LooooooserS

ისეთ ხალხთან მაქვს უკვე ურთიერთობა, საკუთარ თავს ვეგრუზები, ამათთან რა გინდა, როგორ ან რატომ ვურთიერთობ–მეთქი…

მართლა მიკვირს.

რა მაქვს საერთო ამ ლუზერებთან?

ვუყურებ მათ უაზრო ქცევებს და მერე გული მერევა მათზე. იძულებული ვარ ზრდილობის გამო მაინც გავუღიმო და მათ ყველა იდიოტურ ფრაზას არ გავეკიდო, არ მოვიშალო ნერვები… ოღჩ. მართლაც რომ ოღჩ. ვისთან ვარ, რა მინდა…

დიდი ხანია ეს განცდა დამყვება.

მოკლედ რომ მოგიყვეთ, მეც დამოკიდებული ვარ. ნარკოტიკზე არა, მაგრამ არც ნაკლებზე, სოციალურ ქსელებზე. თუმცა საბედნიეროდ არც მათსავით, ახლა რომ ვაპირებ მოყოლას.

სოც ქსელები რითი სუდგმულობს თუ არა გამოშტერებული, ლუზერი, კომპლექსიანი ნაროდით, რომლებიც რეალიზებას მხოლოდ კომპიუტერის ეკრანთან მიმსხდრები ცდილობენ? (საბედნიეროდ ყველას არ ეხება, თუმცა ასეთია 80 %). მაგალითად: გარეგნობის კოპლექსი გაქვს? სიმსუქნე გაწუხებს? ან ცხვირის სიგრძე? ან თუნდაც ლაივში მაგრად გაჩმორებენ და არ იცი ვის გადაუხადო სამაგიერო? გამოსავალი მარტივია: მიეჯაჭვე რომელიმე ფორუმს, იცინიკოსე, ყველა დაამცირე, ყველას დასცინე თუნდაც უმნიშვნელო შეცდომის გამო და შენ მოახერხებ თავის დამალვას.

მეგობრები არ გყავს? აქაც მარტივი გამოსავალია. ინტერნეტით აუცილებლად იპოვი შენნაირ გამოსირებულ , მახინჯ და სახედამუწუკებულ ადამაინს, რომელიც “გაგიგებს”, ისიც ხომ შენნაირი ლუზერია. და ამის მერე “შეკრებაზე” ერთად მყოფნი ეცდებით დამსხვრიოთ ყველა არსებული ჯებირი, წინააღმდეგობა, ბლაბლაბლა და იმისათვის, რომ თქვენნაირ ლუზერებთან შედარებით მაგარი ლუზერი გამოჩნდეთ, ყველა სიტყვას მიაყოლებთ რომელიმე უცენზურო სიტყვას, თავზე დაიმხობთ ყველას და ყველაფერს, თავს უფლებას მისცემთ ბოლომდე აუშვათ თქვენი საცოდავი სექსუალური ფანტაზიები (რომელიც გოგოებთან ზასაობას ვერ გასცდება) და მერე სახლში დაბრუნებულები აუცილებლად იტყვით “მამაო ჩვენოს” დაწოლის წინ… თქვენ ხომ კარგი ლუზერი ხართ, მორწმუნე და თავისხატებზემახათქუნებელი (რა სიტყვა ვშობე? ^_^)

სოც.ლუზერი =))

გადაღებულ ფოტოებს აუცილებლად საგულდაგულოდ დამალავთ, რომ კომპიუტერში ვინმე არ წააწყდეს. სოციალურ ქსელებში დაე იდოს, თქვენ ხომ მაგარი ხართ, იქ ხომ უნდა გამოჩნდეს როგორ გადაზასეთ ერთამენთი შენ და შენმა “დაქალმა”, რომელიც ასევე ინტერნეტით გაიცანი და რომელსაც შენნაირად აწუხებს დაბალი თვითშეფასება და უმრავი კომპლექსი…. ან უფრო უარესად გაქვს საქმე და იქაც კი გრცხვენია საკუთარი თავის გამოჩენა, იქაც კი აღიარებ, რომ სიმახინჯე ხარ :შ

თქვენ არ იცით რამდენჯერ გამცრუებია იმედი. ფორუმზე და საერთოდ ყველა სოც.ქსელის ფოტოებზე ყველა რომ ძლაიან ლამაზი ჩანს… მერე რამოდენიმე ვნახე რეალურდ და სრული FAIL… კატასტროფა. თუმცა ისიც მიკვირს, ამდენ სასწაულს ახდენს ეს ფოტოშოპი? უნდა ვისწავლო მისი გამოყენება, რა…

ყველაზე აღმაშფოთებელი ალბათ ისაა, რომ ეს ხალხი რატომღაც თავს შენზე უკეთესად თვლის, როცა არ ჩანს მისი რეალური სახე რამდენს “გებლატავება”, გაწყენინებს სრულიად უაზროდ და უმიზეზოდ, მხოლოდ საკუთარი კოპლექსების დასაფარად და ჟინის დასაკმაყოფილებლად, რომ თავისზე უკეთესს “გაუტრაკა”.

