როგორ არ უნდა მართო ფეიჯი

სოციალური მედიის მნიშვნელობის ზრდაზე არ დავიწყებ საუბარს, ისე მეჩქარება იმ მთავარ ამბავზე გადასვლა, რაც ბოლო წუთებში მოხდა ფეისბუქზე, თუმცა, აუცილებელია ხაზი გაესვას ჩემი მხრიდან, კომპანიების მიერ ფეისბუქის გამოყენება აქტიური კი არა, აუცილებელი გახდა. ამ “მოდის” შესახებ სამწუხაროდ, ყველა კომპანიამ იცის უკვე და ზრუნავენ კიდეც ფბ–ს “დაპყრობაზე”.თუმცა, ავიწყდებათ, რომ ფეისბუქზე ადმინისტრატორი ისეთივე მნიშვნელოვანი პირია, როგორც PR მენეჯერი 🙂 ავიწყდებათ და სრულიად უვიც ტიპებს უვარდებათ Facebook–ს ფეიჯი ხელში, ხდება კამათი, კომპანიის სახელის  დაკნინება და ა.შ.

სრულიად შემთხვევით ევროპარკის ფეიჯზე მოვხვდი და სტატუსმა კომენატრებით იმდენად გამაოცა, მეც დავპოსტე და პასუხად მივიღე ბლოკი :))) ჰო, ალბათ შავ სიაშიც შემიყვანეს და აკვაპარკში აღარ შემესვლება :შ

ყველაფერი დაიწყო უწყინარი სტატუსით : აკვაპარკი მომხმარებლებს წყვილად შესვლაზე დისქაუნთს სთავაზობდა. თამუნას კითხვაზე, შეუძლია თუ არა გოგო იყოს მისი მეწყვილე, ფეიჯის ადმინისტრატორი გაღიზიანდა და დაიწყო პირადი  აგრესიის გამოვლენა თამუნასადმი.

ვინაიდან და რადგანაც მე უბრალოდ სქრინებს ვერ ვიღებ ამ ლეპტოპით, შებრძანდით თამუნასთან და იხილეთ სრული მიმოხილვა.

მითხარით, რატომ წერს კომპანიის წარმომადგენელი ასე ჩვეულებრივ იუზერს? რატომ მიმართავს ისე, თითქოს საკუთარ ვოლზე შევიდა პოლემიკაში? ან რა მიმართვებია საერთოდ “ვიცი ვინც ხარ , შე ლესბოსელო, ნწ ნწ ნწ, აბა სასწრაფოდ გადაისწორე ინტერესები, შე ღვთისმგმობელო” და მსგავსი ლეღვობები.

ვინ აიყვანა საერთოდ ასეთი ტიპი სამუშაოზე?

უი ჰო, მეც დამბლოკეს, როცა მივუთითე რომ

  • ა) უნიკოდით წეროს;
  • ბ) სექსისტურ გამოხტომებს მოეშვას ფეიჯზე’
  • გ)ეს მისი პირადი პროფილი არაა და კომპანიის სახელით კლიენტს შავი სიით და საჯაროდ მისი ფოტოს გამოქვეყნებით არ უნდა ემუქრებოდეს;
ამის მერე მე დამბლოკა ამ არაჩვეულებრივმა ადმინკამ 🙂 ჩემი ბედი გაიზიარა ყველა იმ მომხმარებელმა, რომელსაც თამუნა მეგობრებში ჰყავდა და გვერდი იმ წუთებში დაალაიქა. რა მნიშვნელობა აქვს რამე დაწერეს თუ არა, მთავარია, რომ თამუნა ჰყავთ ფრენდებში! ე.ი. ისინიც პროვოკატორი, გეი, ღვთისმგმობელი ხალხი არიან და არ იმსახურებენ აკვაპარკის დიად ფეიჯზე ფეხის შედგმას :)))))
რჩევა კომპანიებს: როცა ფეიჯისთვის ადმინისტრატორის ძიებას დაიწყებთ, შეუმოწმეთ არამხოლოდ სამუშაო გამოცდილება, უნივერი და მსგავსი დებილობები, რაც CV–ში წერია, არამედ ვრაითინგ სქილები, კონფლიქტურ გარემოში ადმინისტრირების უნარი და საერთოდაც: გაარჩიეთ ვინ აზროვნებს და ვინ უბრალოდ პირადი კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოიყენებს თქვენს გვერდს 🙂
ამას წინათ, ერთი სასტუმროს ფეიჯის ადმინისტრატორი მიმტკიცებდა, როგორც მინდა ისე დავწერ ჩემს ფეიჯზე, როგორც მიდნა ისე მოგმართავ და ა.შ. ეს ოჯახური სასტუმრო და ოჯახური გარემოაო/. იცი რა? ჩემთვის  სულერთია შენ როგორი გარემო გაქვს სასტუმროში, მარტივია მგონი იმის შეგნება, რომ უცნობ ადამიანს შენობით არ უნდა ესაუბრო 🙂
ქართულ უნიკოდზე გაჭედვა ალბათ სნობიზმად შემერაცხება, მაგრამ რატომ? ესეც აუცლებელი პირობაა ფეიჯის მართვისას. წერ ქართულად? წერე ქართული უნიკოდით. ინგლისურს მაშინ მიმართე, როცა I love you ტიპის ენაზე გადახვალ :)))
Advertisements

15 thoughts on “როგორ არ უნდა მართო ფეიჯი

  1. ეგრე იცის სამსახურში ჩერეზ ბიძაშვილმამიდაშვილობით აყვანამ და “არაუშავს თანდათანობით ისწავლის” მიდგომამ.

    Like

    • აუცილებლად. მგონი უკვე მივიდა კიდეც, ფეიჯი გაქრა 😀

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s