მობილური სიყვარული

Miyvarxar…– SMS-ს სინათლის სიჩქარით ვკრეფ ჩემს დამტვრეულ მობილურზე და პასუხს სუნთქვაშეკრული ველოდები…

 

გადის 30 წამი, 31, 32…. „რად უნდა 1 SMS–ის აკრეფას ამდენი ხანი?“– ვბრაზობ ჩემთვის და მობილურის ეკრანს ჩაქრობას არ ვაცდი. „იქნებ SMS-ის მოსვლა გამომეპარა?“ მერე ზარს ვუშვებ მამაჩემის ტელეფონზე, რომელიც იქვე მიდევს. ვამოწმებ, –„იქნებ სწორედ ახლა გაფუჭდეს ჩემი საწყალი ტელეფონი? თან ისე, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი SMS გამომაპაროს…“ 

 

„არადა, რას ვერჩი? სამი წელია „მუხლჩაუხრელად“, არა, ეკრანჩაუქრობლად მემსახურება.“ დანანებით დავხედე უღალატო მობილურს. ცვლილებები მხოლოდ ტელეფონის კორპუსს ეტყობა, ნუ, ღილაკებსაც 🙂 რამოდენიმე ისეთი ჩავარდნილია, ასოების აკრეფა მიჭირს და ვცდილობ გრძელი SMS–ების წერისაგან თავი შევიკავო.

 

77, 78…

„პირადად თქმისათვის ძალა არ მეყო. არც ძალა და არც გამბედაობა. თანაც, მე ხომ გოგო ვარ. როდის იყო გოგოები სიყვარულს უხსნიდნენ ბიჭებს? არ დამიწყოთ ახლა  21–ე საუკუნეაო, აქტიურები არიან ქალებიო… მე ასე ვთვლი და მორჩა!“

93, 94, 95…

„ჯანდაბა, მართლაც და რად უნდა ამდენი ხანი? უბრალოდ მომწეროს, რომ გავგიჟდი, რომ ზედმეტის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, რომ არასწორად გავიგე მისი ქცევები, ყურადღება, სითბო… სადაცაა გული გამისკდება.“

 

107, 108, 109….

„იქნებ მართლა ვიჩქარე? აბა რატომ დუმს ახლა? ალბათ, უჭირს ამიხსნას, რომ მე პატარა ბავშვი ვარ მასთან შედარებით, რომ … რამდენი „რომ“ შეიძლება ჩამოვთვალო…“ მობილურის ეკრანზე ხელი ხელს ართმევს, ვერც შევნიშნე, ისე გამითიშავს ნერვიულობისაგან… „ჯანდაბა, იქნებ ამასობაში SMS მოვიდეს? ან დარეკოს? მე კი ტელეფონი გავუთიშე“– უარესად ავნერვიულდი.

 

132, 133, 134…

მობილურის ეკრანს გაფაციცებით დავცქერი,შავ–თეთრი ტელეფონის ეკრანი მწვანედ ანთია… SMS–ია… გახსნისთვის გამბედაობის უკანასკნელი ნაგლეჯების მოკრება დამჭირდა

 

„Tqma damaswari. Mapatie, rom me ver gavbede. Miyvarxar!“

 

გავთბი… ზოგჯერ, დამტვრეულ მობილურსაც როგორ შეუძლია ცხოვრების შემობრუნება…

 

გაღიმებული გაორმაგებული სინათლის სიჩქარით ვიწყებ პასუხის წერას…

ეს მოთხრობა–ჩანახატი ჩემი ნებით არ დამიწერია. რაღაც კონკურსისთვის დავწერე. წესებში ნათქვამი იყო:

მთავარია ნამუშევარში ფიგურირებდეს მობილური და სიყვარული ♥ ერთად, ან ცალ-ცალკე.

 

Advertisements

16 thoughts on “მობილური სიყვარული

  1. ჩანახატი კარგია, მაგრამ ცუდად რომ მთავრდებოდეს უფრო მომეწონებოდა. რა ჰქვია იმას, ერთი სარაინდო მობილურ სიყვარულზე რომანი არ უნდა გვქონდეს? 😀

    მე მინახია ბიჭების პატარა წიგნაკები, პირველ ხაზზე დიდი ასოებით ეწერა “სმსები”, ქვემოთ კი დაახლოებით ასე გრძელდებოდა: ტკივილამდე მენატრები… ისე მიყვარხარ როგორც მაწონი და ა.შ. საბედნიერობ კარგად აღარ მახსოვს. ანუ, იმის თქმა მინდა, წინასწარ გამზადებული სასიყვარულო სმსებს აგროვებდნენ. ხუმრობით სმს პოეზიას ვეძახდი. 😀

    Like

    • მე გოგოების მინახია 😀 ჩემს კლასელს ჰქონდა ხოლმე,მახსოვს მსგავსი ლექსებით რვეულები სავსე 😀

      ისე ჰო, ცუდი დასასრული მეტ ტრაგიზმს შესძენდა, მაგრამ ბანალური სიყვარულის ისტორია მინდოდა და ასე იმიტომ დავასრულე 😛

      Like

  2. ჩემი თავი გამახსენდა.
    ცუდად მაგონდება ეგ დრო.
    გამალებით მიცემდა ხოლმე გული, ბოლოს ისეთი სასიამოვნო იყო მესიჯის ხმა.. ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s