მეგობარი არა, ***

როგორ უნდა გავარკვიოთ ვინ არის სინამდვილეში ჩვენი მეგობარი და ვინ უბრალოდ გვიყენებს?

შემეძლო შემედგინა ტესტი, მებოდიალა “ბოდლერზე”, მომეყოლა ათასი ბულშით ისტორიები, მეთქვა, რომ მეგობრობა არის წმინდა ბლა ბლა ბლა…. მაგრამ მე მარტივად გეტყვით:  მაგას ვერასდროს გაარკვევთ!!!

ვაფშეტა, თუ დავფიქრდებით, მეგობრობა, სიყვარული და მსგავსი იდიოტური “უწი–პუწები” შემქნილია ჩვენს მიერვე. უბრალოდ მარტოსულად ვგრძნობთ თავს, გვჭირდება ვიღაც, რომ სიცარიელე შევივსოთ, ვეწუწუნოთ, საყიდლებზე გავიყოლოთ, ვესწერვოთ, დეპრესიები გადმოვულაგოთ და ა.შ. ამ ყველაფერს მარტონი ვერ მოვახერხებთ :)))) მერე ავიკიდებთ რამდენიმე “თანამოაზრეს” და ვარქმევთ “მეგობარს”.

იგივე ხდება სიყვარულის შემთხვევაშიც: საერთოდ არ არსებობს სიყვარული. ერთს აუცილებლად შეცვლის მეორე, არც რომეო და ჯულიეტა არსებობდნენ ოდესმე…  რომც ეარსებათ, 5 წლის მერე ისევე მობეზრდებოდათ ერთმანეთი, როგორც ყოველ დღე შემწვარი კარტოფილის ჭამა მოგბეზრდება, როგორც არ უნდა გიჟდებოდე ამ უგემრიელეს საკვებზე , ან ზღვა ბეზრდებათ ზღვის პირას მცხოვრებებს… (არადა, ეს არ მესმის, ზღვის ყურება და მოსმენა, როგორ უნდა მოგბეზრდეს? ამშვიდებს ) . მოკლედ, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ 🙂

მსგავსი პოსტი ბევჯერ დავიწყე, მერე დავდრაფტე და აღარ გამოვაქვეყნე. დღეს ისევ დამანახა ღმერთმა საჭიროება ამ პოსტის დაწერისა 🙂

კიდევ რაღაცის დაწერას ვაპიებდი და გადავიფიქრე…

გისურვებთ არ გამოგეცადოთ მეგობრის ღალატი.

🙂

Advertisements

40 thoughts on “მეგობარი არა, ***

  1. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ დღეს დავიწყე კნუტის ბლოგის კითხვა და ალბათ ვეგარ მოვწყდები ძაან მაგარია. მეორეც მე დიდი ექსპერტი არ ვარ ამ საკითხებში მაგრამ ჩემი გამოცდილებით სიყვარულის არ არსებობაზე ის ადამიანები მიუთითებენ ხმამაღლარომლებსაც ყველაზე მეტად სწყურიათ ეს გრძნობა, ყველაზე მეტად შეუძლიათ უყვარდეთ და გულის სიღრმეში ყველაზე მეტად სჯერათ ამ გრძნობის არსებობის.

    Like

    • მადლობა ^_^
      სასიამოვნოა ასეთი კომენტარები ❤

      სიმართლე გითხრა მჯეროდა, მწყუროდა და მიყვარდა.
      მერე ფაქქტებმა დამანახა, რომ "უი, მე რომ მეგონა ისე არ ყოფილა სამყარო მოწყობილი", ვარდისფერი სათვალეც სადღაც დავკარგე…..

      Like

  2. ძაან მტკივნეულ თემას შეეხე… 😦 დღეს იმაზე მეტად ნატკენი ვარ ვიდრე შეიძლება.. მეგობარი აღარ მყავს და აღარც შეყვარებული.. დანარჩენს შენ მიხვდი… : )

    უბრალოდ მივხვდი როცაა მეგობარს ვკარგავთ,ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია,იმიტომ რომ ის ისეთი ავარჩიეთ ვინც ღირსეული არ იყო და მოდი ეხლა სინდის-ნამუსსაც ნუღარ მოვითხოვთ მისგან….

    Like

    • არ ვიცი, ალბთ მართალი ხარ…
      მაგრამ რაღაც ხომ ჰქონდაკარგი, რის გამოც დაუმეგობრდი… ასეც ვერ იტყვი….

      Like

    • და გყავდა ეგ მეგობარი და შეყვარებული საერთოდ? 🙂 იქნებ უბრალოდ თავს იტყუებდი, რომ გყავდა… :))))

      Like

  3. “საერთოდ არ არსებობს სიყვარული. ერთს აუცილებლად შეცვლის მეორე…” ეს ფრაზა სწორედ იმას ამტკიცებს, რომ სიყვარული არსებობს, თანაც, ცხოვრებაში ერთხელ კი არა – ბევრჯერ შეიძლება განიცადო 🙂 მეგობრობას რაც შეეხება, შენ თუ შეგიძლია, ე.ი. არსებობს, სხვას თუ არ შეუძლია, მისი პრობლემაა…

    Like

  4. ეგობრების რამდენიმე ჯგუფი მყავს. ზოგი უწი-პუწებზე საწუწუნოდ, ზოგთან საერთო ინტერესები მაქვს, ზოგი კი უბრალოდ სულიერად მენათესავება და 1 წელიც რომ ვერ ვნხო, ყოველთვის მეგობარი და უახლოესი ადამიანი ინება ჩემთვის. მოკლედ, კლასიფიკაცია უნდა მოახდინო.

