ახალწელთმოძულეობა

მგონი ერთადერთი ვარ, ვისაც ახალი წელი არ უყვარს.

ეს დასკვნა სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე ფორუმის თვალიერებისას. აქამდე მეგონა, რომ ასე თუ ისე, ჯერ კიდევ არსებობენ რეალისტი ადამიანები და უაზრო ზიზილ–პიპილოებით არ იხიბლებიან.

ჩემი “ახალწელთმოძულეობა” სახალხოდ ცნობილია. ამ ამბავმა მგონი მხოლოდ ქევანას ყურამდე ვერ მიაღწია და საახალწლო პოსტში დამთაგა : ) 

  • სასტიკად ვერ ვიტან სიცივეს, შესაბამისად ცივ თვეებს, შესაბამისად ზამთარს და კიდევ უფრო შესაბამისად ახალ წელს. თან თოვლიანს
  • ვერ ვიტან ყალბ ურთიერთობებს . ახალ წელს კი განსაკუთრებით უმძაფრდებათ ხოლმე ერთმანეთის, და–ძმობის, სამშობლოს, სომალელი ბავშვების და სანტა კლაუსის სიყვარულები.
  • მძაგს ქართული სუფრა თავისი საცივით, ტოლმით და ვინეგრეტში ჩადებული თამადის თავით.
  • რა უნდა მიყვარდეს ახალ წელში? “ლუსტრებით” მორთული ქალაქი? აა, უკაცრავად, წელს მედუზებით მორთეს რუსთაველი, “ლუსტრები” კი ჭავჭავაძეზე ააბრძანეს.
  • იქნებ ნაძვის ხე უნდა მიჩენდეს თბილ შეგრძნებებს? რომელ ნაძვის ხეზე მოგახსენებთ, იცით? თავისუფლების მოედნის ცენტრში რომ დგას, თავზე ანგელოზის ნაცვლად (ნუ, ჰოლივუდურ ფილმებში ნაძვის ხეებს ანგელოზები ადევს ხოლმე) წმინდა გიორგის ქანდაკება რომ ადგას? ეს ის ძეგლია, ქალბატონებო და ბატონებო, როცა უნდათ, ძეგლი რომაა, როცა უნდათ წმინდანის ქანდაკება, როცა უნდათ ნაძვის ხე და კვარცხლბეკს რომ შეხედოთ (სანამ წმინდა გიორგის ქანდაკებას დაინახავთ) ფალოსს რომ მოგაგონებთ.
  • იქნებ ის უნდა მიყვარდეს, ახალი წლის დღეებში ვისთანაც არ უნდა შეხვიდე, ყველას საცივი, ტოლმა და ვინეგრეტი რომ აქვს საჭმელად ? 😐 :შ და ორი კვირა რომ აქვთ ის საჭმელი? :შ მძაგს
  • ან იქნებ უაზრო ხელოვნური ნაძის ხეები უნდა მიყვარდეს, ასევე უაზრო წვიმებით? ბლეჰ. ლამაზი არავისთან მინახავს ჯერ.
  • ან იქნებ ერთმანეთზე გადაბმული დასვენების (ჩვენები რომ ღრეობის დღეებად აღიქვამენ) დღეები უნდა მიყვარდეს?
  • • საახალწლო კონცერტი? როგორ დამავიწყდა… ეგ ხომ წლის მტავარი მოვლნაა ხოლმე… „შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავები“, მილიონი წლის წინანდელი სიმღერები… და სადაც არ უნდა გადართო, ყველგან რომ ეგ ტრიალებს 😐 არ აქვს მნიშვნელობა ახალ წელს, 12 საათს, გარეთ შეხვდებით თავისუფლების მოედანზე, თუ სახლში, ტელევიზორებთან მიმსხდრები, შედეგი ერთია- თქვენ ქართული ესტრადით “ტკბობა” გელით 😐
  • რას იტყოდით საერთოდ საახალწლო ეთერებზე? „მარტო სახლში“, „როგორ მოიპარა გრიჩმა შობა“, „კუჩხი ბედინერი“, „ბედის რონია, ანუ გაამოთ“. ეს ფილმები არ აგცდებათ 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ ქართულ არხზე, ნებისმიერ დროს 😐
  • თუნდაც მხოლოდ ის რად ღირს, ქუჩაში მიმავალს რაიმე ასაფეტქებელს რომ მოგიგდებს ფეხებში რომელიმე გატუტუცებული ბიჭი და შენი კივილის შემდეგ,გამარჯვებული ღიმილით რომ გადახედავს თავისსავე მსგავსს „ძმაკაცს“  (პირადი გამოცდილებიდან) 😐
  • *** (დავიტოვებ პუნქტებს, ახლა არ მახსენდება და მერე მივამატებ)
ნაძის ხე?

ეს ზოგადი რაღაცეებია რის გამოც ვერ ვიტან კი არა, უაზრობად მიმაჩნია ახალი წელი, თუმცა არის ზედმეტად პირადებიც. მაგალითად: ჩემები მიიჩნევენ , რომ აუცილებლად სახლში უნდა შევხვდე ახალ წელს, მათთან ერთად და ვერაფრით ვერ იგებენ, რატომ შეიძლება მინდოდეს ამ დროს მეგობრებთან ერთად ყოფნა. თუნდაც საუკეთესო დაქალის დაბადების დღეზე.

