მე–ეგოისტ–ე

ეგოისტობას მწამებენ

მწამებენ რა, ყოველთვის თამამად ვამბობდი, რომ მე დედისერთა, მესაკუთრე გოისტი ვარ.. .

სინამდვილეში არც თუ ისე…

მარტივად შემიძლია ჩემი ინტერესები მეასე ადგილას დავაყენო საყვარელი ადამიანების გამო, მაგრამ რატომღაც ეს არავის სჭირდება. უფრო სწორად კი, მხოლოდ იმ წუთებში სჭირდებათ, როცა შენთან არიან, გწოვენ კარგად სისხლს პარაზოტი მიკრობებივით, შენც ბედნიერი ხარ, რომ “ის” კარგადაა და მერე?

მერე შენზე უკეთეს მასპინძელ ორგანიზმს იპოვის და იმაზე გაადერთვება.

არა მეგობრებო! ჩვენ ასეთი ხალხი არ გვჭირდება გარშემო!

ორჯერ დავუშვი ერთი და იგივე შეცდომა. მესამედ აღარ გავიმეორებ და აი, მე გავხდები ნამდვილი

დედისერთა

ეგოისტი

ეგოცენტრიკი

როდის ვაცნობიერებთ, რომ ეგოიზმი კარგია? როცა ჩემსავით იდიოტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით საკუთარი გულკეთილობის გამო 🙂 ფეხზე დაიკიდეთ სხვას რა უნდა, ფეხზე. დაიკიდეთ ვინ როგორ იგრძნობს თავს თქვენს გამო. მთავარია, თქვენ არ ინანოთ მერე, მთავარია , თქვენ იგრძნოთ თავი კარგად თუნდაც თქვენივე “ცუდი” ეგოისტური საქციელების შემდგომ!

რა მოწოდებებია, საკუთარი თავი მაშინებს ზოგჯერ. მაგრამ რა ვუყო დაგროვილ წყენას?

წყენას იმ ადამიანებისადმი, ვინც ვთვლიდი, რომ მიყვარდა, მეგობრებისადმი, რომლებზეც ისევე ვარ ხოლმე მიწებებული, როგორც უმწეო კნუტი დედას. რა ვქნა,  მჭირდება ადამიანი ყოველთვის დასახმარებლად, მაგრამ თურმე არ ღირს, არ უნდა გასცე იმაზე მეტი, ვიდრე იღებ! ოდესმე მოგბრუნდება, გაგიცინებს და გეტყვის ყოველგვარ სიბინძურეს , რასაც თურმე ფიქრობს. რაც არ დაგიმსახურებია და რასაც ვერც კი წარმოიდგენდი, რომ გულში ატარებდა…. შენც ვერ გააკონტროლებ თავს, და იტყვი ისეთ იდიოტობებს,მ რაც არასდროს გაგიფიქრებია. იტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ ღირსია! მხოლოდ იმიტომ რომ წინა რამდენიმე შეცდომა აპატიე და მან ეს ვერ დაინახა 🙂

მაპატიეთ არეული პოსტი.

უბრალოდ

სათქმელი დაგროვდა 🙂

Advertisements

5 thoughts on “მე–ეგოისტ–ე

  1. არავინ არააა ღირსი ჩვენი ცრემლების.. და ვიც ღირსი ის არასოდეს აგვატირებს…..
    ნამდივლად არც არვინ არის ღირსი რომ ბოლომდე გაუხსნა გული და ბოლომდე აჩუქო თავი… კი უნდა იყო კარგად და კი უანგაროტ უნმდა გასცე სიყვარული, მაგრამ ჯახის გარდა ამის ღირსი არავინაა ;((

    Like

    • albaT.
      ადრე არ დაგეთანხმებოდი,. მაგრამ ახლა უკვე გეთანხმები

      Like

  2. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სულ გაცემა არ შეიძლება, ისევე როგორც სულ მოთხოვნა რომ მიიღო… ნაწილს გასცემ, ნაწილს მიიღებ (ეხლა შეიძლება ზუსტად ვერა, მაგრამ დაახლოებით ხომ ხდება? ხოდა) ხოდა, უჯრედის დონეზეც კი ჩვენ ყველანი რაღაც წილად ეგოისტები ვართ… ასე რომ ეგოისტობა ცუდი არაა, ცუდია როცა ზომა-წონა არ ვიცით ეგოისტობაში 🙂 იმჰო, არ ჩამქოლონ ეხლა სხვებმა :დ :დ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s