შეიძლება?

შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და მაინც იცნობდე?

შეიძლება არ იცნობდე და ის მაინც სხვებზე უკეთ გიცნობდეს?

ხვდებოდე, რომ შენიანია… თითქოს ერთად უნდა იყოთ გაზრდილები… შენ ხომ მასავით ფიქრობ, ისიც კი იცი რა ფრაზას დაწერს… რა რეაქცია ექნება ამა თუ იმ ამბავზე…

შეიძლება?

არ გამიჭედია (ვიცი რომ “გამიჭედავს” არის სწორი ფორმა, ჯასთ არ მომწონს და ნუ გამომეკიდებით),
უბრალოდ არსებობს ადამიანი, ვის მიმართაც ეს შეგრძნება მაქვს.

საერთოდ არ ვიცნობ. ჯასთ ვიცი, ვინაა, რომ არსებობს, აზროვნებს, ფიქრობს,  უყვარს, ეშინია, სძულს, სტკივა, ხანდახან ტირის კიდეც (ალბათ 🙂 )…

ხშირად ვაწყდებოდი ამ ადამიანს სხვადასხვა სოც. ქსელებში… ბევრი საერთო მეგობარიც აღმოგვაჩნდა… შესაბამისად, სრულიად თავისუფლად შემეძლო გამეცნო… მაგრამ არა…

მუსიკა, პოსტები, წერის სტილი, აზროვნება…
მმმ… ჩემია ♥♥♥

მერე გავიგე, რომ ბლოგიც ჰქონია. ბლოგი ჰქონია კი არა, იმ ერთ–ერთ უიშვიათეს ბლოგერთაგანი ყოფილა, ხანდახან მაინც რომ ვკითხულობ. ამის აღმოჩენისთანავე, მის ბლოგს აქამდე თვეში ერთხელ თუ ვსტუმრობდი, ახლა ყველანაირად გამოვიწერე (დავასაბსქრაიბე, რიდერში ჩავიმატე, იმეილზე გამოვიწერე ახალი პოსტები,  და ა.შ :D) და ლამის ყოველ დღე შევდივარ…

თუმცა…

გაგიკვირდებათ და… ჯერ ისევ ვერ ვბედავ კომენტარის დატოვებას.

უბრალოდ ვკითხულობ, ვეცნობი და კიდევ უფრო ჩუმად ვინახავ ინტერესს 🙂

შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და მაინც იცნობდე?
შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და მაინც ყველაზე ახლობელი იყოს?
შეიძლება არ იცნობდე და ……. ?

მგონი, კი 🙂

24 thoughts on “შეიძლება?

  1. სურათზე ტიპს სკარამუშის ნიღაბი უკეთია :ლოლ:

    არა ხდება ეგეთი რამ, როგორ არა.. ხოდა ერთი არ მესმის: რატომ ყოყმანობ კომენტარის დატოვებაზე? რისი გეშინია? :ეჭვ:

    Like

  2. რა საინტერესოა..
    მე არც ეგეთი შგრძნება მქონია ოდესმე და არც არავინ მინახავს, ვისაც ეგრე ვგავდე..
    ბიჭია, თუ გოგო?
    არა, მაინც რა საინტერესოა.. ძააალიან საინტერესო. :*

    Like

  3. ვაიმე ვინააა მითხარი თორემ მოვკვდები 😐
    აი უკვე ვკვდები
    აიაიაია ვეღარ ვსუნთქავ
    ვეღარ ვხედავ…
    ვსიო მოვკვდი 😐

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.