უბის ლექსები VOL3

******

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი

და გასწავლი,

როგორ აუღლო სიყვარული სამივე დროში

უმარტივესად,

რადგან არაბულს

დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს

და, შესაბამისად,

არაფერი

წარსულად, აწმყოდ და მომავლად არ ნაწილდება…

********

პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.


შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.


ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

1916

ელენე დარიანის დღიურიდან



********

ჩემი უტოპია…

გამოტოპე უტოპიის ტიპიური მდინარე
და ერთიანად სველი ჩამეხუტე….

 

ჩამეხუტე და აღარ გამიშვა,
მე ხომ შენი პოვნა ასე გამიჭირდა….


პ.ს. შემპირდი, რომ მუდამ ასეთი იქნები….


Advertisements

2 thoughts on “უბის ლექსები VOL3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s