რუსთაველ სტუდენტებს დაგვერხა :(

თუ რუსთაველი არ ხარ (და მით უმეტეს, სტუდენტი), ყოველ დღე (ხანდახან დღეში ორჯერაც) არ გიწევს თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრობა,  თუ საკუთარი შემოსავალი  გაქვს და ყოველ დღე ამ სიტყვების თქმა არ გიწევს: “დე, გზის ფული მინდა რა…”, თქვენ ვერ გაიგებთ ამ პოსტის სიმწარეს 😀

ორი დღის წინ რომელიღაც საიტზე ვნახე სტატია, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდებაო. რასაკვირველია, პირველი რუსთავი–თბილისის მარშრუტკები აძვირებენ 😐 ვინც რუსთაველი არ ხართ, ვერ გამიგებთ. აქამდე 1 ლარი ღირდა, ახლა 1,5 ლარის გადახდა მოგვიწევს ნებისმიერ მარშრუტზე და სადაც 1.5–ს ვიხდიდით, იქ ალბათ 2 ლარის 😐 ანუ, ყველაზე პირველებს სტუდენტებს დაგვერხა 😐

ლაშას პოსტი გამახსენდა, ევრუპაში სტუდენტურ ფასდაკლებებზე და გამეცინა 😀 აქ ფასს კი არ გვიკლებენ, გვიმატებენ. მაინც უნდა გადაიხადოთ, სხვა გზა არ გაქვთო, დაგვცინიან 🙂

 

მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზეზად საწვავზე ფასის მატებას ასახელებენ.  არადა, თუ სწორად მახსოვს, საწვავზე ამ ბოლო პერიოდში ფასი არ გაზრდილა.  რას გვიშვება ეს მთავრობა კი არა, თქვე გველებო, სახლში სტუდენტი შვილები არ გყავთ?  o_O

საინტერესოა, ასე თვითნებუად ფასის მატების უფლება აქვთ კი? თუ აქვთ, რატომ აქვთ?

ტფუ. როგორ დავწყვევლო მძღოლები??? ყოველ დღე მაგათ ვუზივარ მანქანაში 😐

 

ააააააააააა……

 

დამერხა 😀

 

უფრო იმიტომ, რომ ახლა იძულებული ვიქნები დეიდაჩემთან გადავსახლდე  თბილისში, რაც დაახლოებით იმის ტოლფასია, აზკაბანში რომ გამომკეტოთ და დემენტორი დამიყენოთ მცველად :შ

OFF!

 

22 thoughts on “რუსთაველ სტუდენტებს დაგვერხა :(

  1. სამწუხაროდ საწვავი გაძვირდა რეგულარი (ყველაზე იაფი რაც არის) 1.92 / 1.98 ღირს და კიდევ გეგმავენ 10 თეთრით გაზრდას 😦

    Like

    • ახალში. ჰო 19 ნომერი ისედაც 1,50 ღირდა. ახლა ალბათ 2 ლარს გახდიან :(( აი მაღლივის სტუდენტებს მართლა მაგრად დაერხათ/

      Like

  2. მოკლედ საოცრად განრისხებული ვარ, და აქცია ხომა რ მოგვეწყო რუსთავის მერიასთან, რუსთაველ სტუდენტებს? თუ ხმას არ ამოვიღებთ მერე 3ს გახდიან

    Like

      • ეჰ , სტუდენტური სამუშაო მაინც იყოს, ყველგან 3 დიპლომის მქონე და 5 წლიანი გამოცდილებით უნდათ,
        უკვე მერიდება ჩემებთან მისვლა და ფულის თხოვნა 😦

        Like

  3. mec რუსთაველი ვარ, და 199ს დავყვები ხოლმე დღეშჳ 3,40 ლარი გზაში მჭირდება, კატასტროფაა 😀 ერთ მოპედს დიდი სიამოვნებით დავითრევდი, თუმცა პეკინის იქით ისე მოძრაობენ შესაძლოა თემქაზე გადამაგდონ

    Like

  4. mec რუსთაველი ვარ, და 199ს დავყვები ხოლმე დღეშჳ 3,40 ლარი გზაში მჭირდება, კატასტროფაა 😀 ერთ მოპედს დიდი სიამოვნებით დავითრევდი, თუმცა პეკინის იქით ისე მოძრაობენ შესაძლოა თემქაზე გადამაგდონ 😀

    Like

  5. ძალიან ცუდია ეს ამბავი. თუმცა თუ დეიდასთან გადასცლა არ გინდა ეს შეიძლება გახდეს ძალიან კარგი მოტივატორი მუშაობის დასაწყებად. მოკლედ როგორც ჩემი საყვარელი ფილმის სათაური გვამცნობ “ზოგი ჭირი მარგებელია”
    ვიცი, რომ ძალიან რთულია დღეს საქართველოში დასაქმება, მაგრამ არ დანებდე კნუტ :*

    Like

    • ჰექს, დავლინკო პოსტები როდიდან ვეძებ სამუშაოს? 😀 უიმედოდ, სამწუხაროდ…. არსად მიმირეს 😀 ყველგან გამოცდილებას იტხოვენ და ერთხელ თუ არ დავიწყე სადმე, გამოცდილება საიდან მექნება? 😀

      Like

      • ვიცი, ვიცი რომ ძალიან დიდხანს 🙂
        მაგრამ როგორც ამბობენ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობაა, უფრო ახლოა მიზანი 🙂
        გოეთეს სიტყვებია მგონი 🙂
        ჰოდა 🙂

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.