მაწ ტერეზა

ცხოვრებაში სულ ორჯერ მიყვარდა. მიყვარდა რა, მაშინ ვთვლიდი, რომ მიყვარდა, თორემ დღევანდელი გადმოსახედიდან სიყვარულს სრულიად სხვაგვარად აღვიქვამ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არც მყვარებია.

ორჯერ მიყვარდა, მაგრამ სხვებსაც ვხვდებოდი. ნუ, ორზე ბევრად მეტს 🙂 ყველა ჩემი ბიჭისთვის “მაწ ტერეზა” ვხდები ხოლმე. მაშინვე მერთვება ზრუნვის ღილაკი ტვინში და ერთად ყოფნის პერიოდში ყველაფერში ვეხმარები, ვამხნევებ, ქონფიდენსს ვუმაღლებ და ბლა ბლა.

არასდროს, არასდროს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა!  სულელი ვარ და საკუთარ შეცდომებზე ვიწყებ მე სწავლას, თქვენ კი ჩემი შეცდომა გაითვალისწინეთ და არასდროს არ დაეხმაროთ არაფერში! არ დააყენოთ საკუთარი თავი უკან მის გამო. არ მისცეთ მაქსიმუმი, ის უბრალოდ ამას ვერ დააფასებს. მიეჩვევა ამ დახმარებას, მერე სავალდებულოდაც ჩაგითვლით და მოითხოვს თქვენგან მასზე ზრუნვას.   

შენ ეხმარები, გაუკეთებ ყველაფერს, ახალ წრეში შეიყვან, საქმის კეთების მოტივაციას ჩაუდებ, თვითდაჯერების კოეფიციენტს მაქსიმუმამდე აუწევ და რა ხდება? ბრახ და ის ამას ვერ აღიქვამს. მისთვის შენი დახმარება თურმე “საჭირო არ ყოფილა”, ის ამას უშენოდაც მიაღწევდა, დეპრესიიდან თავისით ამოძვრებოდა, გეტყვით, რომ რაც თავად ასწავლეთ და რისი გაკეთებაც თქვენი დახმარებით დაიწყო, ახლა თქვენზე უკეთ იცის და ა.შ.

Bullshit! იდიოტებო, ვერასდროს აფასებთ გვერდით მყოფის დახმარებას. ისეთები გჭირდებათ  ჩვენს ნაცვლად, ვინც პირიქით, აქეთ “გიხმართ”, მოითხოვს მასზე ზრუნვას და მერე მიგაგდებთ.

სამწუხარო რეალობაა, მეგობრებო, მაგრამ ასეა 🙂

რაღა დამრჩენია? უნდა გამოვრთო ღილაკი “მაწ ტერეზა”, მივხედო მხოლოდ საკუთარ თავსა და ინტერესებს, ჩემთან თხოვნით მოსული ყოფილები – დავაპაშოლო, მეგობრები, ვისაც თან ვყვები და მერე ფეხებზე გიკიდებენ – იმათაც იგივენაირად მოვექცე და ა.შ.

Home Alone მეგობრებო!

41 thoughts on “მაწ ტერეზა

  1. არაერთი ქალისგან გამიგია ასეთი რამ სხვათაშორის, და რაოდენ ამაყი ვარ განვაცხადო, რომ არცერთ მამაკაცთან ეგრე არ მოვქცეულვარ! ^_^ შენ კი ძალიან კარგია, თუ მიხვდი შეცდომას და მით უკეთესი, თუ მომავალში აღარ გაიმეორებ 🙂
    ეგოიზმი! ეგოიზმი გააძლიერე 😀

    Like

  2. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და იგივეს დაწერა ბევრჯერ მინდოდა მეც, მაგრამ სლ ნერვები მეშლება რო ვიხსენებ.. რასაც ვფიქრობდი, აქ დაწერილი დამხვდა..
    ე.წ. დათური სამსახური ა რ ა ს ო დ ე ს გაუწიოთ ა რ ა ვ ი ს!
    ეს არის ჩემი კომენატრი
    კნუტი, შენ წარამატებები ❤

