ყოფილების სარეცელი

შესავლის ნაცვლად: სათაური არაფერ შუაშია რუსთაველის თეატრის სპექტაკლთან “ყოფილების სარეცელი”

ცხოვრებაში საოცრებები ხდება ხოლმე, ჰო?

ჩემთან იშვიათად. უფრო სწორად, არ მჯერა საოცრებების, არც დამთხვევების.. ზედმეტად რეალისტი ვარ, ზედმეტად ცხოვრებისეული, ზედმeტად უნდობელი (სწორად დავწერე? )

სადღაც წავიკითხე: 1 შემთხვევითობაა, 2 დამთხვევა, 3 კი უკვე კანონზომიერებაო…

და ერთ დღეს რომ 3 ყოფილი მოგწერს, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების  სიყვარული ხარ, ვგიჟდები შენზე და დამიბრუნდიო, მაგას რა ჰქვია? o_O

  • შეთანხმდნენ, რომ მეკაიფონ (რაც გამორიცხულია, არ იცნობენ ერთმენეთს :D);
  • ღმერთი მეკაიფება;
  • ცუდი პერიოდი შემდგომ რომ კარგი რაღაცეები ხდება, ეგ პერიოდი მეწყება.

ვიმედოვნებ, რომ ბოლო პუნქტის ბრალია მათი აფეთქება. ბოლო 1 თვე მართლაც რომ საშინელი მქონდა და ახლა ველი ცოტა გამონათებას.

ეს ყველაფერი კარგი, სამივეს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, მაგრამ… მე ვინც მაინტერესებს, მას? 😀  Hope, მასაც იგივე დაემართება ^^

ბოროტი კი არ ვარ… უბრალოდ… როცა ნაწილობრივ ისაა ჩემს ცუდად ყოფნაში დამნაშავე, ცოტა ხომ უნდა ზღოს კიდეც? )) წმინდა იურიდიული მოსაზრებაა, მაგრამ მე ხომ იურისტი ვარ? 🙂

ყოველთვის ყველაფერი ისე ხდება, როგორც მინდა )) უბრალოდ ცოტა უნდა მოვიცადო ხოლმე.. ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ მათი ბედი ასე დასრულდებოდა? აუხდა სამივეს? ^_^

არამხოლოდ ამათ… უაზროდ მოგეჩვენებათ რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მართლა ასეა ხოლმე. არ არსებობს ვინმეზე ვთქვა, რომ მომწონს, მესიმპატიურება, მჭირდება და ის პირი ჩემს გვერდით არ აღმოჩნდეს )) ვინც არ უნდა იყოს… რა თქმა უნდა, არა მაშინვე.. დრო შესაძლოა დიდიც დასჭირდეს , მაგრამ აუცილებლად რჩება ჩემთვის…. ამის რამდენი მააგალითი შემიძლია ჩამოვთვალო… )))))))))))))) არა რა.. უნდა დავიწყო ვანგობა ^_^

ჰოდა.. იმას ვამბობდი, რომ … ველი ბოლო ამბავსაც და ჩავთვლი, რომ მართლა ვანგა ვარ ))) ან უბრალოდ კნუტი, რომელსაც მეექვსე გრძნობა არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული 🙂

წავედი, ღამის 1–ელი საათია. აბაზანა უკვე გავავსე წყლით, ცოტა ხნით დავასვენებ ბებერ ძვლებს 😀

Advertisements

6 thoughts on “ყოფილების სარეცელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s