აფერისტი

–რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?

–ღალატს, ტყუილს… 

 

რა იდიოტიზმია, არა? ყველაზე ბანალური კითხვა უფრო მეტად ბანალურ–ტრადიციული პასუხებით.

მაგრამ სერიოზულად რომ დაგსვან ეს კითხვა, რას უპასუხებდით?

ჩემი აზრი გაინტერესებთ? ვერავის ვერ ვაპატიებ აფერისტობას!!!

 როგორც კი აფერისტობას ვამჩნევ ადამიანს, უკან ვიხევ, ურთიერთობის სრული გაწყვეტა თუ არ გამომდის, მაშინ ყველანაირად ვცდილობ უბრალოდ ნაკლები ვიურთიერთო, იშვიათად ვნახო, ზიზღი სახეზე რომ არ შემეტყოს, არ ვნახულობ და თუ მწერს, ჰო/არა პასუხებით ვიფარგლები.

მძულს, მეზიზღება, გულს მირევს, კაცობრიობას მაძულებს თვალთმაქცობა, და მით უმეტეს საყვარელი ადამიანისაგან.

ამჯერად ჩვეულებრივ მეგობარზე მაქვს გართულება, მაგრამ…

როგორ უნდა ვიურთიერთო ადამიანთან, რომელიც დაწვრილებით განიხილავდა ჩემთან როგორ ვერ იტანს ვიღაც გოგოს, როგორი ცუდია, როგორი თვალთმაქცი და რომ მხოლოდ საერთო მეგობრების ხათრით ურთიერთობს და ამ ბოლო დროს კი ვხედავ ფეისბუქზე როგორ ელაქუცება და ტრაკს ულოკავს? (უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა მასეა :@:@ )

მძულს ასეთი ხალხი!

როგორ უნდა ვიურთიერთო ასეთთან? რა გარანტიაა იმისა, რომ იგივეს არ აკეთებს ჩემთანაც? ანუ, პირში მიღიმის, ვუყვარვარ და ვევასები და ზურგს უკან კი ვიღაცასთან განმიხილავს, რა საშინელი ვარ?

ამიტომ ვარ ასეთი! არ მომწონხარ? პირდაპირ გეუბნები, არ დაგიწყებ პირში ფერებას.  ჯასთ ზრდილობის გამო გაგიღიმებ ხოლმე, თუ ერთად მოვხვდებით სადმე, მაგრამ ამ ღიმილსა და გამარჯობას იქით ურთიერთობას არ წავიყვან.

ძალინ გთხოვთ, თუ არ გევასებით, ნუ იურთიერთებთ რა ჩემთან. მირჩევნია 2 მეგობარი მყავდეს და 2–ვეს ბოლომდე ვნდობოდე და პირში მითხრან, რა საზიზღარი ხასიათი მაქვს, ვიდრე 180, იქიდან 178 გულში მიხუტებდეს ჩემი გენიოსობის გამო და ამ დროს ზურგს უკან მიწასთან მასწორებდეს!

სულ ეს იყო დღეისათვის.

თუ მიხვდება, ვისზეცაა საუბარი, ძალიან ვთხოვ ნუღარ ითამაშებს საყვარელი, გულუბრყვილო, მხიარული გოგონას როლს. არც მომწეროს არაფერი საერთოდ!

Advertisements

27 thoughts on “აფერისტი

  1. chems gulshi ijeqi..ra didi siamovnebit avdgebodi da vetyodi rom yvelapers vxvdebi da yvelaperi vici da araa sachiro gulubryvilo gogonas rolis tamashi.ar uxdeba da imitom!!!! magizianebs es yvelaperi!!
    raxanc arapers vambob ar nishnavs imas rom araperi vici!!

    shengan ra minda ras gerchi mara posti gulze momxvda,dzalian var gabrazebuli da natkeni da imitom….

    Like

    • ჰოდა , ნუ შეინახავ. უთხარი ყველაფერი 🙂 თორემ მომავალში კიდევ რამე სისულელეს გააკეთებს. ისიც დაემატება და უარესი იქნება…

      Like

  2. Greetings. I really did some trap surfing and organize this blog. I indisputable next to something like a collapse of this blog ask for up and it is in point of fact incredible.I patently genuinely enjoy your website.Perfectly, the chunk of posting is in guarantee the very finest on this genuinely quality though subject. I added it and im hunting ahead to your upcoming site reports. I also observed that your website has some select connecting completed to it. I pleasure correct aside from irritate hold of your rss feed to stay informed of any revisions. Wonderful facts you received right here.Delight look after revise on your fantastic

    Like

  3. გულს ნუ გაიტეხ 89% მასეა დღეს. უბრალოდ მათზე ფიქრით შენვე ზარალდები ხოლო ადამიანი მეგობარი ჯერ ჭირში გამოცადეო და მერე ლხინშიო. მნიშვნელობა არ აქვს შეყვარებული იქნება თუ მეგობარი გოგო ან სხვა ვინმე. შეყვარებულთან ხაზგასმით მინდა ვთქვა ჯერ მეგობრობა უნდა გაკავშირებდეთ სანამ სიყვარულში გადაზდით.

