საუბარი საკუთარ თავთან

–5 წუთიც და ავდგეთ რა…

–ცივა ჯერ…კიდევ 7 წუთიც და მერე ამოვბობღდეთ წყლიდან.

–რამდენ ხანს შეიკავებ სუნთქვას?

–ჩვეულებრივ?

–მასე ადრეც გვითამაშია, წყლის ქვეშ სცადე.

–რომ დავიხრჩო?

–დიდი ამბავი. და თანაც მე აქ ვარ, ვცადოთ რა… 

დიდი ძალისხმევით ვცდილობ დავძლიო წყლის შიში და ტანთან ერთად სახეც დავფარო თბილი წყლით… ისედაც საათზე მეტია წყალში ვნებივრობ.  წყალი ნიკაპამდე მწვდება, ლოყებზე.. ყურის ბიბილოების დაფარვასთან ერთად პანიკის შეტევაც მეწყება.

ჯანდაბა.

–მშიშარა ხარ.

–ვიცი, არაა საჭირო შეხსენება.

–მშშარა, მშიშარა, მშიშარა, –ყვირილს იწყებს მეორე მე.

–მკიდია შენი აზრი მაინც, გეყო. ხომ ხედავ,აქედანაც კი ვერ ამაგდე.

–ეგდე, მეც მსიამოვნებს წყალში წოლა.

–ფიქრიც?

–ჰო… და ბოლო–ბოლო რა გადაწყვიტე?

–მგონი ჯობს ისე განვაგრძო, როგორც ვიქცეოდი… იგნორირება საუკეთესო გამოსავალა ყოველთვის. მერე თვითონვე ბეზრდებათ ხოლმე და მიდიან.

–ხომ იცი, ზოგიერთზე ეგ არ ჭრის.

– იმ ზოგიერთსაც მოევლება… მთავრი რაც (ვინც) იყო, მივხედეთ მათ უკვე.  ბლოგზე რა დავწერო ის მითხარი შენ.

–ეს არ დაწერო! ისედაც მთელი პირადი ცხოვრება გაქვს ბლოგზე გამოფენილი. დაგავიწყდა? წინაზე 4–ივემ რო მოგწერა, ჩემზე წერდიო? 😀 ლოლ, კაიფი კი იყო ისე…

–ჰო, კარგად ვიხალისეთ 😀 იყო დრო, მხოლოდ ერთისთვის ვწერდი… ახლა დაე, ყველას ეგონოს, რომ რომეიმე პოსტში თავად მოიაზრება.

–მაინც არ დაწერო, მაგრამ ხომ გიცნობ? თან დღეს რომ დასქრინე …

–რა? ეს?


-ჰო.

–რა მოხდა მერე, ისედაც დიდ ხანს ეყენა ტყუილად.

–სხვებს რას ურჩევ ნეტავ, საკუთარი პირადისთვის ვერ მიგიხედავს.

–შენ შეგონებებს მოეშვი რა, ისედაც ნერვებს მიშლი უკვე. აქ იმიტომ ვწევარ, რომ დავისვენო. შემგონებებლად დედაჩემ–დედიაჩემის ტანდემიც მეყოფა.

– მე კი მოგეშვები, მაგრამ ვინღა დაგრჩება? ისედაც ყველასგან ჩამოშორებას ცდილობ სულ.

–ყალბ ურთიერთობებს მარტოობა სჯობს, ძვირფასო.

–როდიდან ეს ბრძნული ფრაზები?

– და როდის მაკლდა?

–ეგ კი არა და… ბლოგზე არ დაწერო, მართლა… არასასურველი პიროვნებები ნახავენ.

–მკიდია, ნახონ.

–ისიც გკიდია, რომ გაუხარდებათ?

–ჰო,.. ისე ცალკე ანონიმური ბლოგის გაკეთება კარგი იდეა იყო. სადაც მხოლოდ მსგავსი საწუწუნო პოსტებისთვის შევიდოდი. ხომ არ მოვიფიქრო რამე? რას იტყვი?

–მაინც დაგეზარება, ხომ იცი. და თანაც, ვინ წაიკითხავს ანონიმურს? ვიღაცის პირადი ცხოვრება მხოლოდ მაშინაა საინტერესო თუ იცი ვისი პირადი ცხოვრებაა. ვიღაც ანონიმის დეპრესიული პოსტების საკიტხავად ნამდვილად არავინ შემოვა, თუნდაც საინტერესოდ წერდე.

–ეგეც მართალია. პირადად მეც მხოლოდ მაშინ ვხსნი პირად გვერდებს, როცა ვიღაცის პირადული მაინტერესებს …~

–ჭორიკანა შენ 😀

-რა მოხდა მერე? ყველა ქალი ბუნებით ცოტა ჭორიკანაა…

-აღარ აეთრევი?  გაგიტკბა წყალი, სითბო, და მედუზა გორგონასავით გაშლილი საკუთარი თმა 🙂

–ლამაზია, რას ერჩი…. 😦

–არაფერს, მეც მომწონს. ცალკე პოსტი უნდ ამიუძღვნა საკუთარ თმას სანამ შეიჭრი…

–ანუ შენც თვლი რომ უნდა შევიჭრა?

–ჰო. და გეყო თემის შემოგდების მცდელობები, აეთრიე 😀

Advertisements

14 thoughts on “საუბარი საკუთარ თავთან

  1. მე არ შევდივარ ჩემს თავთან კამათში, თორე ალბათ შემომაკვდება. და საერთოდ თანდათან ვხვდები რო ორი ვარ და ის მეორე იმ პირველს ხშირად უშლის ნერვებს:(

    Like

  2. კარგი და ძალიან საინეტრესო პოსტი იყო.
    მომწონხარ, კნუტ , ძალიან.
    კარგი ხარ, შესანიშნავი.
    საინტერესო.
    ერთ-ერთი საუკეტესო პოსტია თავისი უცნაურობით, რაც კი დაგიწერია. ❤

    Like

    • მადლობა , მაცო ❤
      ჰო, ახლა გადავავლე თვალი და მეც კი მეუცნაურა ეს პოსტი 😀

      Like

  3. კაი პოსტი იყოო.. მეც ხშირად ვკამათობ ჩემს თავთან 🙂 მიცუბია კიდეც :დ

    Like

  4. wyali miyvars, პროსტა წელს სიონში რომ ლამის დავიხრჩვე არ ვიმჩნევ და არ ვახმაურებ მაგ ამბავს 😀

    Like

    • მეც ზღვაზე 2–ჯერ ვარ გადარჩენილი დახრჩობას და 1–ხელ მდინარეში… 😀

      Like

  5. წყალი ❤
    მარა რატო გეშინია?
    are you in relationship? with whom?

    პ.ს სხვა ბლოგი? არა არ გინდა, სად გეძებო მერე…

    Like

    • არ ვიცი ნათ, მეშინია,… მაგიტომაც ვერ ვსწავლობ ცურვას…
      no more relationships )) I’m single in the rain ^_^ 😀
      პ.ს. იმიტომ ვაპპირებ სხვას, რომ ვერ მომძებნოთ 😀 მოვაბეზრე ხალხს წუწუნით თავი 😀

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s