 

და მე ასეთებთან რატომ მაქვს ურთიერთობა?
ღმერთო მიშველე….

კი არა და… მადლობა საკუთარ თავს, რომ მათ არ ვგავარ ^_^

მხოლოდ ახლა დავაფასე, რამდენად კარგი ვყოფილვარ.
წავედი ყველა დეპრესიული პოსტი უნდა წავშალო ბლოგიდან.
სადეპრესიო არაფერი მჭირს.
მე შენნაირი ლუზერი ნამდვილად არ ვარ ^_^

Advertisements

58 thoughts on “LooooooserS

  1. kai xania aseti realuri araperi wamikitxavs 🙂 martlac rom egrea 🙂 da mecoodeba egeti tipis adamiani romelsacm sakutari saxis cxveia 😐 rogoric xar iseti unda mogwondes sheni tavi da ragac uazro potoshopit ar unda cdilobde sheni “rojis” galamazebas

    Like

  2. “..ინტერნეტით აუცილებლად იპოვი შენნაირ გამოსირებულ , მახინჯ და სახედამუწუკებულ ადამაინს..”
    საზიზღად ჟღერს.
    ამაზრზენი.

    Like

  3. კნუტ!
    რა კრიტიკაა.. ❤
    კომენტარებს ჩავყევი ჩავყევი და დასასრულს ვეღარ მივაღწიე :დ

    ფერების შეცვლაზე არ მაქვს არანაირი პრობლემა 🙂 არც ფოტოშოფზე. მთავარი ისაა რომ ფოტოშოფიანი სურათის პატრონების უმეტესობას გონიათ რომ რახან ამა თუ იმ სურათშ კარგები არიან ვსო ! ყველაზე კარგები არიან, მაგრები და აქ მთავრდება :))
    კნუტ შენც გეცოდინება ჩემი ერთი ნაცნობი რომელიც სოც.ქსელი დაპყრობილი აქვს თავისი სილამაზით 🙂 რეალურად კი რატომღაც ვერავისთან ამყარებს ნორმალურ კონტაქტს :*
    მიყვარხრ

    Like

  4. ძალიან მომეწონა, მართლა.

    არ ვიცი რატომ მაგრამ აი საშინლად მაღიაზიანებს ეს დაფოტოშოპებული ხალხი.
    ფერებს მეც ვასწორებ ხოლმე, მაგრამ სახის ნაკვთებს კორექციას არ ვუკეთებ.
    მყავს ნაცნობი რომელიც სურათებში თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე “გაკეთებულია”..
    რავიცი, მაშინ დავდგეთ და ყველამ ვიფოტოშოპაოთ.. O.o

    Like

  5. იდეაში რაც გიწერია, სიმართლეა , მაგრამ ერთი ტრიბუნა და პროჟექტორი გაკლია და ხელში გრამაფონი, რომ ჩასძახო : “ჰეი, თქვენ სოც-ლუზერებო, შემომხედეთ, ნახეთ მე თქვენზე მაგარი ვარ” :დ
    აი, მანდ იჭედები

    Liked by 1 person

  6. აჰა, ბარემ ესეც:
    http://xiaxue.blogspot.com/2010/12/female-blogger-dilemma.html
    I’m not a big fan of her, მაგრამ, ბლოგერობის 8 წლიანი გამოცდილების ფონზე კი დაეჯერება, მართლა მასეა.
    ბლოგინგზე და ბლოგერზეა, მაგრამ თამამად შეიძლება “გადააკატავო” ვირტუალურ სივრცეში აქტიურ ნებისმიერ ადამიანზე.

    რაც არ უნდა გააკეთო, მაინც არსებობს კრიტიკის კლიშეთი დასაბუთებული ალბათობა.

    Like

  7. სისულელეა ეს ყველაფერი.

    ყველა არის სადღაც, რაღაც სფეროში, რაღაც საზოგადოებაში ლუზერი. და ყველას აქვს უფლება, იპოვოს არეალი, სადაც თვითრეალიზაციას ნაწილობრივ მაინც მოახდენს.

