შენი ისტორია…

არ გკითხავ, როგორ ხარ. ვიცი, რომ ისევ გეშინია მომავლის. უკვე 20– ხარ, სამ თვეში 21–ის…

 უკან იხედები და რას ხედავ ? 13 წლის ხარ, ლამაზი, ლაღი, ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. ბევრს უყვარხარ. ცეკვავ… ეს საქმე ძალიან გიყვარს. შეყვარებული ხარ: სკოლაში ყველაზე ლამაზ ბიჭს უყვარხარ და გიყვარს. ეს მთელმა სკოლამ იცის და ყველა თქვენზე ლაპარაკობს. სკოლის პოპულარული წყვილი ხართ. ხშირი ჩხუბი და ხშირი ეჭვიანობა გაქვთ.

შენ უკვე 15 ის ხარ. შენს ანსამბლში სოლისტი ხარ და ბევრ გოგოს შურს შენი. ძალიან გამხდარი ხარ და მოკლე ჩოლკას ატარებ. მკერდი უაზროდ გეზრდება. ამისდა მიუხედავად, არანაირ დისკომფორტს არ განიცდი, სხვა გოგოებისგან განსხვავებით და ულიფოდაც დადიხარ. სულ დაქალებთან ერთად მოძრაობ: თქვენ საუკეთესო 4–ული ხართ.  შეყვარებულთან ისევ ჩხუბობ: შენ ნაკლებად გიყვარს, მას – მეტად. შენ იცი ეს, მან – არა.  4–ულიც იშლება: ერთ-ერთი დაქალი სიმსუქნის დეპრესიაში ვარდება და მსუქან გოგოებს უმეგობრდება, დანარჩენი 2 rock სამყაროში ეშვება.
.
შენ 17 ის ხარ: მამაშენი ცუდად ხდება და აქ ასრულებ ყველაფერს. ასრულებ ცეკვას, ასრულებ სიყვარულის თამაშს, ასრულებ დაქალობას, ასრულებ სწავლას… გეწყება დეპრესია, თვეობით სახლში ჯდომა. მამა აგრესიულია, ის გონზე არაა. ის ცემს, ის ჩხუბობს, ის ყვირის. მამა დილით დაიღუპა. ამის შემდეგ შენ 7 დღე ოთახიდან არ გამოდიხარ. შენთვის არ არსებობს არანაირი სამძიმარი, გასვენება. ბნელ ოთახში ზიხარ, ტირიხარ, ლოცულობ.. ცხოვრებაში მესამედ მამას უკითხავ ლოცვებს. შენთვის ის ლოცვა ბოლო იყო, შენ მას მერე აღარ გილოცია.

მოწყენილობისგან მობს იღებ, ინტერნეტში შედიხარ. GEOchat,  ასე ჰქვია შენს ახალ გასართობს. ხედავ ვიღაც კნუტს, რომელიც სულ რაღაცას პოსტავს, მარტოა ოთახში. უცნაური სურათი უდევს, ნახევრად არ ჩანს. ყველა იცნობს, ყველას იცნობს, მაგრამ მაინც მარტოა. უცნაური გოგოა,– ფიქრობ და გამოდიხარ.

კნუტი შენი ახალი კლასელია, შენს წინ ზის. სკოლას თითქმის არ აცდენს. ოქროსთმიანი დაქალისგან განსხვავებით აგრესიული გოგოა. ყოველთვის კარგ სტილზეა, მოგწონს მისი წითლი კეტები, უყურებ და შეი სტაფილოსფერი კეტები გახსენდება, რატომღაც. აკვირდები… შენთვის საინტერესოა. ფიქრობ, რომ არაფრის ეშინია. პირდაპირია, ენამოსწრებული,  ყველაფრით ინტერესდება, შენს მობშიც კი არ ერიდება ჩახედვას და აი ,არკვევთ, რომ ერთი დამოკიდებულების ხართ. ერთი ინტერესი chat–ის მიმართ. ეს გრძელთმიანი გოგონა შენი მეგობარი ხდება. აღფრთოვანებული ხარ, მოგწონს, აფასებ, გიყვარს. მოსაყოლი ბევრი აქვს, შენგან განსხვავებით. შენ უსმენ,  ჰო დაუსრულებლად შეგიძლია უსმინო. ის სჰეყვარებულია, მას თავგადასავლები აქვს, შენ არა. შენ იწყებ, მას უკვე დაწყებული აქვს. შენ არ იცი, რომ ამ სამი წლის მანძილზე მას ბევრჯერ აწყენინებ. მერე ამის გამო ბევრჯერ იტირებ და ინანებ.

გამოცდის პასუხები: ის აბარებს, შენ – არა. ჰო, შენ არც გიცდია ჩაბარება. ის მომავალი იურისტია. შენ აღფრტოვანებული ხარ მისით და ხედავ მის წარმატებულ მომვალს. მომავალი საევროპო გეგმებით გაქვს სავსე. არა, შენ არა, ეს შენებმა გადაწყვიტეს ასე. ბებერ ევროპაში გაგზავნიან. გზა გოეთედან იწყება. არ მოგწონს, ვერ იტან გერმანულს, გძაგს და მაინც სწავლობ. გეშინია გზის, გეშინია დაკარგვის.

შეხვედრები, სწავლის შემდეგ მოკითხვები, ჭორაობა, ისევ ჩატი,  ვიღაც კარლიტო და მისი სიყვარულის ისტორია. ხშირად გხვდება კარლიტო თვალში. 10 თვეა ჩატაობ და მხოლოდ კნუტს და მის შეყვარებულს იცნობ. კნუტი გიყვება კარლიტოზე, კარლიტო გაბამს.