    Like

  3. dzalian mainteresebs kacebis azri
    amastan dakavshirebit,mara yvela gamorchenazea sheni tavganciruli da uangaro siyvaruli aravis schirdeba,me megona marto me memarteboda ase turme ramdenebi vyofilvart;( maraaaa.. chkua vicavleee..:)))

    Like

    • ჰო, სამწუხაროა, მაგრამ ხშირია ასეთი შემთხვევები 🙂
      მამაკაცების აზრი? უკვე დავაფიქსირე პოსტშივე. ვალდებულებად გვითვლიან, რომ დავეხმაროთ 😉

      Like

      • konkretul shemtxvevashi imas,rom.. qals guli arunda atkino.swervasac da nebismiers.kaci qalisgareshe nulia,magram qals tavismxriv arunda daaviwydes,rom kacisgania.. kacis saqcieli gansazgvravs qalis moqmedebas.tumca siyvaruls yvelaferi sheuzlia,anu roca qali zlieria shesazloa martos sitoacia da yvelaferi rigze iyos.,damcirebuli aravin.namdvil mamakacs namdvili siyvarulis mcodne mamakacs vezaxi. (…)

        Like

  4. აი ესეთ პოსტებს რომ ვკითხულობ სულ მიჩნდება კითხვა: კი მაგრამ სად პოულობთ ესეთ იდიოტებს? (ბიჭებს ვგულისხმობ)
    მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია ბიჭებთან ურთიერთობისას თუ ურთიერთობის მერე

    Like

  5. მეგობრები, ვისაც თან ვყვები და მერე ფეხებზე გიკიდებენ – იმათაც იგივენაირად მოვექცე და ა.შ.

    you are not alone 😦 სამწუხაროა მაგრამ ფაქტია

    Like

  6. შენ შემოგევლე :(((( ეჰ ჩვენ როგრო გვესმის ერთმანეთის…მე გამოვრთე ეს ღილაკი უკვე ^_^….. და ახლა ვმოქმედებ პრინციპით; მეტი მიიღე ნაკლები გაეცი :))))))
    თორე მერე თავზე რომ ჯდებიან და უუუუუუუფ… ზოგიერთების….

    Like

  7. მეგობრები, ვისაც თან ვყვები და მერე ფეხებზე გიკიდებენ – იმათაც იგივენაირად მოვექცე და ა.შ.
    ra nacnobi situaciaa knuwik. shens postshi bichebis nacvlad megobrebi rom eweros, megoneboda rom chems dgiurs vkitxulob :* momenatra sheni blogi ❤

    Like

  8. მხოლოდ ბიჭებს კი არა ყველას ვეხმარები ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ სიკეთე ბუმერანგივით უკან არ მიბრუნდება

    Like

  9. ისე უნდა დაეხმარო, რომ სხვისი გასაკეთებელი არ გააკეთო. ანუ, მაგალითად, მის მაგივრად ნუ გამოიხეხავ კბილებს, არამედ ხელში დააჭერინე ჯაგრისი და კბილის პასტა, დანარჩენი თვითნ გააკეთოს : )
    და ყველაფერი იქნება ოოოოკ ^_^

    :*

    Like

  10. კნუტ მართალი ხარ,მარტო გამონაკლისებს შეუძლიათ ”support” ის დანახვა.:) მე პირადად ვისაც არ ვხდები ჩემდა უნებურად იმათ confidence building ზე ვზრუნავ და აწი გამოვასწორებ მაგ შეცდომას:) ამიერიდან მარტო ჩემს ქონფიდენსზე ვიზრუნებ:)

    Like

  11. არამარტო ბიჭები, ზოგადად ადამიანები არიან ასეთები. ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, მერე თავზე წამოგაჯდება და ერთ წუთში დაივიწყებს შენს გაკეთებულ სიკეთეს, ჩათვლის კიდეც, რომ ვალდებული ხარ რამით ასიამოვნო. ხოდა არავის უნდა გადაყვე, მერე ცუდად შემოგიბრუნებენ

    Like

Leave a reply to ნათიკო :) კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.