აღდგომა და ხვალეო…

გილოცავთ, ხვალ აღდგომაა.

ხვალ კომპიუტერთან არ ვიქნები. სავარუდოდ, არ მეცლება და ამიტომ დღესვე დავწერ ამ პოსტს. თანაც FaceBook-ზე ატეხილმა ამბებმა უკვე მოითხოვა ამის დაწერა….

15.14–ზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.


წამსვე ჩემი მეგობრების უმრავლესობამ დაისტატუსა : “გილოცავთ” , ან პირიქით, ცინიკური ტექსტები…

იქვე კომენტარები:

მართლმადიდებლები ცეცხლის ზეციურობის ურწმუნოების მიმართ : ფაქტების მოყვანით, რელიგიური პათოსით გამსჭვალული ტექსტებით ცდილობენ მათ “მოქცევას” და დარწმუნებას, რომ სასწაული ყოველ წელს ხდება…

მეორე მხარე უბრალოდ ცინიკურად პასუხობს და ცეცხლის გადმოსვლის სასწაულს  მარტივად, ქიმიით ხსნის…

ატყდება ისევ კამათი, დაცინვა, ფიცი/მტკიცი, გაწევა–გამოწევა და ა.შ.

რისთვის?

ვის რას უმტკიცებთ?

გწამს, რომ ცეცხლი ნამდვილად ზეციურია? გწამს, რომ სასწაული ყოველ წელს ხდება? რომ ეს ჩვენი სარწმუნოების ჭეშმარიტების ყველაზე ნათელი მტკიცებაა?
ჰოდა, გწამდეს. არაა აუცილებელი, სხვებიც დაარწმუნო ამაში. დარწმუნებისთვის კი მათი ცინიზმის ატანა გიწევს, არც ეგაა საჭირო, ვგონებ…

ანდა პირიქით… შენთვის ცეცხლის გადმოსვლის სასწაული უბრალო ქიმიური ეშმაკობაა? არ გჯერა? ჰოდა, დაგვანებე თავი… რატომ ცდილობ სარკაზმითა და ცინიკური სტატუსებით “აუხილო” თვალი “ბნელ” მორწმუნეებს? როგორც ამბობენ ხოლმე, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ 🙂

რწმენა ძლაან პირადული რამეა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ჰდოა, როცა ვინმე ცდილობს თავისი აზრი თავს მომახვიოს, ვბრაზდები.  რატომ კამათობენ ამაზე მუდმივად, მართლა არ მესმის. არ შეიძლება უბრალოდ პატივი ვცეთ ერთმანეთის შეხედულებებს?

მოკლედ რომ დავფიქსირდე, მე მწამს რომ ცეცხლი მართლა ზეციურია, რომ ეს სასწაული ყოველ წელს ხდება და ისიც რაღაცნაირად მეამაყება, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქთან გადმოდის…

ახლა თუ გინდა ბნელი და გაუნათლებელი მეძახეთ და თუ გინდა ცხვარი 🙂 სამაგიეროდ, ჩემთვის სულ ერთია, ვინ რას ფიქრობს ამ ფაქტზე. მეორედ მოსვლისაც მწამს და…. როგორც ამბობენ: აღდგომა და ხვალეო…  მოვა ეგ დღეც ^_^


პ.ს. გილოცავთ 🙂

16 thoughts on “აღდგომა და ხვალეო…

  1. მე ერთხელ ჩავერთე რელიგიურ თემაზე კამათში და ვინანე. მეორედ ამას აღარ გავაკეთებ იმიტომ, რომ რწმენას კი არა ერთმანეთის აზრს არ ვცემთ პატივს.
    მეც მჯერა მაგ სასწაულის და სიბნელედ სულ არ მიმაჩნია 🙂

    Like

  2. შარშან მეწერა მსგავსი პოსტი იმავე მოსაზრებით მორწმუნეებსა და ატეისტებზე. მოკლედ, გეთანხმები და გილოცავ 🙂

    Like

    • რატომ გადაიფიქრე?
      ბევრი რამ გამოვტოვე აქ…
      კიდევ ბევრ დადებითს და უარყოფითს ვხედავ და მინდოდა დაწერა, მაგრამ… მერე დამწამებდნენ რაღაცებს და გავჩერდი 🙂

      Like

  3. აი, ამიტომ ვერიდები ყოველთვის რელიგიურ თემებზე კრინტის დაძვრას და სხვების კამათში ჩარევას. უაზრობაა უბრალოდ. თუმცა, ვისი რა საქმეა, მე თუ ჩემს ვოლზე ვინმეს რამე დღესასწაულს მივულოცავ? ვისაც არ მოსწონს, შეუძლია მშვიდად დამაჰაიდოს 🙂
    გილოცავ :*

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.