muse-მანი

გამარჯობა, მე კნუტი ვარ, მე muse–ომანი ვარ…  :ტაში:

სიტყვა “ფანის” ზუსტი განმარტება არ ვიცი, ამიტომ უბრალოდ ვიკი დეიდას  დავეყრდნობი:

is a person with a liking and enthusiasm for something, such as a band or a sports team. Fans of a particular thing or person constitute its fanbase or fandom. They may show their enthusiasm by being a member of a fan club, holding fan conventions, creating fanzines, writing fan mail, or by promoting the object of their interest and attention.

ამ განმარტების მიხედვით ფანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს muse-ის მუსიკა… სულ ვუსმენ… სიამოვნებით წავიდოდი მათ კონერტზეც live-ში მოსასმენად, მაგრამ ვინ გაღირსებს კარგ მუსიკას საქართველოში? 

ჰო, მართალი ხარ, გრინჩ, ბოჩელი გამონაკლისი იყო 🙂

ჰოდა, რატომ ვიბოდიალე ამდენი:

ორი დღის წინ წავაწყდი ინფორმაციას, რომ მიუზი კონცერტებს მართავს რიოში, სან პაულოშ, მოსკოვში და კიევში!!! ჩვენს მოძმე უკრაინაში, კიევში!!!

გამიშვით ვინმემ 😐

ბილეთი სულ რაღაც 500 უკრაინული გრივნი ღირს. ანუ , როგორც მე გავთვალე, დაახლოებით 100 ლარი, მაგრამ გზა? სასტუმრო? მარტო ხომ არ წავალ? 😦

რასაკვირველია, ვერ წავალ… 😦 მაგრამ მაინც… იმედი ბოლოს კვდება…

ჰოდა… რა ვიცი, თუ რამე.. აი, აქედან ბილეთის შეკვეთაც შეგიძლიათ 😦

Advertisements

15 thoughts on “muse-მანი

  1. სუსუსულ შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე და პირველივე პოსტი მიუსზე მმმ…<3

    Like

  2. უი, მეც მახსენეთ? გამიხარდა 🙂
    და ისა.. მოკლედ, muse გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი რა იყო საერთოდ, მაგრამ მერე ჩემს მეგობარს აღმოვუჩუნე ტელეფონში და დამცინა, რომ არ ვიცოდი 🙂 მოკლედ, აქაც გოიმი გამოვდექი.. წავედი წავედი..

    Like

  3. Muse-ს კონცერტი არა, მაგრამ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მათ კონცერტს ამირანში ვუყურეთ, gol.ge-ს ფორუმელებმა დაგეგმეს და მთლად კონცერტის ეფექტი არ იყო, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე (:

    Like

  4. მეც მომწონს ეს ბიჭები :)) მაგრამ მე coldplay-მანი უფრო ვარ. ხოდა, ამ საუკუნეში თუ მეღირსა მათი საქართველოში ხილვა, ალბათ იქით საუკუნემდე ვიცოცხლებ :)) მეეჭვება მაინც..

    Like

  5. 1. 800 da zemot grivniani biletebi iko darchenili 2 kviris cin:)
    2. am linkze bilets ver ukvetav. ufro scorad sakredito baratit ver ixdi. ak mxolod utiteb misamarts kievshi:D da misamartze rom moakvt mashin ixdi tanxas:)
    sponsori tu gamochnda utxari fuli vinmes kievshi gadaugzavnos:D

    Like

  6. ლალალალალალალ..
    მიუზიმიუზიმიუზი. ❤
    ლალალალა..

    მე ვიცი, რა არის, როცა გინდა მიუზის კონცერტი… მიუზის ჭიქა, მიუზის პასტა, მიუზის ფეხსაცმელი(კეტი), მიუზის მაისური და საერთოდ, მიუზი რომ გიყვარს ის..
    აი, იცით როგორ მიყვარს?
    აი, იცით როგორ ვუსმენ ყოველდღე?
    აი, იცით ერთი თვე UPRISING-ი არ ჩამირთავს, ჰოდა, სადღაც გადავაწყდი, უფრო სწორედ აიპოდში ჩაირთო შემთხვევითდამ ჰოდა, ბოდიში მოვუხადე მიუზს ცრემლების შემდეგ.. აიაი, თქვენ არ იცით, მე როგორ მიყვარს მისი თითოეული სიმღერა.
    მეთი.. ❤
    კრისი.. ❤
    დომინიკი.. ❤

    Like

  7. ეს ჯგუფი მეც ძალიან მიყვარს. სიამოვნებით წავიდოდი კონცერტზე, მაგრამ ვაი, რომ საქართველოში მსგავსი ღონისძიებები კაი ხანი ან საერთოდ არ გვეღირსება : (

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s