    შენ რა გინდა, ცხოვრებაში ლუზერმა, რომელსაც საკუთარი გარეგნობის კომპლექსი აქვს, ხმაც აღარ ამოიღოს და ვირტუალურადაც აღარ იურთიერთოს ადამიანებთან?
    აბა მოკვდნენ, ამოწყდნენ, გადაშენდნენ?

    სიმახინჯის გამო ლუზერი, რომელსაც გარეგნობის კომპლექსი აქვს და დაფოტოშოფებულ ფოტოებს დებს ნეტში, იქნება შენზე და ჩემზე ჭკვიანია და დიახაც აქვს სხვისი ჭკუის სწავლების პრეტენზია და უფლება? მაგ ლოგიკით სტეფან ჰოკინგი როგორაა 21 საუკუნის გენიალური ფიზიკოსი?

    ვერც ფოტოების ზომიერად დაფოტოშოფებაში ვხედავ პრობლემას და რაც არ უნდა გაგიკვირდეს, მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ხელოვნურად ილამაზებდეს და ეს გამოსდიოდეს. ძალით გალამაზებისთვის ცოტა მეტია საჭირო – განათება, სტუდია, პროფესიონალის ხელი.

    და თუ ეხლა 1-2 ფოტოში უკეთესი გამოვიდა, ვიდრე რეალურადაა, თუ 1-2 “პრიშჩიკი” წაიშალა ან ცხვირი დაიმოკლა, აცალეთ, რას გიშლით?

    არ დამავიწყდება, ჩემს 2 შეუხედავ ჯგუფელს როგორ გადავყევი და ვუთხელე კისერი, ცხვირი, შუბლი – თან ისე შეუმჩნევლად, რომ თვითონაც ვერ მიხვდნენ , სამაგიეროდ 2 წელი ფბ-ზე ეყენათ პროფილის ფოტოდ. რატომაც არა? ეს არ იყო ტყუილი, უბრალოდ ზომიერად ჩავუტარეთ მინი კოსმეტიკური ოპერაცია.

    ჩემს სახეზეც წამიშლია რაიმე ლაქა და ამომითეთრებია უძილობისგან ამოშავებული თვალები, ვერაფერს კატასტროფულს ამაში ვერ ვხედავ.

    “სოც ქსელები რითი სუდგმულობს თუ არა გამოშტერებული, ლუზერი, კომპლექსიანი ნაროდით, რომლებიც რეალიზებას მხოლოდ კომპიუტერის ეკრანთან მიმსხდრები ცდილობენ? ”

    ცალსახად – არა.
    სოც.ქსელები თვითგამოხატვის (და შესაძლოა თვირეალიზაციისაც) საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს თანაბრად და ვინ საკუთარი სილამაზის დემონსტრირებით ეცდება დამკვიდრებას და ვინ საკუთარი მჭევრმეტყველებით – ეს მისი საქმეა.

    მე იმ ტენდენციას უფრო ხშირად ვაფიქსირებ, ცხოვრებაში აქტიურები, უწი-პუწი პრანჭია ლამაზუნები და ‘კაი ბიჭები’ რომ საკუთარ ფბ-გვერდზეც კი ვერ ქმნიან ვერაფერს საინტერესოს და აბსოლუტურ ლუზერებად იქცევიან ინტერნეტ-სივცეში.

    მოკლედ,
    take it easy.

    Liked by 1 person

      • სხვათაშორის ფბ–ც კომპლექსის გამო შექმნა შემქმნელმა, ახლა რომ ასე აქტიურად იყენებთ და მოგწონთ 🙂 ის რეალურ ცხოვრებაში ვერ აწყობდა ურთიერთობებს და საუკეთესო თვითრეალიზაცია განახორციელა, ისე რომ სხვებსაც აძლევს ამის საშუალებას.

        ზემოდან ყურება ძალიან ცუდი თვისებაა. მით უმეტეს იგივე მიწაზე მდგომისგან 😉

        Liked by 1 person

    • ეკა, ზომიერად დაფოტოშოპებაში ვერც მე ვხედავ პრობლემას, მაგრამ ეს არ უდნა აძლევდეს მას უფლებას მე მომაყენოს შეუარცხყოფა )) პირადი გაოცდილებდან გამოდინარე ეწერა ეს და მისახცვედრი მიხვდა, ვიზეც ეწრრა ))

      ცალსახად კი. ისიც აღვნიშნე მგონი, რომ არის დანარჩენი 20 %, რომელზეც შენ საუბრობ. )) უბრალოდ უმრავლესობა ისეთია, როგორც აღვწერე… ან უბრალოდ სხვადსახვა კატეგორიის ხალხთან გვაქვს ურთიერთობა : ))

      ბოლო აბზაცში ნამდვილად გეთანხმები, მაგაზე ცალკე პოსტის დაწერას ვგეგმავდი 😀

      Like

  8. “ყველაზე აღმაშფოთებელი ალბათ ისაა, რომ ეს ხალხი რატომღაც თავს შენზე უკეთესად თვლის, როცა არ ჩანს მისი რეალური სახე..”

    ase gamogivida Senc. aba dafiqrdi.
    cudad axasiaTebs sakuTar Tavs am postiT.

