ქალთმოძულე კაცები

41 ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერი

წიგნი, რომელიც 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 70 000 000–ზე მეტმა მკითხველმა წაიკითხა


ავტორი: სტიგ ლარსონი
ჟანრი: დეტექტივი
გამოცემის თარიღი: 2004
გამოცემის ქართული თარიღი: 2011

ინცესტი, გაუპატიურება, ბოზი,  ყლე, მინეტი… << თუ ეს სიტყვები თვალს/ყურს გჭრით, ეს წიგნი თქვენთვის ნამდვილად არაა, რადგან შინაარსი მრავლად მოიცავს გაუპატიურების, ინცესტის და სხვა მსგავსი სცენების აღწერებს.

წიგნი სტიგ ლარსონის ტროლოგიის პირველი ნაწილია და შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია. ეს სათაური რეალურად ასახავს წიგნში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ქართული ვარიანტიც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, სრულიად ჯდება წიგნის სათაურად, ჩემი აზრით (თუმცა, მაინც უცნობი რჩება ჩემთვის, რატომ გადაწყვიტა გამომცემლობამ სათაურის ასე რადიკალურად შეცვლა). 

წიგნის მოკლე აღწერილობას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საიტზეც წააწყდებით.

შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი… ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება…

ანოტაცია არ ტყუის: წიგნი მართლაც რომ 1 ამოსუნთქვით წავიკითხე. დაახლოებით 450 გვერდი 1 საღამოში დავძლიე, იმდენად საინტერესო ისტორიაა. მომწონს ავტორის თხრობის სტილი, ყველაფერი რეალურად აღვიქვი, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ხოლმე წიგნის შეფასებისას. ამასთან, ძალიან რეალური წიგნია. საჩემო. წიგნი, რომელიც მაკბუქისა და Google-ის ფროდაქთ ფლეისმენთად შეიძლება ჩაითვალოს 😀

წიგნის დასაწყისისა და დასასრულის წაკითხვისას შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიკროეკონომიკის სახელმძღვანელო მეჭირა. მიუხედავად ამისა, არაფერი გამომიტოვებია და გმირულად გავუძელი შვედეთის ფინანსური მდგომარების აღწერას და მგონი, ფინანსური მაქინაციებიც კი ვისწავლე 😀

ჩემი შენიშვნები ავტორს (მერე რა, რომ უკვე მკვდარია საწყალი 😀 )

  • dude, ამდენი ფინანსები დამღლელი იყო 😐
  • მკვლელობები ოდნავ დავწრილებით უნდა აღგეწერა ჩემნაირი სადისტებისთვის ^.^
შენიშვნები გამომცემლობას:
  • სათაური–  რატომ შეცვალეთ :/
  • მინახავხარ –  wtf 😐 საშინლად მომხვდა თვალში.  ვიცი, რომ ეს ძველი ფორმაა და სწორია, მაგრამ as I know, უკვე დამკვიდრებული და სწორი ფორმაა “მინახიხარ”  და არქაიზმებით ნუ დაგვტვირთავთ , გთხოვთ :შ
რა დამრჩა? წიგნის კითხვისას დავიწყე კომპში ფაიერვოლის ძებნა 😀 დავფიქრდი, რა ადვილად ხელმისაწვდომი ვარ ყველასთვის ინტერნეტის გამო. საკმარისია უბრალოდ google–ში ჩემი სახელი და გვარი ჩაწეროთ და მთელი ჩემი ცხოვრება თავისი ცოდვებიანად ხელის გულზე გედებათ.
ანდა, როგორ შეიძლება აღზრდამ იქონიოს გავლენა ბავშვზე. სისასტიკე – ის, რაც ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელი იქნებოდა, ჩვეულებრივ ამბად აქციოს მშობელმა.
ანდა, რატომ შეიძლება გეშინოდეს ქალის… ან გძულდეს ის.
ასეა თუ ისე… რაღაცეებზე დავფიქრდი,. უბრალოდ გასართობად დახარჯული რამდენიმე საათი არ ყოფილა ჩემთვის ეს წიგნი, მიუხედავად ჟანრისა.
აუცილებლად წაიკითხეთ 😉

