black line, white line

მაპატიეთ, თვალები თუ აგიჭრელდათ, მაგრამ ეს სურათი აუცილებლად უნდა დამედო. თეთრი ხაზი, შავი ხაზი… მერე ისევ თეთრი, მერე ისევ შავი,…. ჩემი ცხოვრება აი ასეთი ხაზებითაა სავსე. ვგულისხმობ პერიოდებს: ყოველ კარგ პერიოდს ბენეფიტად პრობლემური შავი ხაზი მოსდევს. მერე ისევ თეთრით იცვლება და ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს 🙂

მქონდა თეთრი პერიოდი: ხელფასი, რელეიშენშიფი, სახლში მარტოობა რამდენიმე დღით, კვარიათი, გართობა, დასვენება.
მოჰყვა შავი: უფულობა, რელეიშენშიფის გაუქმება (და ამჯერად სამუდამოდ), მეგობრებთან ჩხუბი, დედაჩემთან ჩხუბი,  გამოცდების ვერჩაბარება, საგნების შეტენვა, ტრენინგი სამსახურში, რაც დამატებით 2 გამოცდას უდრის, ფიქრი სამსახურისთვის თავის დანებებაზე და აქვე წამოწეული ფიქრი შემდგომ უფულობაზე…. მოკლედ, სადღაც ვარ. ხვდებით, სადაც 🙂

გამოცდების ვერჩაბარებას მტკივნეულად განვიცდი. არ მეგონა, სინდისი ასე თუ შემაწუხებდა, მაგრამ მაწუხებს, ე.ი. მქონია კიდეც. 🙂 მაგრამ რა ვქნა, თავს ვერაფერს ვუხერხებ. საშინლად დაღლილი ჩამოვდივარ თბილისიდან. სადღაც 8 საათზე. სანამ მოვწესრიგდები, ვჭამ და ა.შ. კი ხდება 10. მერე ისევ ფეიჯის გადახედვა… გავიხედავ და უკვე ღამის 12 საათია 🙂 დილით კი ისევ 8–ზე ვარ ასადგომი…  გავითვალისწინოთ, რომ არ მაქვს არცერთი კონსპექტი… ჰოდა, ასე მრჩება საგნები უსწავლელი და გამოცდები ჩაუბარებელი… მოკლედ, ისევ სადღაც ვარ 🙂

რჩევა დამწყებებს: დრო სწორად გადაანაწილეთ, არ დათანხმდეთ Fულთაიმ სამუშაოზე, კარგად თუ არა, საშუალოდ მაინც ისწავლეთ…

აი ახლაც, ნაცვლად იმისა, რომ ვმეცადინეობდე, ამას ვწერ 🙂

წავედი მე 😐

9 thoughts on “black line, white line

  1. ზიობრა….
    მეც შეიძლება შემეტენოს ერთი გამოცდა სამსახურის გამო…
    მაგრამ გადავწყვიტე რა მინდა და რატომ და როგორ…

    შენ კი ჩემზე უფრო ენერგიული ხარ და ყველაფერს მოასწრებ :* მე ამის მჯერა.
    არა უშავს, გაივლის ეგ და მოვა თეთრი ხაზიც : )

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.