შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

მსოფლიო 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს აღნიშნავს. საქართველოში 1997 წლის მონაცემებით აღრიცხულია 181 253  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი(ღვთისშვილთა კავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაცემები). ძნელი სათქმელია,სადღეისოდ ამ პირთა რა რაოდენობა არის ქვეყანაში. არსებული სოციალურეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით,უნდა დავუშვათ, რომ ზემოთ მითითებული რიცხვი, როგორც მინიმუმ, შემცირებული არ იქნება. უნარშეზღუდულობანებისმიერი ასაკის პირის, საზოგადოების ნებისმიერი წევრის ხვედრი შეიძლება გახდეს. ეჭვს არც ის გარემოება იწვევს, ომ ეს სოციალური ჯგუფი მაქსიმალურად მოწყვლადია, მოკლებულია საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მონაწილეობის შესაძლებლობას და დისკრიმინირებულია.

საქართველოში მათ როგორც „ინვალიდებს“, ისე მოიხსენიებენ. ამის მაგალითი საქართველოს კანონია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“. ამავე კანონით, შეზღუდვა არის დაავადების, ტრამვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედუუნარობას დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა.

საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული განმარტებით, ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი“ გულისხმობს პირს, რომელსაც
გააჩნია ხანგრძლივი ეფექტის მქონე ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური ან მგრძნობელობითი ნაკლოვანებები, რომელმაც სხვადaსახვა ბარიერთან შეხებისას შესაძლოა ხელი შეუშალოს პირს სხვებთან თანასწორ პირობებში; სრულად და ეფექტურად მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, აღირებულია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები“ განვითარებადი ტერმინია.

ქართული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებთან, კერძოდ, კონვენციასთან „შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების უფლებების შესახებ“.

ადამიანის უფლებათა ყველა საერთაშორისო კონვენცია, ოქმი, პაქტი და ა.შ. ხელს უწყობს და იცავს ყველა ადამიანს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და სამოქალაქო და პოლიტილურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ერთობლივად ქმნის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილს და ეს სამივე დოკუმენტი აღიარებს სამოქალაქო, პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, რომელებიც განუყოფელია თითოეული ადამიანისაგან. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი აღიარებს და იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს. მიუხედავდ იმისა, რომ ისინი პირდაპირ არ არიან მოხსენიებულნი.

ასევე, „კონვენცია შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების უფლებების შესახებ“  იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს. საქართველო ამ კონვენციის ხელმომწერი მხარეა 2009 წლის 10 ივლისიდან. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო გამოხატავს მზადყოფნას ნაბიჯ–ნაბიჯ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სანამ მოხდება კონვენციის რატიფიცირება, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს შეთანხმების საგანსა და მიზანს. კონვენციის მხოლოდ ხელმოწერა უკვე ქმნის ძლიერ განმარტებით უპირატესობას კონვეციის სასარგებლოდ. იგულისხმება კონსტიტუციური ვარაუდი, რომ სახელმწიფოს ადგილობრივი კანონმდებლობა არ გულისხმობს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში ყოფნას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავოდ მიჩნეული მუხლები წინააღდეგობაში მოდის „შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების უფლებების შესახებ კონვენციის“ 32–ე მუხლთან, სადაც შემდეგი რამაა ნათქვამი:

  1. სახელმწიფო მხარებბმა უნდა მიიღონ ეფექტური და შესაბამისი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც ეხება ქორწინებას, ოჯახს, შვილსა და მშობელს შორის ურთიერთობას, ხსენებული უდნა განხორციელდეს იმგვარად, რომ:
  2. აღიარებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, რომლებმაც მიაღწიეს საქორწინო ასაკს, მეუღლეების თავისუფალი ნების სრულად გამოვლინების შედეგად ქრწინებისა და ოჯახის დაარსების უფლება.

ასევე, მუხლი 29. მხარე სახელწმიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური უფლებები და სხვების თანასწორ პირობებში ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა და უნდა მიიღონ ზომები, რათა:

ა) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანაბარ პირობებში ეფექტურად და სრულად მონაწილობა, პირდაპირი ან თავისუფლად არჩეული წარმომდაგენლების საშუალებით, მათ შორის შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის ჩათვლით აირჩიონ ან იქნან არჩეულნი.

შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების უფლებების შესახებ კონვენციიდან მოყვანილი ამ ორი მუხლით დასტურდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ქორწინების და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა ადამინის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მათ დისკრიმინაციად აღიქმება. „შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე დისკრიმინაცია“ ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან შეზღუდვას შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, რომელსად გააჩნია მიზანი ან შეუძლია ზიანი მიაყენოს ან უგულვებელყოს სხვებთან თანაბარ პირობებში ყველა უფლებითა და თავისუფლებით სარგებლობის აღიარება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან სხვა სფეროებში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და კანონმდებლობის მნიშვნელობას ცხადყოფს პრეცედენტული სამართლის მაგალითები.

ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე ALAJOS KISS v. HURGARY GAGMENT. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ მომჩივანმა, როდესაც ევროსასამართლოს მიმართა (2006 წელი), უნგრეთს არ ჰქონდა რატიფიცირებული კონვენცია. უნგრეთი, როგორც საქართველო, ამ კონვენციის მხოლოდ ხელმომწერი მხარე იყო. ევრო სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე  “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა“ კონვენციაზე დაყრდნობით და განაცხადა, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა ბარიერი შექმნან საზოგადოებაში ურთიერთობისას, მათზე შეიძლება დაწესდეს  შეზღუდვები. უნარშეზღუდულები  კანონის წინაშე არიან პირვნებები, ისინი არიან თანასწორნი სხვა მოქალაქეების მსგავსად. წევრმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს უნარშეზღუდული მოქალაქისათვის სრული გარანტია, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე უზრუნველყოს ხმის მიცემის უფლება არჩევნებში. ეს უფლება არ შეიძლება მას ავტომატურად ჩამოერთვას, თუმცა ხმის მიცემის უფლება შეიძლება უნარშეზღუდულ პიროვნებას ჩამოერთვას, თუკი ამ უფლების ჩამორთმევით მიღებული სიკეთე აღემატება მოსალოდნელ ზიანს, ან  თუკი დგას კრიმინალური საფრთხე.

სახელმწიფოები აღიარებენ ვალდებულებას გამოიყენონ თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპები შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, საქართველომ უნდა გაითვალიწინოს არსებული პრეცედენტები და საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შიდა კანონმდებლობა (კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120–ე და საარჩევნო კოდექსის მე–5 მუხლი)

.

ALAJOS KISS v. HUNGARY JUDGMENT საქმის განხილვისას ევროპულმა სასამართლომ გამოთქვა საკუათარი მოსაზრებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით. კერძოდ: სასამართლომ განაცხადა, რომ არ არის მკაფიოდ გამოხატული საზღვრები. გონებრივად შეზღუდული ზოგადი სახელია და  კონკრეტული შემთხვევების თავისებურებებს არ ითვალისწინებს;
ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა არადისკრიმინაციული არ შეიძლება იყოს თუ საქმე ინდივიდუალურად არ განიხილება. გონებრივად შეზღუდულთა, როგორც ერთი კლასის განხილვა არასამართლიანია.

ქართული კანონმდებლობით ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები ქორწინებასთან და არჩევნებში მონაწილობასთან მიმართებაში. ორგანული კანონის _ საარჩევნო კოდექსის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო. ვფიქრობ, აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლს, რომლითაც აღიარებულია, რომ: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ანუ, საარჩევნო კოდექსის ამ მუხლით ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120–ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად: „ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავამდყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.“ მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის 36–ე მუხლის 1–ელ პუნქტს, რომლის მიხედვითაც: „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ~
დასახელებული მუხლები (საარჩევნო კოდექსის I თავის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი; სამოქალაქო კოდექსის მე-5 წიგნის 1-ლი თავის 1120-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი) წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, რომლებითაც განსაზღვრული და აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. აღნიშნული მუხლები ყველა ქმედუუნარო პირს ართმევს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საარჩევნო  და ქორწინების უფლებას.

ქმედუუნაროსათვის ეს შეზღუდვა ლახავს მათ პატივსა და ღირსებას, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ზოგადად ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის საჭიროება განპირობებულია თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსებითა და ფასეულობით.
ერთი შეხედვით თითქოსდა საარჩევნო და სამოქალაქო კოდექსის დასახელებული 2 მუხლით უფლებრივი თანასწორობა დაცულია და ქმედუუნარო პირს არც უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილობისა და ქორწინების უფლება, მაგრამ კოდექსი ამით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ართმევს პირადი ცხოვრების უფლებას და ასევე საშუალებას, მიიღონ მონაწილობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქვეყნის მართვაში, რაც დემოკრატიის უმნიშვენელოვანესი პრინციპია. ამასთან, საარჩევნო კოდექსით განმტკიცებული ეს ფრაზა უარყოფითად მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ქმედუუნაროებზე და მათ უკარგავს პირადი  ღირსების შეგრძნებას, აკნინებს მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და თავს ქვეყნის არასრულფასოვან წევრებად აგრძნობინებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s