შინაპატიმრობა

4 დღეა სახლიდან ცხვირი არ გამიყვია. რაღაც მიზეზების გამო საკუთარ თავს  შინაპატიმრობა მივუსაჯე. ნუ, მე რომ არ მიმესაჯა, დედაჩემი მომისჯიდა 😀 ვზივარ ჩემთვის ჩუმად, მუხლებზე ლეპტოპით და გვერდით ცხელი ჩაით სავსე ჭიქით 😀

 

მაცივარი და კნუტი ღამით ^_^

 

 

სახლშ ჩაკეტვის მიზეზები პირადული და ოჯახურია, შესაბამისად, აქ არ დავწერ. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ხანდახან თავს კონტროლს ვერ ვუწევ, არ ვუკვირდები რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს საქციელს, ნათქვამს და ემოციას ბოლომდე ვხარჯავ. ხშირად, სხვების წყენის ხარჯზეც…. თუმცა, რომ ვთქვა ამჯერად ვნანობ–მეთქი, მოგატყუებთ, რაც დაიმსახურა, ის მიიღო!!

 

იმდენად მივეჩვიე შინ ჯდომას და სიჩუმეს, რომ დღეს პერანგიც კი არ გამიხდია. დილით ავდექი, წყალი გადავივლე , ისევ პერანგი ჩავიცვი, ზემოდან ხალათი და მთელი დღეა ასე დავბოდიალობ. ახლა ხალათს გავიხდი, დავწვები და სულ ეგაა 😐

 

დედაჩემი გაბუტულია. ნუ, დედაჩემი მუდმივად გაბუტულია, მაგას მივეჩვიე უკვე 😀 ხან მიზეზით, ხან უმიზეზოდ… ამჯერად მიზეზით. ჰოდა, მეც ვამჯობინებ ჩუმად ჯდომას… გარეთ რომც მიშვებდნენ, გზის ფულის დედაჩემისთვსი თხოვნას აზრი არ აქვს და ვზივარ ასე 😀 ისევ მწვავედ ვგრძნობ სამუშაოს და საკუთარი შემოსავლის აუცილებლობას. კრიტიკული დღეები მეორდება.

 

იმედია, მალე გადამივლის სახლში ჩაკეტვის სურვილი, თორემ დღეს ვოცნებობდი გრიპი მაინც დამემართოს–მეთქი. სახლში ჯდომის რეალური მიზეზი მექნებოდა 😀

Advertisements

9 thoughts on “შინაპატიმრობა

  1. არა უშავს…
    არის პერიოდები, როცა სახლში ასეთი შინაპატიმრობა შინაგანი აუცილებლობაა …
    ცოტა ხანში თავშიც ყველაფერი დაგილაგდება, აზრები მოიკრიბება, დედასაც გადაუვილს და ასე დაწყნარებული და ბედნიერი გამოხვალ სახლიდან 🙂
    მანამდე კი ჩაი და ღამის პერანგი გამოიყენე კარგად ფიქრისთვის 🙂 🙂
    :მე მიყვარს ჩემი პიჟამა და მასში მოსული აზრები: ❤ 🙂

    Like

  2. ვერ წარმოიდგენ, როგორ მესმის… და ისა… ასეთ პრეიოდში ფული პიანინოზე მხვდება ხოლმე… 🙂 საქმეს ვერ დავაღალატებ. 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s