ვერ იგებენ რატომ ვერ ვუყურებ ტელევიზორს მათთან ერთად ახალი წლის ღამეს და რა გულისამრევია ეს უაზრო გადაცემები.

ვერ ვიტან თოვლსაც, რადგან ერთხელ ჩემმა უაზრო მეზობლებმა გუნდობისას კინაღამ დამახრჩეს თოვლში. რატომღაც ასე გამოხატავდა მოწონებას ჩემი კიდევ უფრო უაზრო მეზობელი 😐 გამუდმებით სრიალებს ფეხი, გამუდმებით მაქვს წაქცევის შიში… 😐 ვერ ვიტან ერთ ზედაზე მეტი რომ მაცვია, ზამთარი კი იძულებულს მხდის ზედიზედ რამოდენიმე მაისური მეცვას, რაც მკლავს, პირდაპირი გაგებით 😐 ახალ წელთან რა შუაშია, მაგრამ ზამთართან აღიქმება ჩემთვის ახალი წელი და მაგის ბრალიცაა…

მთლად საშინელი და ის მწვანე გრინჩი ნუ გეგონებით ფილმიდან, შობას რომ ვერ იტანს. ამ შეხედულების გასაქარწყლებლად ვიტყვი, რომ ვგიჟდები თოვაზე… ჰ, ფიფქების ცვენაზე… სახეს ვუშვერ ხოლმე ცას და ვთბები.

გიჟი ხარო, მეტყვით. ფიფქებით გათბობა? ჰო, მე თოვისას ვთბები… სწორედ ამიტომ თოვს ახლაც ჩემ ბლოგზე…

და მაინც… ბონუსად:

სანტა კნუტი =)
Advertisements

22 thoughts on “ახალწელთმოძულეობა

  1. არც მე მაქ განწყობა..სიაფანტობაა, ისეთი ვიგაც მოგილოცავს 2 წელი რო არ გახსენებიხარ და მაშინ ხდება შენი ძმა და მეგობარი 😀 :blay:

    Like

  2. არადა ბავშვობაში ძალიან მიხაროდა ახალი წელი ^^ რაც ჩემი ძმა მარტო გადავიდა საცხოვრებლად ბებიაჩემმა კიდე მამაჩემის ბავშვობის დროინდელი ნავლის ხე გადამიგდო.. სულ არ მაქვს განწყობა… არანაირი რძნობა რომ ახალი წელი მოდის.. უგულოდ ვუთანხმდები მეგობრებს რომ მათთან ერთად ვიქნები სინამდვილეში ცხოვრებაში პირველად 12 საათამდე დაძინების მეტი არაფერი მინდა…

    Like

    • არ ვარ სომეხი და არც არავინ მყავს სომეხი, მაგრამ რატომრაც ყველასთან ვხვდები ხოლმე ტოლმას.
      პ.ს. რა ვიცი, მე პირადად არაფერი მაქვს სომხების საწინააღმდეგო და არ მომწონს ეს დისკრიმინაციული კომენტარი ))

      Like

  3. მეც არ მიყვარს ახალი წელი! არაფერი განსაკუთრებული ემოციებით სავსე არ ვარ, ჩვეულებრივ განწყობაზე ვარ ხოლმე 🙂

    Like

  4. რამდენიმე ვიცი, ახალი წელი რომ არ უყვართ, ძირითადად იმ მოტივით რომ ყალბი და ვინუჟდენი მისვლა-მოსვლა და ღრეობებიაო… 😛

    მე ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად სახალისო გავხადო, ცოტა განსხვავებული: ახალი წლის წინ ძველ ნივთებს ვყრი და წვიმებს არასდოს ვკიდებ ნაძვისხეზე, ინდაურის საცივს, გოჭსა და ტოლმას ჩემს საახალწლო სუფრაზე მოხვედრა ეკრძალებათ, მხოლოდ უცხო და უცნაურ რამე-რუმეებს თუ ეთმობათ ადგილი, საბჭოური გადმონაშთი სათამაშოებიც დიდი ხნის წინ მოვაშთე და ყოველ წელს ახალი სათამაშოებით ვხუნძავს ხელოვნურ ნაძვისხეს (ბუნებრივის მოჭრას ასე სჯობს), გახდება თუარა 12, მაშინვე მივდივარ მეგობრებთან… მოკლედ, შენზეა დამოკიდებული როგორ განწობას შეიქმნი 😉

    Like

    • უკაცრავად, თითო ნორმალური სათამაშო მინიმუმ 5 ლარი ღირს, მაქვს ძალიან დიდი ნაძვის ხე … ~
      დამაფინსანსებ? ))

      Like

  5. ჩემები რომ ყოველწელს საახალწლოდ რთავდნენ სახლს ახალი ნაყიდი ნივთებით მეყვარებოდა.

    ეზარებათ

    მეც მეზარება

    ჰოდა აღარ მიყვარს ეგრე ძალიან :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s