სწავლა უფასოდ

რა კითხვას უსვამენ ყველაზე ხშირად ბავშვს?

5 წლამდე:
კითხვა #1: –დედა უფრო გიყვარს თუ მამა? (ბავშვი პასუხად იშმუშნება და “ორივეო”, გპასუხობს)
კითხვა #2: – რა უნდა გამოხვიდე? (ბავშვი ბედნიერი სახით გიყვება მშობლებისგან ჩაგონებულ “ექიმს”, ან რაიმე მსგავსს)

10 წლამდე: (კითხვა #2 ხდება კითხვა #1:)
–რა გინდა გამოხვიდე?

15 წლიდან ყველაზე აქტუალური საკითხი:
–რაზე აბარებ?

ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია შენი მომდევნო რამდენიმე წლიანი ცხოვრების მანძილზე. ფიქრობ, ეძებ, ოჯახის ბიუჯეტს უთანხმებ შენს “სასურველ” პროფესიას. გადასახადი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ერთი რიგითი ოჯახიდან ხარ.

სწავლა ძვირია.

ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში აბიტურიენტობისას დავრწმუნდი, როცა პირველად ავიღე ხელში გაზეთი და სასურველ ფაკულტეტებს დავუწყე ძებნა.

კერძო უნივერსიტეტებს რომ ვერ შესწვდებოდა ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი, მალევე დავრწმუნდი და ისევ სახელმწიფოების იმედად შევავსე მთელი ჩამონათვალი.

გამიმართლა და პირველსავე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. მეორე გამართლება: 100 %–იანი გრანტიც ავიღე. მაშინ ნამდვილად არავინ იძლეოდა 1 წუთიანი ვიდეოს გადაღებაში 5 000, 3 000 ან 2 000 ლარს. არც მაკბუქს გაჩუქებდა ვინმე ისე, შენი ჭკვიანი სიტყვებისთვის 🙂

წელს კი ყველა სტუდენტს რეალური საშუალება აქვს თავისი ძალებით მოიპოვოს დაფინანსება. გამოცდებზე თუ არ გაგიმართლა და უგრანტოდ დარჩი,  საქართველოს ბანკი გაძლევს საშუალებას საკუთარი სწავლა დაიფინანსო. უბრალოდ გადაიღე 1 წუთიანი ვიდეო, თქვი, რატომ არის სწავლა შენთვის მნიშვნელოვანი და მშვიდად დაელოდე ხალხმაც მოგიწონოს ვიდეო. (წესები) 

მაგრამ თუ შენ ჩემსავით გიჭირს კონკურსებში გარისკვა,  მაგრამ დაფინანსება მაინც გჭირდება, სტუდენტურ სესხზე იფიქრე.

წარმატებას გისურვებთ ყველას ❤
მარტივია: გადაიღე ვიდეო და ისწავლე უფასოდ  🙂 BOG გაძლევთ ამის საშუალებას ^_^

Advertisements

15 thoughts on “სწავლა უფასოდ

    • გეთანხმები 🙂
      თუმცა, არის რამდენიმე ნამდვილად კარგი ფანტაზია ვიდეო :))))

      Like

  1. რეკომენდაციებიც მიეცი ბარემ, რომ ეკლესიის ფონზე უნდა იყოს ვიდეო და ა.შ.

    Like

    • რაც შეეხება კონკრეტულად ვიდეოებს, სხვა პოსტში ვაპირებ განხილვას. ეს ინფორმაციული პოსტია, შემდეგში კი კონკრეტულად ვიდეოები და ავტორები მინდა მიმოვიხილო :)))

      რამედენიმე ვიდეო სრული კატასტროფაა, რამდენიმე კი ნამდვილად ნიჭიერი სტუდენტი ვნახე, ვისაც სიამოვნებით მივეცი კიდეც ხმა 🙂

      Like

    • ეს ბოგ–ის რეკლამა კი არა, სტუდენტებისთვის მიცემული საშუალებაა – უფასოდ ისწავლონ 🙂
      ბევრმა არ იცის კონკურსის შესახებ ჯერ კიდევ, ჯეს:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s