სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის ”ქარავანში”

შესავლის ნაცვლად: პოსტი იწერება ექსტრემალურ პირობებში. კერძოდ, უ-Word-ოდ, უ-ქართულ შრიფტოდ…… მოკლედ, ყოვლად უ-დ .. ))


ადრე დავდე პირობა, დასაპოსტი მასალა რომ შემომაკლდება, იმ ივენთების შესახებ დავწერ, რომლესაც დავესწრები ხოლმე-მეთქი. ჰოდა, მგონი, მიწევს პირობის შესრულება 🙂
გუშინ (24-11-10) ლიტერატურულ კაფე ”ქარავანში” ვიყავით. იდეაში, მე, ნათია და ანა მივდიოდით, თანაც როგორც მომავალი იურისტები. 🙂 საბოლოოდ, ჩვენს გარდა თიკო, ნიკოლო, ბექა და ჩემი ჯგუფელიც იქ აღმოჩნდნენ. მოკლედ, მინი ბლოგ-სხოდკა გამოგვივიდა 😀

(ყველაზე საინტერესო: როცა ვწერდით ვინ ვიყავით და საიდან, ყველამ სტუდენტი მივუთითეთ ორგანიზაციის, ან მედია საშუალების ნაცვლად. ცოტა ხანში იქ მყოფი პირი მოვიდა და თქვენ სოციალური მედიიდან არ ხართო, გვეკითხება, ჩვენც შევიფერეთ ნაგლად :D)

“ალა-ფურშეტ” 😀

ლიტერატურულ კაფე “ქარავანში”, ახალი წიგნის – “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”, პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიების მასპინძლები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ).
აღნიშნული პრეზენტაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ლიკვიდაციისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ უკავშირდება, რომელსაც 25 ნოემბერს საქართველო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად აღნიშნავს.
წიგნი, რომელიც უფასოდ გავრცელდება, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. „სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის“ პირველ ქართულენოვან მასშტაბურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს ქალთა უფლებების თემაზე.
გამოცემა ორენოვანია და მისი გაცნობა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის რუსულენოვანი თარგმანის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი.
წიგნის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის თემაზე და მას თან ერთვის ელექტრონული სახელმძღვანელო გენდერული ძალადობისგან დაცვისთვის აუცილებელი სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითებით, საჩივრის ფორმებით, და ა.შ.
გამოცემის პრეზენტაციას ესწრენ იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.

 

ქალი–წინგი )), უცხოელი ბიძია და მესამე არ მახსოვს.
რუსთავი2–ის ჟურნალისტი და ვიღაც

 

 

ესეც რუსთავი 2-ის პატარა სიუჟეტი ამ პრეზენტაციის შესახებ. სცადეთ, გვიპოვოთ 😀
პრეზენტაციის მინუსად ჩავთვლიდი გამომსვლელს, რომელიც “წიგნის” ნაცვლად “წინგს” ამბობდა და ყურს გვჭრიდა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ))
პლიუსები: კარგად იყო ორგანიზებული, არ დაუგვაინებიათ, დროზე დაიწყო, გადაჭედილი არ იყო კაფე და თანაც ბევრი ნაცნობი იურისტი ვნახე, თუნდაც  საია-დან. ყველაზე მეტად ქ-ნ ნათია წკეპლაძის ნახვა გამიხარდა :)) რა ვქნა, მიყვარს ეს ქალი.  ბლოგზე არ დამიწერია არასდროს, მაგრამ ჩემი მეგობრებისთვის ხშირად მითქვამს, მინდა, რომ ვგავდე-მეთქი 🙂

‎მოკლედ, 25 ნოემბერს მსოფლიო „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ლიკვიდაციისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს“  აღიშნავს, დღესვე დაიწყო გაეროს 16 დღიანი კამპანია, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. დღეს იქაც ვიყავით მე და ნიკა. გაეროს მიერ ორგანიზებულ ამ კამპანიაზე სხვა დროს დავწერ 🙂 უბრალოდ ვიტყვი, რომ პირველი “შერატონ მეტეხი პალასში”ჩატარდა და ცოტა უინტერესო იყო…

Advertisements

11 thoughts on “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის ”ქარავანში”

  1. არა გვარის სიგრძის გამო არა… მოკლედ შესაძლოა შორეული ნათესავი იყო, ამიტომ საჭირო იყო გარკვევა 🙂

    Like

  2. ის იყო მაგარი. ერთ-ერთი ორგანიზატორი რომ მოვიდა ჩემთან და რომ მკითხა საიდან ხართო. დაბნეულმა რომ ვუპასუხე,- ბლოგერები ვართ-მეთქი და არაო, წარმოშობით საიდან ხარო :)))))))

    Like

    • ეგ ორგანიზატორი მე ვიყავი 🙂
      მოულოდნელი შეკითხვა იყო ალბათ, მაგრამ ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია ჩემი დაინტერესება.

      გმადლობთ, რომ მოხვედით და გაგივიზიარეთ თქვენი მოსარებები.

      Like

      • რა მიზეზმა გამოიწვია მაინც? :)) ნიკას უცნაურად გრძელმა გვარმა? 😀

        Like

  3. საჭირო და აუცილებელი წიგნია! განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქალებისათვის, რომლებიც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან ისედაც დოგმებითა და ქალის უფლებების არარსებობაზე მტკიცე შეხედულებებით დამძიმებულ საქართველოში…

    Like

  4. კაკრაზ ამავე თემასთან დაკავშირებით (თითქმის) იქნება ის ჩვენი მომავალი ტრენინგიც

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s