    Like

  9. საერთოდ ადამიანი სუსტია, ზოგს პატარა რაღაც გადახდება და უკვე ბოროტდება…
    მე ვცდილობ არ გავბოროტდე…
    მაგრამ რა არის იცი? როგორც დიანიკო ამბობს, ერთ ყურში შეუშვი და მეორეში გაატარე არამარტო სიტყვები, ადამიანებიც… :დ

    თემა და პათოსი კარგია, ერთი შემოლაწუნება ხალხს არ გვაწყენდა 🙂

    Like

  10. : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) marto es posti gadaconis yvela shens mier chamotvlil qmedebas ase rom arafrit uketesi ar gamodixar 😀 relax 😀

    jizn suka i ana umeet snami igrat : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    Like

  11. რას გვიშვრება ეს თინ.გი! : დდდ
    დამუშავბულ ფოტოებს შენც დებ ხოლმე,ამიტომ შენს კრიტიკას ამ საკითხზე არ მივიღებ.
    სხვა შემთხვევაში ცხადია ხელებს ვწევ.
    კარგი თვისება გაქვს,შეგიძლია არ აჰყვე პროვოკაციას და შეინარჩუნო სიმშვიდე.ეს პოსტიც წაშალე და ვინც კარგი გყავს გევრდით იმაზე დაწერე რაიმე სასიამვნო პოსტი. )

    Like

    • ფერების გასწორება თუ დამუშავებაში ითვლება, მეც მიქნია ეგ ცოდვა))

      მათზეც მრავლად მიწერია , თუ გადახედავ… უბრალოდ ყელში ამოვიდა არამხოლოდ თინის, არამედ ზოგადად ასე გაცნობილ ხალხთა ქმედებები და… მივიღე ეს პოსტი

      Like

      • ყველანი ფერებს ვასწორებთ და რა ვქნათ უკეთესი გამოდის ფოტო. )) სხვა კუთხით რომ შევხედოთ ამ საკითხს რატომაც არ უნდა ეცადოს ადამიანი,რომ თუ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს უფრო ლამაზი ფოტო?შენი მეგობარი რომ ამუშავებდეს ფოტოს და რეალობაში გაცილებით უშნო იყოს უსაყვედურებ,დაშორდები? ცხადია არა. ეს საკითხი გაღელვებს მხოლოდ იმის ხარჯზე,რომ ამ საქციელს სჩადიან ის ადამიანები ვინც უბრალოდ გაღიზიანებს. )

        Like

      • mtersasrut, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მისახვედრი მიხვდა, ვიზეც ეწერრა ეს. არ უნდა ააძლევდეს მერე თავს უფლებას, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს 🙂

        არეულად ვწერ. მაპატიეთ, ცუდად ვარ 😀 ცუდად კი არა ზედმეტად კარგად^^

        Like

  12. კარგი რა კნუტ. ყველას თავისი გაჭირვება ჰყოფნის, შენ რომ არ დაამატო ახლა. მეც დიანიკოსავით გეტყვი, ყველას კი არ უნდა მიაქციო ყურადღება.

    Like

  13. ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ პოსტმა. 😐
    არ მინდა ასეთი გავხდე,არადა ვგრძნობ რომ აქეთკენ მივდივარ. :@
    კარგი ქენი ეს რომ დაწერე

    Like

  14. 🙂 სურათები მომეწონა ძალიან. ბრწყინვალედაა თემასთან შეხამეული. და ყველას კი არ უნდა მიაქციო ყურადღება. :*

    Like

    • იმიტომ რომ შენც სოც.ქსელით გაგიცანი? )) არ გეხება შენ. თუმცა მიხვდი უკვე ვისაც ეხება ნაწილობრივ და იმიტომ არ მოგწონს. მაგრამ შენ იცი ჩემი აზრი …

      Like

      • ვერაფერსაც ვერ მივხვდი ვის ეხება, მაგრამ მაინც არ მომწონს. ასეთი არ მიყვარხარ ხოლმე. ანუ, როცა შენი თავი ვინმეზე უკეთესი გგონია და როცა ვინმეს დასცინი, ერთ-ორ გოგოს მახსენებ როცა ასეთი ხარ :/

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s