გაპატიე

„ვიცი, ამას ვერასდროს წაიკითხავ და იმიტომ გწერ. შემიძლია დავწერო ყველაფერი, რასაც ვერ გეუბნებოდი და რაც სათქმელი დამრჩა… შემიძლია ბოლომდე გულწრფელი ვიყო….

შენი ასავალ-დასავალი აღარ ვიცი და ეს მამშვიდებს. იყო დრო, მეშინოდა შენი და ჩუმად ვნატრობდი გამქრალიყავი ჩემი ცხოვრებიდან. ჰოდა, ახლა, როცა ყველაფერი დავასრულე, ვგრძნობ როგორ მენატრები. ყველაფრის მიუხედავად მენატრები…

ფუ, რა ბანალურობაა. მაგრამ რა ვქნა, ეს მეწერინება 🙂 

ვუყურებ ამ ქაღალდის მოყვითალო ნაგლეჯს, რომელიც ოდესღაც ვარდისფერი იყო და ჩემი ბლოკნოტიდან ამოვგლიჯე. ოდესღაც, როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ეს ბლოკნოტი შენ მაჩუქე და მთხოვე, მხოლოდ აქ მეწერა…  ჩვენზე დამეწერა J იცი, მე მართლა ასე ვიქცეოდი, სქელი ბლოკნოტიც ნელ-ნელა გაივსო… ჩვენი პირველი კოცნა, სიყვარულის ახსნა, პირველი ღამე, პირველი ჩხუბი, ყველაფერ ამას ჩვენს ვარდისფერ ბლოკნოტს ვანდობდი. რაც ჩემს სულში არ ეტეოდა, ბლოკნოტში გადადიოდა, და ხშირად ძილის წინ, ლამპის შუქზე ვკითხულობდი ჩვენს ამბავს…

თუმცა შემდეგ იყო ის, რაც ჩვენი ბლოკნოტისთვისაც არ გამინდია. იმდენად საზიზღრობა იყო, რომ საკუთარ თავსაც დავუმალე. მომხდარი შიგნიდან მწვავდა და მოსვენებას მიკარგავდა, ვინმესთვის უნდა მომეყოლა, თუმცა ამის სათქმელად ენა არ მიბრუნდებოდა. ერთგულ ბლოკნოტსაც კი, ვერ ვანდობდი ამ ამბავს, რადგან ამის დაწერა,  საბოლოოდ აღიარებას და დანებებას ნიშნავდა.

ბლოკნოტის ერთი ფურცელი მხოლოდ ერთი სიტყვით გამივსია:

„მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“  „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“ „მეზიზღები“…..

დრო გავიდა, მე ამ იდიოტურ წერილს გწერ, გაპატიე და მენატრები კიდეც…

ის საშინელი ჩხუბიც კი მენატრება, გამწარებული ყველაფერს რომ სახეში გესროდი, გირტყამდი და თან ვტიროდი, რადგან გტკიოდა 😦 ახლა ყველაფერმა გაიარა, დროა ეს ტვირთი ჩამოვიხსნა და სიმართლეს თვალი გავუსწორო. შენ ჩემთან აღარ ხარ…

უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ გაპატიე….

ისღა დამრჩენია გისურვო, ჩემზე ძლიერი იყო, და თუ ჩემსავით გაქვს ბლოკნოტი, იგი შავ-თეთრი სიმართლით დაასრულო და არა ვარდისფერი ზღაპრით…

წერილებს ყოველთვის თარიღს უსვამენ და ხელს აწერენ, მე უთარიღოდ გაჩუქებ ამ წერილს, ეს ხომ მთელი 3 წლის ფიქრებია 🙂
ხეკმოწერის ნაცვლად: შენი კნუტი 

ნახვამდის

P.S. ამ წერილს ვერც ადრესატს გავუგზავნი, ვერც ბლოკნოტს დავუბრუნებ, ამიტომ ისღა დამრჩენია ბოთლს მივაბარო, კვარიათში ჩავიდე და ზღვას გავატანო 🙂

Advertisements

14 thoughts on “გაპატიე

  1. მომეწონა)..ნამდვილი მეგონა კომენტარებიდან გამოევრკვიე რომ ნამდვილი არ იყო…)

    Like

  2. ეგრევე მიგიწერა თავში, რომ საკონკურსოა, მეგონა არ დაგიწერია. მეც ნამდვილი ამბავი მეგონა, ასწორებს ❤

    Like

  3. რეალური ამბავი მეგონა,კნუტ 😀 მაგარია,მომეწონა 😉

    Like

    • გმადლობ 🙂 რეალური რომ გეგონა, ე.ი. უკვე ცუდი არაა 🙂

      Like

    • გმადლობ 🙂

      დამავიწყდა იმის მითითება, რომ უბრალოდ საკონკურსო პოსტია და არა რეალობა 😀

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s