I like Him!

როგორ იქცევით, როცა ვინმე მოგწონთ?

  • ვარიანტი A: ეფლირტავებით, “აბამთ”…
  • ვარიანტი B: პირდაპირ ეუბნებით, რომ მოგწონთ…
  • ვარიანტი C: ელოდებით, თავად როდის შეგამჩნევთ…
  • ვარიანტი D: არ მახსენდება
  • ვარიანტი კნუტი: ვდებილდებით!

რატომაა, რომ როცა ვინმე მომწონს, უბრალოდ ვდებილდები? აი, პირდაპირი მნიშვნელობით 😀 როცა მელაპარაკება, ჯასთ ვიღიმი და  ვფიქრობ, რა კარგად გამოიყურება, რა საყვარელია, როგორი სიმპატიური და ა.შ. ამ დროს კი ის რაღაცას მეკითხება და მე ისევ დებილივით ვუღიმი… 😐 რას იფიქრებს?

სწორია!

ეს გოგო შტერია…

თუ მოვახერხებ კონცენტრებას და რამეზე ვუპასუხებ, მაშინაც ვიბნევი, არ ვიცი რაზე განვაგრძო საუბარი და მოკლედ… დებილის შთაბეჭდილებას ვტოვებ. 😐

და რატომაა, რომ როცა ბიჭს პირიქით, მე მოვწონვარ, აქტიურობს და ბლა ბლა… მე ყოველთვის ფეხებზე მკიდია. ვარ ის, რაც ვარ… ვეფლირტავები, ვეხუმრები, ვესწერვები (ცოტას :D), არც სალაპარაკო თემის გამონახვა მიჭირს…

რა უსამართლობაა, რა არის 😦

Advertisements

37 thoughts on “I like Him!

  1. მე რანაირადაც არ უნდა ვეცადო, მაინც დამეგობრებული გამოვდივარ ბოლოს და ვრჩები ხახამშრალი :/

    Like

  2. “როგორ იქცევით, როცა ვინმე მოგწონთ?”

    მემართება ვარიანტი კნუტი 😀 ამას დამატებული ნერვიული სიცილი 😀

    Like

  3. თუ გინდათ, გეტყვით როგორ უნდა გაარჩიოთ გონებრივი სიდებილე სიმპათიით გამოწვეულისგან ბიჭებში.
    თუ დაშტერებული გიყურბთ და თან დორბლი ჩამოსდის, არ მოსწონხართ, უბრალოდ იმ ქვაფენილს ეფარებით, რომელსაც ის უყურებდა.

    Like

  4. ხან A ვარიანტი ვარ და ხარ კნუტი.
    გააჩნია, თვითონ ის ბიჭი როგორია. თუ არ არის აქტიური, მაშინ იცოცხლე, მე და ჩემი “ა” ვარიანტი, თუ თავისუფალია, მაშინ ნამდვილი “კნუტი” ვხდები.
    ახლა ცოტა შეიცვალა სიტუაცია. ერთად იმდენი მომწონს, რომ აღარ მცხელა მათი შებმისთვის და არც გამოდებილებისთვის.
    რაც ახალ სკოლაში გადავედი, იმის მერე ერთ ბიჭზე დორბლი ჩამომდის, არა მარტო მე, მთელი სკოლის გოგოები მასზე გიჟდებიან. ჩემი კლასელის ძმაკაცია და უნდა გაგაცნოო, მეთქი-არა, რა გამაცნო.. მერე ეკეს(ჩემი სხვა კლასელი) ნომერი მომწერე-მეთქი, დაბადების დღე უნდა მიმელოცა.. მივწერე, გილოცავ და ა.შ. ვუსურვე, ქალი ორი სიმდიდრით და აქეთურ-იქითური.. აბა რა აღმოჩნდა მეორე დღეს? თურმე, აჩიკოს ნომეეი მოუცია ამ დეგეენრატს. ჰოდა, ასე მრცხვენია ხოლმე. რომ ვხვდები მას ეცინება მე ვწითლდები… დღეს თვალი გამექცა და ისიც მიყურებდა, გამიღიმა.. იმისთანა მჟავე სიფათი მივიღე, ქეთი გასკდა სიცილით.. რა იყო, გოგოო.. იქნებადა ბედი გაგეხნსაო. ახლა აღარ მინდა ბედის გახსნა. თავის დროზე მოექცია ყურადრება.

    Like

    • გაუღიმე ხოლმე შენც კაცო ^^ არაა საჭირო ბედის გახსნა, მაგრამ მთელი სკოლა რომ გიჟდება, ისეთი ბიჭი მაინც გეყოლება გვერდში 😀

      Like

    • აპ აპ აპ, ამ შემთხვევით რომ არ ისარგებლო, არ ვიცი რას გიზამ :დ
      გაუღიმე შენც, კი არ შეგჭამს :დ
      გამოელაპარაკე, უთხარი უკაცრავად შემეშალა თქო და ა.შ.

