FaceBook-მა რა ჰქმნა?!

ახლა 20 თებერვალია, 2011 წელი, დრო: 00.36 …

 

სახლში ვარ, ვწევარ ჩემს პატარა, თბილ ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს, ვუსმენ ბითლზებს და ამ სისულელეს ვკრეფ ვორდში, რადგან ინტერნეტი არ მაქვს ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე 😐 ინტერნეტის კაბელი გამიწყდა, როგორც ხშირად მემართება ხოლმე და გადავწყვიტე ისევ თავად შემეკეთებინა. ვითხოვე ჯეკმეიკერი, ვიყიდე 2 ცალი ჯეკი.. დავჯეკე კიდეც, მაგრამ, უკაცრავად ამ სიტყვებზე და ჩემი ფეხები… არაფერიც არ მოხდა. ინეტი არ ჩაირთო 😦 ისიც არ ვიცი, როდის მეღირსება ხელოსნის გამოძახება.  😀 მოკლედ, დამერხა…

 

გუშინ ამ დროს კლუბ თუსაიდში ვიყავი 50–მდე სხვა ბლოგერთან ერთად და ალბათ, ვცეკვავდი (რადგან მთელი საღამო ცეკვის მეტი არაფერი მიკეთებია 😀 ) უუუუკარგესი საღამო იყო ^_^ დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრმა დაწერა პოსტი წუხანდელ ღამეზე, მაგრამ რადგან მე გამოვეთიშე ჩემს სამყაროს უინტერნეტობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს პოსტიც ცოტა მოგვიანებით იხილავს ვორდპრესის დეშბოარდს.

 

ჰოდა, მოკლედ, TBC-იმ რომ ამ კრებულის გამოცემაზე ბევრი გვაწვალა, ალბათ გახსოვთ. მე არ დამიწერია პოსტი, ჩემი სიზამრაციდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლოა სხვებთან წაიკითხეთ, როგორ გვაბითურებდნენ მონური ხელშეკრულებით და შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ იურისტებს უვიცობა 😐 ნუ , ასე იყო თუ ისე, კრებულმა მზის შუქი მაინც იხილა, გამოიცა და გუშინდელმა არაჩვეულებრივმა პრეზენტაციამ მე პირადად, ყველა წყენა დამავიწყა 😀 :ტორტითა და ცეკვებით მოსყიდული ბლოგერი:  😀

მე, ადო, ნიკოლო

 

ჩემი თუსაიდში მოხვედრა თავიდან ბოლომდე დოდკას დამსახურება იყო და კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის ^_^ ჩემები, როგორც ყოველთვის, არ გამიშვებდნენ (როგორც ბოგ–ის კარაოკე გამომატოვებინეს 😐 ), ჰოდა დოდკამ ცოდო ხარო, ითავა, დარეკა ჩემთან TBC–ის სახელით და ჩემებმაც გამიშვეს.

 

საღამოზე იყო ბევრი თამაშები (ერთ–ერთში სათამაშო მიკროფონიც მოვიგე, სხვათაშორის :D), დოდკა და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მსახიობი პოლიკა წამყვანებად, ბევრი ძალიან კარგი ადამიანი,  ბევრი სასმელი, სასმელითვე გამოწვეული ბევრი ზასაობა ( მე არაფერი მიმაიმუნია , დედას გეფიცებით ^_^ ),  ბევრი ცეკვა, და ა.შ.

 

მიკროფონი მოვიგე 😀

ცეკვის მეტი არაფერი მიკეთებია მართლა 😀 ყველა რომ ჯდებოდა, მე მაშინაც მივბოდიალებდი საცეკვაოდ და ბოლოს სარკეში საკუთარ გამოსახულებასღა ვეცეკვებოდი და ამით  ყველაზე კარგად ვერთობდი 😀 შესაბამისად, გამოვტოვე ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც მეორე დღეს ანამ და სიყვარულოვნამ ჩამაბარეს ანგარიში და მე გაოცებული ვისმენდი, სად ვიყავი მთელი ამ ამბების დროს–მეთქი 😀

 

^_^

მოვრთე ტორტიც ^_^ Knuti მივაწერე, ყვავილები დავასვი და ბონი–ბონის მსგავსი რაღაც კამფეტებიც დავაყარე 😀 ტორტის მორთვამ შეიწირა ჩემი კაბა (ამოვსვარე კრემში), რატომღაც კალგოტკაც (არ ვიცი რამ გახია) და ჩემი რეპუტაცია (საბოლოოდ მომნათლეს ღორმუცელად 😀 ).

 

ჩვენი მორთული ტორტი ❤

საღამოს კარგი დასასრულიც ჰქონდა. თოვდა ❤ მე და ნიკამ კი ბევრი ვიბოდიალეთ თოვაში… ნიკას ვეუბნებოდი, რა ჯანდაბაა, თოვს, ღამეა, რომანტიულ განწყობაზე ვარ და ნეტავ ნიკა არ იყო–მეთქი 😀 აშკარად სხვა მჭირდებოდა იმ წუთას გვერდით რომანტიული განწყობის შესავსებად 😀

 

ჰეფი ნიუ იარ კი არა და… ბევრი მსავსი საღამო გვქონოდეს ძვირფასებო 🙂

 

Advertisements

12 thoughts on “FaceBook-მა რა ჰქმნა?!

    • ეს პოსტი კრიტიკულ რეჟიმშ ავკრიფე, უფრო სწორად, ორდში წინასწარ აკრეფილი დავაკოპირე, როგორც კი კომპთამ მოვხვდი უინტერნეტო0ბის გამო. ასე როომ, როცა ნეტი მექნება, დაგლინკავთ

      Like

  1. სიტყვა “ნიკას” ქვეშ დალინკვა დაგეზარა?! :ბუზღუნა სმაილი: და ვაბშეტა მეც სხვა მერჩია შენს ადგილას თოვლში და რომან`წიკაში :>

    Like

  2. რა კარგია მე რო არ დამპატიჟეს მანდ თორე ხო წამოვიდოდი და ტვინი მომეიმასქნებოდა?!
    ისეთები ჩაგიტარებიათ, მაგათ ადგილას, ეგეთ ივენთს მეორედ აღარ მოგიწყობდით…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s