ბათუმის იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად დამამახსოვრდა ჩვენი ვოიაჟებიდან.  ვაღიარებ, არ ვიყავი კეთილგანწყობილი ამ რაღაც უფორმო შენობის მიმართ (რომელიც თეფშზე თავდაყირა დადგმულ ბოთლს მაგონებდა რატომღაც) .

იუსტიციის სახლი, ქვემოდან უკეთესი ჩანს 😀

წინასწარ ვემზადებოდით  გაოცებული სახეების მისაღებად და ტექსტიც მოვამზადეთ ბირმანის ხელმძღვანელობით  საოცარი ინტონაციით:  “ვაიიმეეე, რა მაგარიაააააააა” 😀 არ დაგვჭირდა. მართლა სასიამოვნოდ გავოცდით 🙂 

შიდა ინტერიერი ძალიან კარგია, მრავლადაა რბილი, სასიამოვნო, კომფორტული სავარძლები, იმ შემთხვევისთვის, თუ დაცდა დაგჭირდათ.. მართალია, გვარწმუნებდნენ აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი რიგები არ იქნებაო, მაგრამ მაინც გაითვალისწინეს ეტყობა მოცდის ამბები 😀

იუსტიციის სახლში

ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ელემენტები (გამწვანება),    კორპორაციული სურნელი და  მუსიკა, გაშლილი, ღია სივრცე, მოსახერხებელი მოსაცდელი ადგილები – ყველაფერი ეს ქმნის მყუდრო, სასიამოვნო და  კომფორტულ გარემოს.

აქვე გათვალისწინებულია საბავშვო კუთხე,  რაც საშუალებას აძლევს მშობელს მშვიდად მიიღოს სასურველი სერვისი, სანამ მისი პატარა  ერთობა.

საბავშვო  კუთხე

იუსტიციის სახლში მისულ  მომხმარებელს   შესასვლელთან სერვისის კონსულტანტი  ეგებება, რომელიც   აკვალიანებს მისთვის საინტერესო  საკითხის შესახებ და საჭიროებისამებრ    ამისამართებს შესაბამის ოპერატორთან. აქ მომსახურების დარბაზი დაყოფილია: თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებად.

თვითმომსახურების სივრცე

თვითმომსახურების  სივრცეში განთავსებული ავტომატიზირებული სისტემებისა და სენსორული მონიტორების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ამონაწერი ქონების ან  ბიზნესის შესახებ, საკადასტრო რუკაზე მოიძიოს მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთი თუ შენობა;  გადაიღოს ბიომეტრული ფოტო პასპორტისათვის, გაანაღდოს თანხა ბანკომატიდან და ა.შ.

ფსიქე ამუღამებს თაჩსქრინს :დ

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მოქალაქეთა მომსახურება წარმოადგენს.
მომსახურებას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
  • ეროვნული არქივი;
  • აღსრულების ეროვნული ბიურო;
  • ნოტარიუსთა პალატა.

იუსტიციის სახლში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს:

  • მიიღოს დაბადების, პირადობის, ქორწინების მოწმობა;
  • დაამოწმოს დოკუმენტი აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით;
  • შეიტანოს  განაცხადი მოქალაქეობის, ბინადრობის, ორდინალური ვიზის მიღების თაობაზე და სხვა…

აქვე ხორციელდება:

  • უძრავი, მოძრავი, არამატერიალური ქონების რეგისტრაცია (ქონებაზე საკუთრების, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ლიზინგის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, გირავნობის და ა.შ. უფლებების რეგისტრაცია);
  • ქონებაზე  საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა (ყადაღა,აკრძალვა) და საგადასახადო გირავნობა იპოთეკის რეგისტრაცია;
  • ბიზნესის რეგისტრაცია;
  • საკადასტრო მომსახურება (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, ორთოფოტო და ა.შ.).

მომხმარებელს შეუძლია არქივში დაცული ცნობებიდან  გამოითხოვოს:

  • დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა;
  • რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა;
  • სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა;
  • გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა;

ან სასამართლო გადაწყვეტილების  საფუძველზე, მოითხოვოს აღსრულება:

  • ალიმენტის მისაღებად;
  • გასესხებული თანხის უკან დასაბრუნებლად;
  • უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის სამუშაოზე აღსადგენად და ა.შ.
მოკლედ, ყველაფერი ერთ სივრცეში 🙂

არ შემიძლია არ აღვნიშნო: ბოლოს დასათვალიერებლად სახურავზეც ავედით. ხედი სახურავიდან ულამაზესია. საოცრება მაშინ დაიწყო, მე რომ წვიმაში სახურავზე მოვხვდი 😀 ამოუცნობი მიზეზით ჩემი თმა დაიმუხტა და ზეცისკენ წავიდა 😀 წარმოიდგინეთ, როგორი სანახავი იქნებოდა ამსიგრძე თმა, რომელიც უბრალოდ ფეხზე დგას 😀

დგას 😀

გამოყენებულია ლიტერატორისა და კატიეს ფოტოები. მადლობა მათ  და ბოდიში, რომ არც მიკითხავს და ისე ავიღე 😐

Advertisements

15 thoughts on “ბათუმის იუსტიციის სახლი

  1. ლიფტში წვეთავდა შეუმშრალი ზეთი :დ:დ:დ:დ და ლიტერატორმა, მირონი სდის შენობასო :დ

    Like

    • ლოოოლ 😀 ეგ არ ვიცოდი 😀
      არც დამინახავს ეგ ზეთი :დ
      რა ცუდად მოვქცეულვართ მირონმდინარე შენობაში :S

      Like

    • დიახაც ^_^
      სიამოვნებით ვიმუშავებდი მანდ ❤ მომეწონა.
      თან ბათუმი .. ამმმ ❤

      Like

    • 😀 მოვიცალე გუშინ :დ ვაპიებდი სარფი, ღვინის ტური დასასტუმროც აქვე დამეწერა, მაგრამ დამეზარა და ამიტომ მარტო იუსტიციის სახლი დარჩა 🙂

      Like

  2. იმდენი ცხოვრებაში არ მიცნია მგონი…..
    ძლაიან საინტეერსო ადგილი იყო, მაგრამ სახურავმა დაგლიჯა 🙂

    Like

    • არც მე 😀 ვაიმე რამდენი ვიცინე ჩვენს’ “ამდგარ” თმებზე 😀

      Like

  3. მოკლედ ის დროა ბათუმში გადავდიოდეთ საცხოვრებლად 😀

    Like

    • 😀 შენ იცინე და მე სამოვნებით გადავიდოდი ^_^ მევასება ბათუმი

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s