ოქტომბერია, რუსთაველზე სეირნობ, ქაშუეთთან დაქალებს შეხვდი. ბიჭმა ჩაგიარა, გოგოზეა ჩახუტებული. ხუთი გოგო ზიხართ და მხოლოდ შენ გიყურებს. გიყურებს და თან იმ გოგოს ეხუტება. ცოტა ხანში სახეს იღდგენ მახსოვრობაში და არკვევ, რომ ის კარლიტოა. ის თავის გოგოს უშვებს და შენთან მოდის. არკვევ, რომ მას დათო ქვია და ახლა შენთან უნდა, ახლა შენ უნდიხარ.

შენით იწყება დღე და მთავრდება, არცერთი დღე მის გარეშე. ის შენთვის პირველია. პირველია ყველაფერში. ქუჩაში ზასაობთ, ეხუტებით, შენიშვნებს იღებთ. ცივა, ერთმანეთს ათბობთ. თქვენ თბებით, ერთმანეთით თბებით.  ყველგან სექსი გაქვთ. ის გაშტერებს,  მისი ზეგავლენის ქვეშ ხარ. ხშირად გატირებს კიდეც,  სასტიკია.

შენ უკვე მისი ცოლი ხარ. ოცნებას წყვეტ.  ის გაჭმევს, ჰო, ხელით გაჭმევს, ის გაბანავებს… შენ მას ეკუთვნი, მისი თოჯინა ხარ. ისევ ტირიხარ, გტკივა. სარკეში იხედები, 45 კილო ხარ,დალურჯებული,  სხვანაირი. ურთიერთობას წყვეტ.

შენ ახლა 20 ის ხარ, 3 წელია არ გინახავს, 3 წელია მისი ხმა არ გაგიგია. წერილი იგივე შინაარსის მისგან:  მიყვარხარ. 3 წელია სექსი არ გქონია. ეს წლები ისე აანაზღაურე, თვითგვემამდე მიხვედი. ბიჭები მოდიან და მიდიან, არცერთი განსხვავებული. სახელები და სახეები ირევა.  მათი ინტერესები და ვინ როდის ნახე, გერევა. ეს just სექსია, ამის იქით აღარაფერია,  არანაირი გრძნობა.  ეს უფრო სპორტია, ცხოველური, უინტერესო და ცარიელი, ორგაზმია და მორჩა. სექსში უკვე გოგოც მოსულა. გოგოები უკეთ გკოცნიან, ვიდრე ბიჭები. გოგოებს უკეთესი სურნელი აქვთ, ვიდრე ბიჭებს…

ჰო, ახლა ზიხარ და შენს მამაკაცებს იხსენებ, მაგრამ არავინ გახსენდება. გუგა? გუგამ ბევრი რამ გასწავლა. თორნიკე? just ყლეა, რომელსაც კუნი გადასარევად გამოსდის. ლაშა? ლაშა ახლაც გინდა შენ, მაგრამ შორს ხარ, ძალიან შორს. შენთან აცივდა. მომავლის და დაკარგვის ისევ გეშინია. უცხო ქვეყანა, უცხო ქალაქი. უცხო ხალხთან ზიხარ, რომელთა ენაც უცხოა შენთვის ზიხარ და წარსულით ირთობ თავს. შენს მომავალს ისევ სხვები წყვეტენ, შენ იცი რაც გელის და ისევ გეშინია….

Advertisements

39 thoughts on “შენი ისტორია…

  1. გამახსენდა “შეწყვეტილი სიცოცხლე” ..
    ვფიქრობ .. —-> სასიამოვნოა დაცემა.. !! მაგრამ! მაშინვე უნდა წამოდგე.
    დამეხმარა თქვენი პოსტი.
    გმადლობთ. :**

    Like

  2. ძალიან მომეწონა .. სევდიანია და რაღაცნაირად,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ვიღაც ძალიან ახლობელს გადახდა.

    Like

  3. tan es istoria dzaan gavs chemi megobris istorias mara ai geo chatamde ra nu mere principshi arc shevxmianebivart ertmanets ufro bavshvobis periodshi vmegobrobdit 😀

    Like

  4. ხოო,რთული თემაა,იქნებ საერთო მეგობარი გვყავდეს :Pხოოდა შეგვახვედროს იმან და მოგიყვებიიი:P 😀

    Like

    • არამგონია გვყავდეს 🙂 არც შეხვედრის სურვილი მაქვს 🙂 თუ რაიმეზე საუბარი გსურს, იმეილი უკვე მოგწერე და დამეკონტაქტე 🙂

      ანდა, აგერაა ფბ ფეიჯი და პმ–ის საშუალებაც ფეიჯზე http://www.facebook.com/knutisblogi

      Like

  5. არა მოწერით ვერ მოგწერ კნუტ(ო), უნდა მოგიყვე ძააან დიდია რა და შენ მერე შეძლებისდაგვარად შეამოკლე რა 😀

    Like

  6. მეც უნდა მოვყვე ერთი კაი ისტორია და ხო გამომიქვეყნებ კნუტოო?:D

    Like

  7. სევდიანია … და ამავდროულად დასაფიქრებელი ….

    Like

  8. სევდიანი ისტორიაა… ჩემნაირ ემოციურ ადამიანს ასეთი რამ არ უნდა გადახდეს 😀

    Like

  9. ძალიან კარგია, მეც მომხდვა გულზე.. შენზეა ეს ამბავი? 🙂

    Like

    • ჩემს მეგობარზე.
      მეც ვარ მოხსენიებული, თუ შეამჩნიე 🙂

      Like

      • კი კი, მაგრამ უცებ ვერ მივხვდი :დ

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s