეწერა და სკოლაში ტავი აერიდებინა ჩემტვის

    Like

    • არც უპასუხოდ მტოვებს და არც თავს მარიდებს. შესაძლოა, მეჩვენება კიდეც ყველაფერი.. არასწორად გაიგეთ პოსტი: მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, როგორ იცვლება ურთიერთობები დროთა განმავლობაში.

      Like

  16. იცი, თუ დამიჯერებ, გაცივება სულაც არ ნიშნავს რომ ყველაფერი ცუდადაა… როცა ურთიერთობა ცივდება, როგორც წესი ეს ორივე მხარის “დანაშაულია” ან ორივეს “აწყობს” (სხვანაირად არ გაცივდებოდა) იმიტომ, რომ ურთიერთობამ თავისი თავი ამოწურა და მისი გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავენ, მაგრამ ზოგჯერ ერთ-ერთი მხარე თავს იტყუებს და დრამას (ზოგჯერ კი, სულაც, ტრაგედიას) თამაშობს. ჯობია, უფრო იოლად შეხედო სიტუაციას. გულწრფელი მადლობა გადაუხადო ერთად გატარებული მშვენიერი დღეებისთვის და ღიმილით დაშორდე.

    Like

    • ეს არც დრამაა და არც ტრაგედია. ასეთი ამბები ყოველ დღე ხდება.

      ეს უბრალოდ პოსტია, რომლითაც მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, როგორ იცვლება ურთიერთობები დროთა განმავლობაში.

      Like

      • ჰო, პოსტი ძალიან კარგად გამოგივიდა 🙂 უბრალოდ, გულისტკივილზე რომ ლაპარაკობდი, ასე იმიტომ გიპასუხე… სანერვიულო არაფერია-მეთქი, მინდოდა მეთქვა 🙂

        Like

  17. 3-4 წლამდე ვინახავდი რაღაც ეგეთ მესიჯებს 😦 შემდეგ შემთხვევით წამეშალა და გულზეც მომეშვა…
    ახლა თავიდან მწერს ;დ

    Like

  18. ხოდა თუ გრძნობ,რომ ცივდება ურთიერთობა პირდაპირ უთხარი რაც გაწუხებს და შეეცადეთ ორივემ ააგიზგიზოთ გრძნობის კოცონი :* უმოქმედობა უფრო უარესია :*

    Like

    • ასე მიჯობს 🙂 არ მიყვარს თავის მობეზრება.
      თუ ხალხს ჩემთან ყოფნა უნდა, დაე, იყოს. თუ აღარ სურს ჩემთან– ვერაფერს დავაძალებ.

      Like

  19. იცი მეც საშინლად მატკინა გაცივების პერიოდმა…ახლა ერთად აღარ ვართ.
    აკაკის კარგად აქვს ნათქვამი–”მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?”
    მართლა ძალიან მტკივნეულია,მესმის კარგად.იმედია მაგ “ბოლო” მესიჯს ისეთივე თბილი მესიჯი შეცვლის,როგორიც პირველი იყო…

    Like

    • ჰო, თან ერთად რომ ხართ და თან ყველაფერი რომ შეიცვალა. არც საბოლოოდ ყველაფრის გაწყვეტა რომ გინდა და არც ასეთ მდგომარეობაშ ყოფნა…
      I can’t get this…

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.