      Like

      • ააა, ვისარგებლო? მოიცა, კაცო.. რომ ვუყურებ ხოლმე, უფრო სწორედ თვალს რომ მოვკრავ, მაშინ მეწყება ელეთ-მელეთი და რა გამოველაპარაკო.. აი, რამე რომ მითხრას, მოვკვდები იქვე და დამმარხონ მერე..
        მაგ საკითხში ზედმეტად მორცხვი, არა მაგრამ რაღაცნაირი ვარ.. ^^

        Like

      • ერა გამოველაპარაკო?
        აი, გამარჯობა, მმ.. ისა, მე ის ვარ, ის შტერი და დებილი ყველაფრის რო სჯერა.. ასე ხო არ ვეტყვი? აჰ, რაბიჭია, რაბიჭი..

        Like

  5. მე თუ ძალიან არ მომწონს ვინმე, თუ თვითონ არ გამოიჩინა ინიციატივა ვიკიდებ, თუ მომწონს, კი ხედავ შენც როგორ ვათენ ვაღამებ ელვისში და ინფორმაციებს ვსტყუებ დუდის ძმას ;დ

    Like

  6. დაწყნარდიიი.. შენ ძალიან ქალური ხარ, მამაკაცებს კი ქალური ქალები ძალიან მოსწონთ და ესიმპატიურებათ, თუნდაც რომ ქარაფშუტულად იქცეოდეს და იღიმებოდეს 24/7 :ყეს:

    და რატომაა, რომ როცა ბიჭს პირიქით, მე მოვწონვარ, აქტიურობს და ბლა ბლა… მე ყოველთვის ფეხებზე მკიდია. ვარ ის, რაც ვარ…

    ეს იმიტომ რომ შენ ნაკლებად მოგწონს 🙂 ან მოგწონს და რომ იტყვიან, თავი ქუდში გაქვს, დარწმუნებული ხარ რომ უარს არ მიიღებ.

    ისე, კაი პოსტია, მსგავს თემებზე წერე :დ :დ :დ :* შენ კარგად გამოგდის :*

    Like

    • მე ვარ ქალური? o_O ასე მგონი ჩემზე არქალური არავინ დაიარება-მეთქი 😀

      დარწმუნებული ხარ რომ უარს არ მიიღებ

      .

      ალბათ მაგიტომ… მართალი ხარ.

      ისე, კაი პოსტია, მსგავს თემებზე წერე :დ :დ :დ :* შენ კარგად გამოგდის :*

      :* მადლობა… 🙂

      Like

  7. სად მე ქვეცნობიერის სიღრმეებში შემთხვევით ხომ არ გაქვს განთავსებული უნიჭო მოსაზრება ბიჭებს დებილი გოგოები მოსწონთო? რომელიც შეიძლება უფრო დებილი მოსაზრების არასწორი ინტერპრეტაცია იყოს კაცებს ჭკვიანი ქალები არ უყვართო? :))))))))))))))))))))
    ჭეშმარიტი რაინდები “გამოდებილებული სახის” იქით ხედავენ : )

    Like

    • lol 😀 პირიქით, ვერ ვიტან მოდებლო ქერა გოგოშკებს , ძალით რომ იჩლიქავენ ენას და იშტერებენ თავებს….
      ამიტომ არის რომ ვბრაზდები საკუთარ ტაზე, დებილი არ ვარ და არ მინდა დებილის შთაბეჭდილებას ვტოვებდე 🙂

      Like

  8. პირველ რიგში ველკომ ბექ ჰანი.. როგორც იქნა ძველებური კნუტი დაგვიბრუნდა….
    დამიჯერე ბიწების უმრავლესობა უფრო დებილდდება.. შენ ე.ი გიმარტლებს თამამ ბიჭებში.. არ ვიცი მე არ მქონია არასოდეს მასეთი კომპლექსი.რაც ვარ ის ვარ.. მომწონს ვაჩვენებ … არ მომწონს… ვაგზავნი შესაბამისად დაჟე არც ვეფლირტავები.. მოკლედ მე ვარიანტი “ა” ვარ მუდამ…. ისე შენც მოიკრიფე ძალა.. უთხარი შენ თავს.. აი ემ ზი ბესტ და ეგაა რა ..იყავი რაც ხარ.ვითომ ჩვეულებრივი ბიჭია… ცოტა ეფლირტავე და ცოტა განზეც იდექი .. ქალო ვერ გავგე სხვა უნდა გასწავლიდეს ბიწების შებმას ამხელა ფილარმონია ქალს? რა დაგემართა :))) :*

    Like

    • აი ნოუ, აიმ ზე ბესთ, მაგრამ თუ ძალიან მომწონს ვინმე, მართლა ვდებილდები 😀 ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ ავქნ :დ ჯასთ თუ ისე ტიპია, მაშინ ოოო 😀 აქეთ ვასწავლი ფლირტს ვისაც უნდა:D

      Like

  9. აი ეგრე იქცევა ერთი პიროვნება ჩემთან და მეც დებილად ვთვლი ზნაჩიტ ვევასებიი ? 😀 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s