    Like

    • რა შუაშია შეყვარებული… რიგითი მეგობრების აფერისტობაზეა ხაზგასმა.. თუმცა, გეთანხმები, შეყვარებულთან სიყვარულის გარდა მეგობრობა უნდა გაკავშირებდეს 🙂

      Like

  4. შენც ამოგასხა ხო??? ამას წინათ კიარადა, რამდენიმე დღის წინ დავწერე მსგავსი პუბლიცისტიკა. :დ და მიხვდა ვინც უნდა მიმხვდარიყო. ეგრე. კაია.. ვერ ვიტან აფერისტებს!

    Like

    • ვისთვისაც დავწერ, ის მინც ვერ მიხვდა.. ტაკ შტო, აზრი არ ჰქონდა ))

      Like

  5. საშინლად ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს, ამიტომ თუკი გავიგე, რომ თუნდაც ჩემი ყველაზე ალხო ადამიანი რამე მსგვას აკეთებს მაშჳნვე დავემშვიდობები 🙂 ჯობს მარტო იყო მართლა ვიდრე ვერავის ენდობოდე

    Like

  6. აფერისტობაც და ბევრად უარესი თვისებები არსებობს ადამიანებში, რასაც ვერსად წაუხვალ და ვერც დაემალები. აზრიც არ აქვს თავი შორს დაიჭირო 😦 სამწუხაროა, მაგრამ ამას უკვე შევეგუე.

    Like

    • მე არ შევეგუები. უბრალოდ არ მექნება მასეთებთან ურთიერთობა და მორჩა

      Like

  7. საშინელებაა, როდესაც გაქვს ადამიანთან ურთიერთობა და ზუსტად არ იცი ის შენზე რას ფიქრობს, მართლა დადებითადაა განწყობილი თუ გეაფერისტება 😦

    Like

    • მე ყოველთვის ვგრძნობ, რას ფიქრობს ადამიანი ჩემზე :))) მეექვსე გრძნობა მაქვს განვითარებული, მგონი 🙂

      Like

  8. მე ვერ ვაპატიებდი მაგ კითხვაზე რომ ღალატს ეპასუხა 😦 ვერ ვიტან ზედმეტად ბანალურ ხალხს, რომლებიც პანტაზიას მოკლებულები არიან..

    პოსტი მომეწონა 🙂

    ძალინ გთხოვთ, თუ არ გევასებით, ნუ იურთიერთებთ რა ჩემთან. მირჩევნია 2 მეგობარი მყავდეს და 2–ვეს ბოლომდე ვნდობოდე და პირში მითხრან, რა საზიზღარი ხასიათი მაქვს, ვიდრე 180, იქიდან 178 გულში მიხუტებდეს ჩემი გენიოსობის გამო და ამ დროს ზურგს უკან მიწასთან მასწორებდეს! <<<<<<< ვიზიარებ შენს მოსაზრებას

    Like

  9. აა, კნუტ, არ მესიამონა.. კბილი მეც გამკრა შენმა პოსტმა.. 😀
    ხანდახან მე მჩვევია ხოლმე თვალთმაქცობა, ნუ პირფერობა რა.. ჰო, ვაღიარებ.. რომ ვუფიქრდები, თუ რატომ მოვიქეცი ასე და მართლა ტრაკი ავულოკე, პასუხს ვერასდროს ვერ ვიღებ.. ადრე უფრო სხვანაირი ვიყავი, ზედმეტი წარმოდგენაც თამაშობდა როლს და არ არსებობდა პირფერობა და მაგისთანები.. ახლა.. არ ვიცი, რაში უნდა მჭირდებოდეს ვიღაცასთან თვალთქმაქცობა, მაგრამ ფაქტია, რომ ათასში ერთხელ მაინც ვუშვებ ამდაგვარ შეცდომას..

    Like

    • ეცადე, გამოსწორდე 🙂 თორემ დაკარგავ მეგობრებს.

      Like

  10. დიახ, გარანტია იმისა რომ შენც არ გაგიკეთებს იგივეს, არ არსებობს

    Like

    • ჰოდა, მაგიტომაც ვემშვიდობები ხოლმე მსგავს ხალხს 🙂

      Like

  11. ჰო, კარგი. აღარ ვითამაშებ საყვარელი, გულუბყვილო, მხიარული გოგონას როლს :/

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s