კოშმარები

დილის 4 საათზე გაღვიძებული დედაჩემთან შევტანტალდი, როგორც ბავშვობაში და გვერდით მივუწექი.

ისევ ტიროდი.

–მე?

ჰო, მთელი ღამე ტიროდი. შენი ტირილის ხმამ გამაღვიძა. დაგიძახე კიდეც, მაგრამ ვერ გაიგე, ალბათ. რა ნახე სიზმარში?

–არ ვიცი, არ მახსოვს. არც ვტიროდი, მოგეჩვენა ალბათ.

ეს ცრემლებიც მომეჩვენა? – ხელს სწრაფად მისვამს სახეზე. წამწამები ჯერ ისევ სველი მქონია, ვერც კი შევამჩნიე.

თითქმის ასეა ყოველ ღამე. ღამეული კოშმარები ისევ დაიწყო.  ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმრები, ცრემლები. მგონი, ძილში ვლაპარაკობ კიდეც. იმედია, რაიმე მაკომპრომეტირებელი არ წამომცდება 😀

ახლაც ვცდილობდი დამეძინა და 10 წუთში გაოფლილმა და ნამტირალევმა გავიღვიძე… გულთან ისევ ჩხვლეტას ვგრძნობ დაძაბულობისგან. FML 😐

კოშმარების განსამეორებლად 1 sms, 1 მოგონება, 1 შემთხვევითი კადრიც კი საკმარისი აღმოჩნდა. რა იქნება ახლა? ისევ რამდენიმე თვე უნდა ვეწამო, ძილის უნდა მეშინოდეს და ისევ საკუთარ თავს ვუმკურნალო?


დავიღალე

Advertisements

27 thoughts on “კოშმარები

  1. ერთია, როცა სიზმრებისგან (თუნდაც კოშამარებისგან) სიამოვნებას ღებულობ, მე კი მაწუხებს და მღლის.. არც ვიცი კოშმარი სწორად ვუწოდე თუ არა. უბრალოდ წარსულის მოგონებებია. ის, რაც არ მინდა, რომ მახსოვდეს და გამეტებით ვშლი მახსოვრობიდან, მაგრამ ძილში ვეღარ ვაკონტროლებ თავს და იქ მახსენებს ხოლმე თავს….

    Like

  2. მე უკვე მივაღწიე და თქვენც გირჩევთ =)) ფიტოსედით დაიწყეთ ან კორსიზით

    Like

  3. ხოო მე ახლახანს აღმოვაჩინე და მას მერე სულ მკიდია ყველაფერი,12 საათიც მშვენივრად მძინავს ფეხს არ ვატოკებ :დ

    Like

  4. სულიერო დებო,გსმენიათ რაიმე ანტიდეპრესანტებისა და დამამშვიდებლების შესახებ? :დ

    Like

    • აუ, არა. ეგ ახალია რამე? მეცნიერების ახალი მიღწევაა?

      Like

  5. usinatlo

    rogor minda daginaxo . sityvit gagonili maq yvelaze lamazi yofilxar , minda ooo rogor minda
    erti cutit manc ………

    vici ro shemedzlos sheni danaxva sheni silamaze isev usinatlos gamxdida, marto sityvaaa
    da isev sityvebi mesmis sheni silamazisa . minda daginaxo ……..

    minda tavi davaxwio am usasrulobidan sadac kedeli ar chans da daginaxo…..

    am usasrulobashi chemtan ertad chemi fiqrebi iketeba da es me magijeb arminda fiqri araa!
    me giji var ? chemi rialoba magijebs, tvals vaxel da ver gxedav .

    deda es rogcodnoda gamachendi ? vici sheni tvalebi sul cremlit aris savse rogor ganicdi,
    deda sheni mofereba minda sadaxar vergxedav deda……..

    nel nela suli mishavdeba ,es chemi kani xo dabadebidan shavia . turme atasi feri arsebobs
    deda mitxari cisferi rogoria?. deda davgale amdeni kitxvebit da mec viglebi …

    neta shemedzlos

    Like

  6. ვერ ვიტან კოშმარებს 😦 თან ძალიან ცუდი რამე მჭირს როცა კოშმარი მესიზმრება, წამოვხტები ხოლმე და მეღვიძება, დაძინებას რომ ვცდილობ, საჭიროა თვალი დავხუჭო და იმ კოშმარს ზუსტად იმ ადგილიდან ვაგრძელებ, სადაც გამეღვიძა 😦

    Like

    • ჰმ, მეც :/
      და კანკალით მეღვიძება :შ და კარგა ხანს ვერც ვჩერდები….

      გაგრძელებით რამდენჯერმე გამიგრძელდა. ერთხელ კი, რამდენიმე ღამის განმავლობაში, სერიებად ვნახულობდი სიზმრებს o.O

      Like

      • Knuti eg mec mchirs ar aqvs mnishvneloba chveulebrivi sizmaria tu koshmari sheileba ramdenime dge seriebad vnaxo :/

        Like

  7. კოშმარი მენატრება 🙂 ზოგადად სიზმრები მომენატრა, ვეღარ ვიცლი მაგათთვის 🙂

    Like

    • არ გისურვებ კოშმარებს 😀
      ფერადი სიზმრები გენახოს სულ ❤

      Like

  8. ძაან ცუდი :/ მე რახანია მიმატოვა კოშმარება, მაგრამ ეხლაც მახსოვს რა საშინელებაა…

    Like

  9. საწყალი კნუტიმ
    მე მასე ბავშვობაში ყოველღანე ერთი და იგივესიზმარი მაწუხებდა, ვითომ ჩემთან სახლსი შესასვლელ ოთახში შკაფი ვიღცა იყო და სულ თავისკენ მეძახდა, გრძელი კლანჭები თუ რაღც ჰქონდა.ბრრრრ.. ყოველ ღამე მესიზმრებოდა ერთი და იგივე,ა რადა ბავშვობაშ არაოდეს მაშინდებდნენ ბუებით და უჟასებით, მერე თვისით გადამიარა

    და ეს ბოლოში ერთი სმს და რამე..რა ხდება კნუწიკ, :(((((

    Like

    • რავი ჯეს.. ძველი პრობლემები :*

      მეც თითქმის სულ ერთსა და იმავეს ვხედავ… ხანდახან ვერც ვიმახსოვრებ, უბრალოდ შეშინებულსა და ნამტირალევს მეღვიძება 😐

      Like

  10. უf, რაღაცნაირად მეტკინა 😦
    ერთფეროვნება უნდა შეცვალო მგონი, მე ეგ მშველის მეტ-ნაკლებად. ან იმისთან დაღლილი უნდა მიხვიდე სახლში, მკვდარივით ჩაგეძინოს და რა კოშმარი, მაღვიძარამ ძლივს გაგაღვიძოს 😀

    Like

    • ისეთი დაღლილი ვიძინებ ყოველ ღამე, რომ იდეაში, დილითაც არ უნდა მეღვიძებოდეს 😀 მაგრამ არ შველის თურმე ეგ სიზმრებს 🙂

      Like

    • სხვასთან ჩახუტებული ძილი მშველის ხოლმე და ამიტომ ვუცუქდებ დედას 😀

      Like

  11. უი,რა ცუდია კოშმარები……
    გამოსავალი ალბათ სიახლეშია,რაიმე ახალი გინდა!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s