Home Alone

 სათაურის დანახვისას პირველი ეს პატარა ბიჭი უნდა გაგხსენებოდათ.

 ვგიჟდები მარტო ყოფნაზე, ხშირად ვამბობ, რომ ეგოცენტრიკი ვარ და საკუთარ თავს ყველაზე უკეთ ვუგებ. მარტოობაზე უკეთესი არაფერია ❤

“მარტო მე” ვარ მშვიდად, არავინ/არაფერი არ მაწუხებს, ვყრი ყველაფერს იქ, სადაც მინდა, მაცვია ის, რაც მინდა, ვიძინებ/ვიღვიძებ როცა, მინდა, ვჭამ როცა/რასაც მინდა და ა.შ.

იმდენი პლიუსი აქვს, ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყო, შორს წავალ. პრეისტორიას მოგიყვებით მოკლედ, რომ ჩემები გავისტუმრე სოფელში, მე გავხდი ავად, მომცა სიცხე, არ ვუთხარი არაფერი ამის შესახებ ჩემს ნათესაობას, რომ არ დაერღვიათ ძლივს მიღწეული მყუდროება და მარტო შევხვდი საკუთარ ავადობას. აღმოჩნდა, რომ   ცუდია, როცა არავინ გივლის, იძულებული ხარ ადგე და მოიმზადო საჭმელი, მიალაგო სახლი, მაშინ, როცა თავის ოდნავი აწევა აუტანელ ტკივილს გაყენებს და ძირს გაგდებს, არავინ გეგზავნება წამალზე და ა.შ.

მაგრამ, ვაღიარებ… ღირს!
Forevar Alone!

ცოტა ვრცელი პოსტი მქონდა იდეაში თავისი წიაღსვლებით, მაგრამ მგონი ისევ ამიწია სიცხემ და უნდა დავასრულო :დ
დავააფდეითებ :შ

Advertisements

8 thoughts on “Home Alone

  1. მარტო ყოფნას რა ჯობია.. ოღონდ გააჩნია რა სიტუაციაში , როგორც შენ ამბობ თუ როდესაც შენიანები წასსულები არიან როგორც გინდა ისე იქცევი ანუ სახლის დალაგება გამოირიცხა ხოო?? არამგონია ეგ გინდოდეს :დ ავადმყოფობა კიდევ ეგ სულლ სხვა საკითხია მანდ ან შენი ნებისყოფითა და გამძლეობით მოერევი გაციებასა და გრიპს ან კიდევ დაურეკავ ნათეესავებს, ნახევარ სააათში მანდ გაჩდებიან და შენს სიმართოვეს ჩაშლიან…
    პ.ს. მეც მიყვარს მარტო ყოფნა ოღონდ დიდი ხნით არა : )))(პ.სკვადრატში)მშვენიერი პოსტია რაც სათქმელი იყო თქვი ..ზომაც მშვენიერია!

    Like

    • სახლის დალაგებაც გიწევს მარტოს, სარეცხის რეცხვაც და გადასახადები გადახდაც… რა ნამდვილად უსაიმოვნოა 😀 მაგრამ იმდენი + აქვს მარტოობას, რომ გადაწონის ამ მინუსებს, ნამდვილად 🙂

      Like

      • მართალი ხარ ბედნიერება მსხვერპლს მოითხოვს :დ

        Like

  2. კარგი იქნებოდა მართლა უფრო განგევრცო. მე ვაფანატებ მარტო ყოფნაზე სახლში, მაგრამ მაგაზე მეტად მიყვარს როდესაც სადღაც ვარ წასული მარტო – სასტუმროში/საერთო საცხორვებელში/სხვა ქალაქში/ქვეყანაში..სეირნობაც კი მარტო შემიყვარდა და საერთოდ ვუკვირდები რომ ყველაფერს უკეთ ვაკეთებ, როცა მარტო ვაკეთებ –)

    Like

    • მეც ^_^ მარტოს ა გიწევს არავის აზრის გათვალისწინბა, შესაბამისად, არ ირევი საქმის კეთებისას.
      სეირნობა მარტო ჰომ საერთოდ ❤ მამშვიდებს ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s