მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თანამედროვე ქალის განუყრელი ატრიბუტია (მაგრამ, არა ჩემი :D, ვერ ვმეგობრობ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელტან) თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი შექმნის ისტორია, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.

 

თურმე, ყველაზე სექსუალურად წითელ ლანჩიანი ფეხსაცმელი ითვლება

ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე. 😀 სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას. მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა“ და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.

 

ეკატრინე მედიჩის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემქნის იდეას მიაწერენ, თუმცა მიიჩნევა, რომ რომ ქუსლის პროტოტიპი საფრანგეთში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროისთვის ფეხსაცმლის ხელოსნები საცხენოსნო ფეხსაცმელს პატარა ქუსლს უკეთებდნენ, რაც ცხენზე ჯდომას უფრო კომფორტულს ხდიდა. ვინაიდან საფრანგეთში ცხენზე ჯირითი კაცების პრივილეგია იყო, პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც სწორედ მათთვის შეიქმნა. საუკუნის შემდეგ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი მამაკაცებისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ხმარებაშიც გავრცელდა. იმ დროისათვის მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6-8 სანტიმეტრს აღწევდა. 

 

არავინ დავობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ბევრად ქალურს, მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის. თუმცა, არის კიდევ რამოდენიმე შეუმჩნეველი მიზეზი, რის გამოც ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას:

 

  • ქუსლი ქალს სიმაღლეს მატებს.
  • კარგად არჩეული ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს.
  • მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი ძალაუნებურად გამართული დადის.
  • რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით პატარაა ნაბიჯი, რაც სიარულის მანერას უფრო ქალურს ხდის.
  • მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი იძლებულია შეინარჩუნოს წონასწორობა, რაც ძალაუნებურად იწვევს თეძოების მაცდუნებელ მოძრაობას.

 

ძალიან მომწონს

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის უარყოფით მხარეებზეც ხშირად საუბრობენ. მაგალითად მოჰყავთ სტატისტიკა, რომ ქალებს დახლოებით 4–ჯერ მეტი პრობლემა ექმნებათ ფეხებზე, ვიდრე მამაკაცებს. ბრტყელძირიან ფეხსაცმელზე სიარულისას ადამიანის სხეულის მთელი წონა თანაბრად ნაწილდება ტერფზე და არ იწვევს მისი რომელიმე ნაწილის ზედმეტად გადატვირთვას. როდესაც ჩვენ ქუსლს გარკვეულ სიმაღლეზე ვანთავსებთ, ფეხის თითები დიდ დაწოლას განიცდიან. დამტკიცებულია, რომ 2-3 სანტიმეტრიან ქუსლებზე დადგომითაც კი ფეხის თითებზე დაწოლა 22%-ით იზრდება. ხოლო როდესაც ქუსლის სიმაღლე 6-7 სანტიმეტრს აღწევს, დაწოლა ორმაგდება. ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებენ ტერფის ძვლები ასეთ დატვირთვას. მაღალმა ქუსლმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი უსიამოვნებები: გამაგრებები, სოკოვანი დაავადებები, ფეხის თითების გამსხვილება, ტერფის ფარული ბზარები, მუხლის ართრიტი და ა.შ.

მიუხედავად მედიკოსების მსგავსი პროგნოზებისა, ძნელი იქნება მსოფლიოს ქალებს აზრი შეაცვლევინონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელზე, რადგან ქალი მაღალ ქუსლზე უფრო თავდაჯერებულად, ქალურად და სექსუალურად გრძნობს თავს.

აქვე, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ:

  • ახლო აღმოსავლეთში ქუსლები ფეხსაცმელს იმისათვის დაუმატეს, რომ ფეხი მწველი ქვიშისგან უფრო უკეთ დაეცვათ
  • მე–16 მე–17 საუკუნის ევროპაში ფეხსაცმლის ქუსლი ყოველთვის წითელი იყო.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას 12 წლის ასაკში იწყებენ და დაახლოებით 63 წლის ასაამდე ატარებენ.
  • ფილიპინების ყოფილი პირველი ლედის, იმელდა მარკოს, საკუთრებაში 1200 წყვილი ფეხსაცმელია.
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის  გაფეტიშებას ალტოკაციფილიას უწოდებენ.
  • გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 155 სმ–ის სიმაღლისაა.

 

 

რაც არ უნდა ვთქვა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის საქებრად, მაინც ვერასდროს ვიხმარ კარგად. რა ვქნა, მაწუხებს, მალე ვიღლები ქუსლებზე დგომისას და ყოველთვის ვცდილობ უფრო კომფორტულად მეცვას. თუმცა, რა თქმა უნდა, მეც მიწევს ხოლმე ქალურად ჩაცმა და შესაბისად ქუსლებზე “ამხედრებაც ” 😀  გიყვართ თუ არა, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს 1 მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ექსტრემალური შემთხვევებისათვის 🙂

 

ყველაზე მეტად ესენი მომწონს ❤
Advertisements

31 thoughts on “მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

  1. მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, ოღონდ არა ჩემზე 🙂 ბიჭთა უმეტესობაც, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ვამბობ, მაღალ სუქლებზე შემდგარ გოგონებს არჩევს :დ

    Like

  2. უპირატესობას მეც დაბალძირიან ფეხსაცმელს ვანიჭებ, თუმცა ქუსლზე სიარულიც ვიცი..

    იყო პერიოდი, როცა 10-12 სანტიმეტრიანი ქუსლით უპრობლემოდ დავდიოდი..
    ახლა, მაქსიმუმ, 5-7 სმ.

    თუ სარბენი გაქვს, ქუსლიანი ცოტა მოუხერხებელია..
    ისე, ამ ბოლო დროს, მოვუმატე ქუსლიანითა და კაბებით სიარულს..

    Like

  3. დედაჩემის ფეხსაცმელებით რომ გავდი–გამოვდიოდი ხოლმე სარკის წინ რა დამავიწყებს :დ მაგისთვის მინდოდა გაზრდა რომ ძუძუები ამომსვლოდა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მეტარებინა :დ

    Like

  4. მთელი ცხოვრება ქუსლებზე დავდივარ, მინ.7 სანტიმეტრი, დაბლებზე კიდე, ბოტასებში და კეტებში დიდხანს სიარულისას ფეხები მეღლება. აი მასეთი უკუღმართი ვარ, ადერ სიმაღლის კომპლექსი მქონდა , ახლა კიდ უბრალოდ მივეჩვიე. არდა მანჩ ძალინა სასარგებლო და ასფიქრალი ინფორმაცია კი მოგვაწოდე :*

    Like

    • შენ იმსიმაღლე ხარ, მაღლებზე რომ ჩაიცვა, ნამდვილი გულივერი იქნები 😀
      მე მტუქსავს ხოლმე დაქალი მაღლები რომ მაცვია და შენს გვერდით ვინრა გაივლის 😀

      Like

  5. მე პირიქით, ექსტრემალური შემთხვევებისთვის მხოლოდ 1 კედი მაქვს ;პ
    სკოლის მერე დავიწყე და ხომ ვეღარ ჩამოვედი… კლასიკურ და სპორტულ ტანსაცმელზეც მაღალქუსლიანი მირჩევნია.

    Like

  6. მიუხედავად იმისა რომ 15 წლის ვარ, მიყვარს ქუსლებზე “ამხედრება”.
    რა თქმა უნდა ყოველდღიურად არ ვიყენებ, მაგრამ დაბადების დღეებზე თითქმის სულ მაცვია და არც ვიღლები

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s