22 thoughts on “ქალთმოძულე კაცები

    • არა, მერე გავარკვიე, რომ დანარჩენ ნაწილებს ჰქვია: გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა, და გოგონა, რომელიც… << აღარ მახსოვს 😀 ჰოდა, ესეც ტრილოგიის პონტში გახდა "გოგონა დრაკონის ტატუთი"

      Like

  1. სიყვარულოვნამაც რაღაც მსგავსი სათეური შეურჩია
    🙂
    ინგლისურენოვანი სათაურია და ძალიან ლოგიკური. იმიტომ რომ მილენიუმის ტრილოგიის სამივე წიგნის სათაურში გამოყვანილია მთავარი გმირი – სალანდერი.
    1 – გოგონა ტატუთი
    2 – გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა
    3 – გოგონა, რომელმაც კრაზანები ბუდიდან წამოშალა
    ასე ბევრად უფრო ლოგიკური ბრმაა სამივე წიგნს შორის და თან მთავარი გმირი ვინაა და ვის ირგვლივ იკვრება სიუჟეტი ეგეც.
    ასე რომ ორიგინალზე უფრო ინგლისურენოვანი სათაურებო მომწონს.

    სხვათა შორის გამორიცხული არაა რომ ციკლი გაგრძელდეს. სულ 10 იგეგმებოდა. მეოთხეს წერა ლარსონმა დაიწყო კიდეც და დიდი ნაწილი დაწერილიც დარჩა.

    Like

      • ერიკა ბერგერის პროტოტიპი გააგრძელებს – შვედი მწერალია და ლარსონის გერლფრენდი და მისი რედაქტორი და მუზა და რა ვიცი კიდევ რა :)… ევა ქვია სახელი აღარ მახსოვს.
        მოკლედ მე-4-ზე მუშაობს და მერე გამოჩნდება. დანარჩენების რაღაც მონახაზები -სქემები არსებობს. და მე-4 თითქმის დაწერილი დარჩა ლარსონს, ამიტომ მაგის დამთავრება უფრო იოლია.

        Like

    • ეს რაც პირველი გამახსენდა, ის დავწერე. მეც მახსოვს კიდევ რაღაც შეცდომა , მაგრამ პოსტის წერისას წიგნი არ მქონდა თან და… 🙂

      Like

  2. ნწ. არანაირი არქაიზმი. სწორზე სწორი ფორმაა. უბრალოდ, ჩვენ ვართ მიჩვეულები მინახიხარს და გვგონია, რომ ეგრეა. არადა, მინახავხარს როცა ამბბ, ყურს ჭრის უშნოდ. 😦

    Like

    • დია, საქმე ისაა, რომ “მინახიხარ” როგორც სწორი ფორმა , ისე დამკვიდრდა. მაშ რაღა საჭიროა ეს “მინახავხარ” გამოყენება?

      Like

      • რა ვიცი. წელს სკოლაში რომ მივედი მოსაკითხად, ქართულის მასწავლებელმა, ჩემს რეპლიკაზე, რამდენი ხანია არ მინახიხართ მეთქი, გამარჯობის ნაცვლად – გამისწორა, მინახავხართო 😀

        კი მხვდება ყურში, მარა… იმის მერე…

        Like

  3. უი, ჩემთვის არ ყოფილა ეს წიგნი… მაინც პირველ თავზე ვარ გაჩხერილი და გავჩერდე? იმ ფინანსური მაქინაციების ამბავმა კი დამაინტერესა.. მეგონა სულ მასე გაგრძელდებოდა 😀

    Like

    • ჰო, ფინანსები ბოლოშ ისეთია, .. აი ზუსტად საშენო, საერთაშორისო ეკონომიკა და რამე 😀
      და შუა ნაწილი, გამოძება–გამოტოვე 😀

      Like

    • ჩემთვის კი ეგ ზუსტად დებილური ნაწილი იყო 🙂
      ლარსონი გაქანებული მემარცხენეა და ცოტა უაზრო იდეები აწუხებდა ამ მიმართულებით, იმჰო, რაც ამ ტრილოგიაშიც აისახა. 🙂
      იგივე ჭირს მეორე ძალიან კარგ შვედ მწერალს – მანკელს.

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.