2012 მართლა?

შეშინებულს გაგღვიძებიათ? მე – ხშირად. ახლაც იგივე მომენტია.  დრო 3:22

2012. წარღვნა, სახლების ნგრევა, უბედურება. აი რა იდიოტიზმი ვნახე ახლა სიზმარში და სანამ დამვიწყებია, უნდა დავბლოგო.

ამას დაუმატეთ წყლით დაფარული ქუჩები და შენობის ძირები

ფაქტები, რაც მახსოვს:  

მახსოვს, როგორ მშვიდად ვიჯექით სახლში მე, დედა, მამა, 2 პატარა ნათესავი ბავშვი და ვუყურებდით საინფორმაციოს. მე ჯერ ისევ არ მჯერა. თუმცა, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, მეტი საჭმელი გვქონოდა. ყოველი შემთხვევისთვის.

მერე მამაჩემის ხმა:” აი ისევ მიწისძვრაა”. მე აბაზანაში ვარ და იქვე ვაგდებ ტელეფონს. მასზე მესიჯია მოსული, მაგრამ ვიკიდებ, რადგან ვფიქრობ, რომ კავშირი მაინც არ იქნება და რა ჯანდაბად დამჭირდება.

სახლი მარცხენა მხარეს ყირავდება და პირველი 2 სართული ინგრევa და  ჩვენი სართული მიწაზე “დავარდა” (მე მესამეზე ვცხოვრობ).

დავრბივარ ხალხის საპოვნელად, გამოვიყვანე ჩემები, ის 2 ბავშვი და გვერდით სადარბაზოსკენ გავრბივარ, იქ და–ძმა ცხოვრობს და წეღან მათი ყვირილი გავიგონე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ უნდა წამოვიყვანო, მარტოები არიან.

ძლივს ვიპოვე უამრავ ხალხში (ვყვიროდი სახეწლებს, ვურტყამდი რაღაც კარებს და ჩავამტვრიე მინა) და გამოვიყვანე ჩემებთან. სახლი ნელ–ნელა წყალში იძირება, მე მახსენდება ჩემი ტელეფონი, რომელსაც წეღან აბაზანაში მოვკარი თვალი. ის რაღაცაში  გდია, სადაც წყალია და უკვე სველია. მე ისევ ვხედავ ამ მესიჯს ეკრანზე. და უკვე სამშვიდობოს გასული, გარეთ ვარ და  ვფიქრობ, გამეხსნა ის მესიჯი და მენახა, ვინ მწერდა. ვნანობ.

ვიწყებ ფიქრს საჭმელზე და ვცდილობ გავიხსენო, რა იყო სამზარეულოში ისეთი, რაც დასველების მერეც გამოგვადგება საჭმელად და მხოლოდ  მიწისძვრამდე 2 წუთით ადრე იატაკზე დაბნუელი ბევრი ფქვილი მახსნებდა.

შემდეგი სცენა: გადარჩენილი ხალხი, სველები, პლედებში. და ვიღაც ძალიან მსუქანი ჩინელი თავისი ზეორიგინალური გამჭვირვალე ჩინური აიპადით (რომელიც ადრეც ვნახე სიზმარში და ვიცი, რომ აიპადია) ცდილობს ვიღაცას დაურეკოს. ინგლისურად ვეკითხები, არის თუ არა კავშირი და ის მპასუხობს რომ სუსტი. მე უკვე მეორედ ვნანობ, ჩემი ტეელფონი წყალში რომ ჩავაგდე. თან მიკვირს, რომ აიპადით რეკავს. “ჩინურია” – ვიმშვიდებ თავს.

სცენა მესამე: მე და  ნაცნობი ვიღაც მესამე პირთან ერთად მანქანაში ვართ და სადღაც მივდივართ სხვების წამოსაყვანად. ქუჩები წყლითაა დაფარული. მარტო 1 მანაქანა შეგვხვდა. ის მესამე რაღაც დებილობას გვიყვება, თუ როგორ უტრაკებდნენ მშობლები სადღაც ყოფნაზე. ჩემი თანამშრომელი ეუბნება, რომ კი, უნდა ეთქვა ხოლმე, სად იყო.. “აი ასეთი შემთხვევისთვის” – ვასრულებ აზრს მე და ხელით ქუჩისკენ მივუთითებ, სადაც ბევრი დანგრეული სახლი და წყალია.

სცენა მეოთხე: მისტიკაც არ დამვიწყებია სიზმარში: ვიღაც ბავშვი (ძალიან გამხდარი, ასე 16–17 წლის ბიჭი) როგორ ცდილობდა (არ ვიცი რას. სავარაუდოდ ჩვენს გადარჩენას). წყალში ჩაყვინთა. იქ რაღაც ინფო გაიგო და მერე დაკარგულების დესმონდმა ამოათრია წყლიდან. იმ ბავშვმა “ჩვეენებსა და იმათებს” შორის საზღვარზე არსებულ მინას გამოასწრო (ხელი უნდა გაეყო სადღაც :E ). დესმონდმა ამოათრია და ჩვენთან დააგდო.

მე გავიარე, მიწაზე დაგდებულ ამ ბავშვს დავხედე (რომელიც ერთანად სველია, თეთრი რაღაცა აცვია მარტო და ფაქტიურად არ ჩანს, ისეთი გამხდარია) და გავიფიქრე, რომ კარგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარივითაა და რომ ფილმში ამ ბავშვის ნაცვლად დუბლიორსაც კი არ გამოიყენებენ, ისეთი გახდარია და უბრალოდ თეთრ, სველ ჩვრებს დააგდებდნენ მიწაზე.

სულ ეს იყო

არც ფილმისთვის მიყურებია ბოლო 4 დღეა, არც ტვ–სთვის და არც 2012 წელს მოსალოდნელ სამყაროს აღსასრულზე მიფიქრია, რომ სერიოზული საფრთზეა… არ ვიცი, რა გამოიწვია ეს იდიოტური სიზმარი. ატია, ხანდახან ძალიან მეშინია 😀

პ.ს. ვწუხვარ, რომ გადმოცეემის უკეთესი უნარი არ მაქვს, უკეთ დაწერაც შეიძლებოდა.

Advertisements

12 thoughts on “2012 მართლა?

    • რომ ვწერდი, გავიფიქრე, რომ საშენო სიზმარი იყო :დდ და ვაპირებდი ვოლზე დამეშეარებინა შენთვის 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s