ვიწველით გუდიაშვილისთვის

იყავით დღეს ამ მანიფესტზე? არა? სირცხვილი თქვენ!
ფეხებზე დაგიკიდებიათ გუდიაშვილის სკვერის რაობა და არსებობის პრობლემა 🙂 პროტესტი არ გამოგიხატავთ და ახლა აკრიტიკებთ ხალხს 🙂 უტრაკოებო!

დაახლოებით ეს პათოსი იგრძნობა ახლა ფეისბუქზე. ვირუსულად გავრცელდა ვიდეოც

ვისაც რა ჰქონდა, იმას ყიდიდაო, ასეთი აზრი დევს თურმე ამ პერფორმანსში. აი, ვინც სვამდა ამ რძეს, იმან რა აზრი ჩააქსოვა თავის ქმედებაში, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით.

ზოგი უფრო მაღალ მატერიებს გადასწვდა და ასე განმარტა ეს ქმედება

” ეს პერფორმანსი ერთგვარად ეპირისპირდება მთელს თანამედროვე კულტურასა და აზროვნებას, რამდენადაც მთელი მოძრაობის იდეა ადამიანურ ურთიერთობებსა და პრიმიტიულ, თუმცა ამავდროულად ღრმა გრძნობებზე დაჰყავს 🙂 ადამიანისა და იდეის დამოკიდებულებას ქალბატონი რაიმე რკინის კონსტრუქციით ან წინასწარ მომზადებელი ინტელექტუალური სფიჩით კი არ გამოხატავს, არამედ დედისა და შვილის ურთიერთობით 🙂 ის საკუთარ შვილად, საკუთარ ნაწილად იღებს ყველას, ვინც იმავე იდეით მიდის სკვერში და ყველას სიმბოლურად ასმევს თავის რძეს, რომელიც თავისმხრივ ამ კავშირს ამყარებს და საბოლოოდ ყველა იქ მყოფს აერთიანებს :)”

მე მომიტევეთ და ვერც აზრს ვხედავ ამაში, ვერც ესთეტიურობას და ვერც ქველმოქმედებას. რითი უკავშირდება გუდიაშვილის სკვერის გადარჩენის იდეა ქალის მიერ რძის წველას? უბრალო გამვლელი რომ ვიყო და ეს დავინახო, რამით დავაკავშირებ ამ ქმედებას გუდიაშვილთან და სკვერთან?

საინტერესოა, შემდეგი პერფორმანსი რა იქნება? მამრები გაიღებენ სპერმას თუ ისევ ქალებს მოგვიწევს ზრუნვა? ჰმმ.. რა შეიძლება გავცე? მაქსიმუმ ყოველთვიურად რასაც ვკარგავ, ის 🙂

მადლობა ყურადღებისთვის

საზიზღრობაა.

20 thoughts on “ვიწველით გუდიაშვილისთვის

  1. ჰაჰ, ბლოგერის რა ბრალი ამ შემთხვევაში, კონკრეტული მაგალითი მოიტანეთ. თუ მომხრე ხართ “უფასო რძის” ეგ თქვით : ]

    Like

  2. “საცოდავია” ის ადამიანი , ვინც ამ სიმდაბლეს გასართობად თვლის და ავრცელებს. ეს უბრალოდ ჩვენი სიმდაბლის მაჩვენებელია. ეს ქალი ხო ვერ არის, მაგრამ ჩვენ (ვინც ამაზე ვკაიფობთ) უფრო არესები ვართ

    Like

  3. ბლოგერები რა შუაში არიან.? იმიტომ რომ დაწერეს ამაზე? ეს ერთი და მეორე უსაქმური ხლახია მე ვფიქრობ.; საქმე მეტი არ აქვთ და აღარ იციან რითი გაერთონ. თუ არადა თუ ასე შესტკივათ გული სხვანაირადაც შეიძლება ეს გააკეთო და არა შუა ქუჩაში იწველო ძროხასავით)))))) აზრი რა არის ვერ ვხვდები ან მე ვარ მიუხვედრელი უბრალოდ)))))

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.