    Like

    • შენი “კლასიფიცირებული” მეგობრობა ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ საჭიროებისთვის გყავს ეგ ადამიანები , ანუ სიკეთე “მეგობრობა” არ არსებობს

      Like

      • ნწ.. საჭიროებაში თუ ადამიანურ მოთხოვნილებას გულისხმობ, მაშინ მართალი ხარ. ზოგადად, ყველა ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა მეგობრების ყოლა და რადგან მეგობრები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან, ამიტომ ხდება საჭირო მათი დახარისხება.

        Like

  5. სიყვარული ვიცი მე წამიერად 😀 დანარჩენი მიჩვევის ამბავია, დამოკიდებულების.
    მეგობრებს რაც შეეხება, მე მიყვარს ისინი, მაგრამ მარტო ყოფნას ვამჯობინებ და საკუთარ პრობლემებსაც იშვიათად ვუზიარებ მათ 🙂

    Like

  6. არც ახალი გითქვამს რამე და არც აზრიანი.
    ხო დედაჩემს მე იმიტომ ვუყვარვარ, რომ ერთნაირი აზრები გვაქს და საყიდლებზე დავყვები, უი და კიდევ იმიტომ, რომ თავი მარტო არ იგრძნოს??
    სიყვარულს ძალიან მცირე ჭრილში განიხილავ.
    მე ვინც მიყვარდა, ორივე ისეთი ადამიანი იყო, რომელთანაც დღემდე არაფერი მაქვს საერთო. არც მაინც და მაინც სიცარიელეს მივსებდნენ და სიმართლე გითხრა ისეთები იყვნენ როგორებიც სასტიკად არ მევასებიან. მაგრამ მიყვარდნენ.
    იგივე მეგობრებზე.
    მოკლედ მართლაც რომ ბულშით.

    Like

    • დედაშენს იმიტომ უყვარხარ, რომ მისი ნაშიერი ხარ. ეგ ბულშით არაა.
      იმიტომ გიყვარდნენ ის ორნი, რომ ჯასთ იმ ეტაპზე გჭირდებოდა ვიღაც გვერდით.
      ბულშით არის ყველა გამოგონილი ურთიერთობა : )))

      Like

      • მე თუ მკითხავ ადამიანს ყველა ეტაპზე ჭირდება ვიღაც გვერდით, ამის გარეშე ადამიანი წარმოუდგენელია. როგორც ერთი ჩემი კარგი მეგობარი ამბობს ადამიანი სხვასთან მიმართებაშია ადამიანი. მე დავავატებდი რომ მათ გარეშე ის ლეშია. შენ შენ პოსტში არ გიწერია რომ ბულშით მხოლოდ გამოგონილი ურთიერთობებია.
        წერ რომ საერთოდ არ არსებობს სიყვარული, რაც კიდევ ერთი აბსურდია. შეუძლებელია ამდენ ადამიანს ერთმანეთისკენ მხოლოდ საერთო ინტერესები, ვიღაცის გვერდში ყოფნის სურვილი, პ.ს ან გვერდში ყოლის, რომანტიზმი ან თუნდაც ამდგარი *** უბიძგებდეთ.
        შენ თუ მეგობარმა გიღალატა ეგ სხვა საქმეა. მეც ბევრმა მიღალატა არა მარტო მეგობარმა, არც ისე სასიამოვნოა გვერდით ოთახში შენი შეყვარებული, რომ “ვიღახასთან” ჟიმაობს მხოლოდ იმიტომ, რომ მთვრალია.
        ან კდევ ერთი, თუნდაც ჩვენივე შექმნილი და გამოგონილი იყოს, ფაქტია რომ არსებობს. ტელევიზორი ადამიანებმა გამოიგონეს მაგრამ მის არსებობას უარყოფს ვინმე??
        მოკლედ ჯასთ გული გაქვს ნატკენი. არაუშავს მალე სხვანაირად იფიქრებ :*

        Like

  7. samwuxarod ukve gamovcade, magram mere mivxvdi, rom is megobari ar iyo, ubralod aravin ar yofila. xom ici, adamiani ertxel mainc unda dakargo rom mixvde gchirdeboda tu ara. sabednierod axla chems gverdit namdvili megobrebi arian, romeltatvisac yvelaferze var wamsvleli. ai siyvaruls ki rac sheexeba, eg jer namdvilad ar gamomicdia, magram teoriulad vici, rom maradiuli araferia : )

    Like

  8. და მერე რა გაგიკეთა ეგეც დაგეწერა კნუტი ბარემ, მეგობრის სახელსა და გვარს მაინც არ წერ და… საერთოდ მართალი ხარ, უბრალოდ იშვიათად გამონაკლისებიც ხდება.

    Like

  9. სიყვარული არ არსებობსო? არ გეთანხმები,მაგრამ როცა გღალატობენ მაშინ არავინ და არაფერი გინდა არსებობდეს. მე მაინც მჯერა სიყვარულის და მაგიტომ არ მყავს შეყვარებულიც… (არაპარადოქსი) 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s