ჰარი

დაგუგლეთ სიტყვა Harry, თქვენ მხოლოდ Harry Potter–ს იპოვით პირველ გვერდებზე…

ჩემთვის ჰარი ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება, სადაც რეალობისგან გაქცევის სურვილის დროს შემეძლო თავი შემეფერებინა. ამიტომ, ჰარი მხოლოდ წიგნის, ან ფილმის პერსონაჟი არაა. ის სამყაროა, სადაც ხშირად ყველასა და ყველაფრისგან გავრბოდი…

7–ივე ფილმი (ბოლო ნაწილის გარდა) ლეპტოპში მაქვს, სადაც არ უნდა წავიდე, თან მაქვს და ცუდად ყოფნის მომენტებში ვუყურებ… მამშვიდებს. ხომ გითხარით, ლაივისგან თავის დაღწევის საშუალებაა–მეთქი 🙂 როცა ვამბობ რომ ჰარის უნდა ვუყურო, სანდრო ავტომატურად მეკითხება, ცუდად ხარ? რამე მოხდა? :)))

h-p-snitch

ახლა?  ახლა მხოლოდ 1 სერია დამრჩა სანახავი… ხუთშაბათს ყველაფერი დასრულდება. ვუყურებ და მორჩა? გავიგებ რომ ჰეფი ენდი აქვს ამ ისტორიას და წამოვალ სახლში? არა, ასე მხოლოდ ჩვეულებრივი მაყურებლებისთვის ხდება. 🙂 ჩემთვის უბრალოდ ეს ფილმოგრაფიის ეს ნაწილი შეემატება პოტერიადის კრებულს და ყველაფერი ისევ ისე გაგრძლედება… როცა ცუდად ვიქნები ჩავრთავ და იქ ვიცხოვრებ…

P.S. მგონი ჰარის შეკიტხვა ობლივიატეს შელოცვასავით მოქმედებს, ოღონდ მხოლოდ ცუდ მოგონებებს შლის 🙂 მადლობა როულინგს….

P.P.S. თქვენ მიცნობთ, როგორც “კნუტს”, იცით კი ჩემი გვარი FaceBook–ზე როგორი გახლდათ დიდი ხნის მანძილზე? გამარჯობა, მე Knuti LoveGood ვარ 🙂 ლავგუდი ჩემი ლუნას გვარია ♥  ლუნაზე ცალკე პოსტს დავწერ… ოდესმე 🙂
დროებით…..

Always-severus-snape-23388830-500-484

Advertisements

46 thoughts on “ჰარი

  1. ჰო ფილმის ლუნა ათჯერ და მეტჯერ უფრო საყვარელი და კარგია ვიდრე წიგნის, მე ჰერმიონაზე ვგიჟდები :დ წლების წინ ვბაძავდი კიდეც მაგ გოგონას :დ ყველაფერს ვსწავლობდი და ვკითხულობდი :* ჰარი პოტერი ჩემი საყვარელი წიგნების სიაში პირველ ადგილზე თუ არა სათავეში ნამდვილად არის…

    Like

    • ჰერმიონაც, ლუნას მსგავსად. წიგნში უფრო აუტანელია, ვიდრე ფილმში 😀
      ჩემთვისაც ათეულში მყარი ადგილი უჭირავს ჰარის ❤

      Like

  2. ჰარი პოტერი ჩემთვისაც იგივეა…ყველა ფილმი და წიგნი წეპირად ვიცი..ეს არ არის ჩემთვის ხოლოდ კარგი მოგონება ეს ჩემთვის ყველაფერია…როცა წიგნს ვკითხულობ თითქოს ახალ სამყაროში გადავდივარ და თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩემს სახლში ვიყო…..ჰარი პოტერის სამყარო და მისი ყოველი მონაწილე ჩემთვის ახლობლებივით არიან..და ეს პოტერიადა არასოდეს დასრულდება…მადლობა როულინგს რომ ასეთი შესამიშნავი საჩუქარი მოგვიძღვნა

    Like

  3. როგორ მიყვარს ჰარი ^_^ ძალიან ბევრ მოგონებასთან მაკავშირებს. ყველა წიგნი მაქვს ნაყიდი და თვალში რომ მომხვდება, შანსი არაა ხელში არ დავიჭირო და ხელახლა არ დავიწყო კითხვა. ხანდახან უბრალოდ ვათვალიერებ ხოლმე.
    ლუნა მეც ყველაზე ძალიან მიყვარს. ევანა ❤
    რემუსი, სევერუსი, დრაკო :))
    ჰარის პერსონაჟი ცოტა მაღიზიანებს, მაგრამ ბუნებრივია, მაინც მიყვარს xD

    Like

  4. კიდევ ერთი ჩემნაირი! ჰარი პოტერმა ბევრი ადამიანის გული დაიფყრო,მათ შორის ჩემიც! ჩ3ემი ცხოვრება ჩემი სულის ნაწილი ყველაფერი კარგი მოგონებაა მას უკავშირდება ოღონდ მართლა!!!! ცხოვრება მის გარეშე არ წარრმომიდგენია !!!! მშვენიერია კიდევ ერთი ჰ.პ -ს ფანი გავიცანი სასიამოვნოა : )))

    Like

      • მდა…
        არადა მე რომ დავსერჩე მთელი პირველი გვერდი ჰარი პოტერს აგდებდა 🙂
        და აგდებს კიდეც.
        სამწუხაროდ, ლეპტოპით ვერ ვაკეთებ სქრინშოთს, რომ დამერწმუნებინეთ 🙂 და პროგრამის გადმოწერა ნამდვილად მეზარება

        Like

  5. კნუტ, როგორ კარგად მესმის შენი 🙂
    მეც აუცილებლად წავალ, ჩავჯდები სავარძელში და ვიტირებ 😦
    აუფ წიგნს რომ მოვრჩი ორი დღე დასიებული მქონდა თვალები ტირილით 😐
    თვითონ ჰარი არასდროს მყვარებია მე პოტერიადა მიყვარს თავისი ყველაფრობებით ❤
    როულინგმა საოცარი მაგიური სამყარო გვაჩუქა მართლა 🙂
    აუფ მგონია რომ რაღაც ძალიან დიდი დამთავრდა 😐

    Like

  6. დაგუგლეთ სიტყვა Harry, თქვენ მხოლოდ Harry Potter–ს იპოვით პირველ გვერდებზე… —-> tyuilia!! 😀 😀 scadet

    Like

  7. მიყვარს ჰარი. მაგის გამო 6 წელი ყველა ალმაცერად მიყურებდა და ეგონათ ან ახლა მოახტება ცოცხს და გაფრინდება, ან ახლაო 😀 არადა, ვცდილობ ხოლმე, რომ ფანატიზმში არაფერი გადამივიდეს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s