ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში…

ის პერიოდია, ცნობილ ქართულ გამოთქმას დავუჯერო და მახათის ძებნა დავიწყო. სხვა რა უნდა აკეთოს სტუდენტმა, რომელსაც სწავლა, ქსეროქსები და გამოცდები მოენატრება?

ყველაზე უარეს შემთხვევაში ბლოგერულ თაგ–თამაშს უნდა აჰყვეს და წერა დაიწყოს 🙂

ეს თაგ–იზმი ქილიფამ წამოიწყო ალუკარდის თხოვნით და მე  SUN–დრომ გადმომცა ესტაფეტა 🙂 ახლა ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ, რა მინახავს საინტერესო და სასიამოვნო ცხოვრებაში? ხომ არ მივაფურთხო ამ თამაშსაც, როგორც სხვა უმრავლესობისთვის მიქნია,  გადავდო პოსტის დაწერა და დაველოდო რეალურისა და ღირებულის ნახვას?

ვიქექები ჩემს საშინელ მახსოვრობაში …. ნუ, მოკლედ, რა აღარ მინახავს ჩემი 19 წლიანი ცხოვრების მანძილზე:

  • გვირილების დიიიდი მინდორი მინახავს მე…

  • ტყე მინახავს მე… ბალახზე გდებისას ლურჯი ცა მინახავს და ჩამიხუტებია.. ჰო კიდევ, ციყვი მინახავს ჩემს თავს ზემოთ ხეზე და მისი ნაჭამი გირჩებიც მომხვედრია თავში 😀
  • ეკლესიის კედელზე გამოსახული ღვთისმშობელი მინახავს : )
  • აგვისტოს ომის დროს მთებში დამალული ბიჭები მინახავს და მერე იგივე ბიჭები სუფრასთან, ღვინით სავსე ფიალით ხელში, სამშობლოს სადღეგრძელოს თქმისას მინახავს…
  • აი ეს მინახავს მე… თქვენი არ ვიცი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

  • სხვის ზურგს ამოფარებულს მზის ჩასვლა მინახავს…
  • გულის ფორმის ქვა მინახავს… ვის გაგიქვავდათ?

ვთაგავ სიყვარულოვნას, ნიკოლოს და ჭინკას 🙂 ველი საინტერესო პოსტებს… ჩემსაზე საინტერესოს. მოგეხსენებათ ჩემი საშინელი მახსოვრობის ამბავი და შემინდეთ ეს ცოდვა 😀

Advertisements

19 thoughts on “ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში…

  1. მე გამიქვავდა,მე ! სულ მაგას მეუბნებიან გულქვა ხარო

    Like

  2. ძალიან ძალიან კარგი პოსტია. და ძალიან მაგარი ბლოგია. ძალიან მომეწონა

    Like

  3. აგვისტოს ომის დროს მთებში დამალული ბიჭები მინახავს და მერე იგივე ბიჭები სუფრასთან, ღვინით სავსე ფიალით ხელში, სამშობლოს სადღეგრძელოს თქმისას მინახავს…

    😐

    Like

  4. ბედნიერო, გვირილების მინდორი და ტყე და საერთოდ.. რამდენი კარგი რამე გინახავს 🙂

    Like

  5. მეც მინდა რამე მსგავსის დაწერა, მაგრამ იმდენად მეზარება დაფიქრება რა მინახავს, დასაწერად ღირებული რომ იყოოს… :დ
    კიარადა ბევრია ეგეთი, მაგრამ ვერ დვწერ :დ

    Like

    • უი დათაგვა დამავიწყდა. ახლა ჩავასწორებ, დაგთაგავ და დაწერე ^_^

      Like

      • უი :დ წინა კომენტარი ანას ეკუთვნოდა ^^ და–ლოგაუთ–ება ვერ ისწავლა რა :დ

        ხო და გვირილებით სვსე მინდორი მეც მინახავს ^^ კიდე ექოზე ბავშვიც მინახავს ^^

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s