SuperGirl

ღამის საათებში დეპრესიის შემოტევები მეწყება.

ნაცვლად იმისა, ვიჯდე და დაუმთავრებელ სტატიას ვწერდე, ვზივარ და ვდეპრესიობ… ვორდის 2 გახსნილი დოკუმენტი, დაწერილი 1 გვერდი და გაყინული ცხვირი :შ (ჩაი მაინც მქონდეს, სხვა პრობლემებს თუ ვერა, გაყინული ცხვირის პრობლემას მოვიგვარებდი… )

რატომ ვდეპრესიობ ღამით? მარტივი პასუხი მაქვს: უბრალოდ ღამით სულ მარტო ვრჩები… დღე დავბოდიალობ,ვლექციობ,  მეგობრებთან ვერთობი, ხანდახან ვსწერვობ, უმეტესად ხალისიანი გოგოს სიცილი მაქვს აფარებული, ვმეცადინეობ, ვკითხულობ… ანუ, ბოლომდე ვიტვირთავ თავს, რომ ფიქრისთვის დრო არ დამრჩეს, მაგრამ საკმარისია, უბრალოდ შენზე შემომეფიქროს და ისევ ყველაფერი ხელახლა იწყება… შენზე ფიქრისთვის კი ნებისმიერი მოგონება, შენთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი კმარა… ახლა უკვე ქეთიც კმარა…

მერე იწყება სრული სიცარიელის და სიმარტოვის შეგრძნება. ამ 2 სიკეთეს + “არავისარაფერშივჭირდები”, “საერთოდრისთვისვარსებობრამინდა”, “რააზრიაქვსცხოვრებას,მაინცმალემოვკვდები” აზრები. ეს ფაზაც ძალიან მალე გადის და მერე ძლიერი, SuperGirl–ური ფაზა დგება. აზრებით “ყველანიფეხებზემკიდიხართ”, “მეჩემიმიზანიმაქვსდაბოლომდეგავიტან” და მსგავსი უაზრობები.

ამას წინათ Forum.ge–ზე ძალიან საინტერესო პოსტს წავაწყდი. ახლა ნამდვილად ვერ მოვძებნი ლინკს და პოსტის ავტორს.მომყავს უცვლელად (ცვლილებები მხოლოდ გრამატიკულ–პუნქტუაციურ პონტში)
ბევრჯერ გიკითხავს, რა გიყვარს ჩემშიო. მე კი ყოველთვის ვიღიმოდი საპასუხოდ და გეუბნებოდი, რომ ყველაფერი მიყვარს–მეთქი. მართლა არ ვიცი რაღაც კონკრეტული, რის გამოც მიყვარხარ… ასე, უბრალოდ, მიყვარხარ. როცა შენს ,,გადაყვარებას’’ გადავწყვეტ ხოლმე, ვიხსენებ იმ ათასობით მიზეზს რის გამოც არ უნდა მიყვარდე და ვხვდები, რომ ეს მიზეზებიც მიყვარს. ყველაფერი მიყვარს, რაც შენ გიკავშირდება. ჩემი ცოვრება ხომ შენით ცხოვრებაა. მიყვარს შენი იშვიათი გაღიმება, ჩემთვის ყველაზე ლამაზი თვალები და ყველაზე გემრიელი ტუჩები. მიყვარს როგორ მებუტები და შემდეგ როგორ იგონებ ტყუილებს, თითქოს სანამ არ მელაპარაკებოდი გენატრებოდი და გაკლდი. მიყვარს ის ცინიზმიც, შენში რომ ასე ჭარბად იღვიძებს, როცა მე ჩემს გრძნობებზე გელაპარაკები. მიყვარს შენი ოთახი, რომლის კარსაც თითქმის ყოველთვის რატომღაც შეურაცხყოფილი ვიხურავ. ის ტყუილები მიყვარს, შენ რომ გგონია, თითქოს მე მათი მჯერა. მიყვარს ისიც, რომ როცა გჭირდები, მხოლოდ მაშინ მიხსენებ და ამ დროს ყველაზე ბედნიერ გოგოდ მხდი და როცა ისე უმიზეზოდ ჩემთან ურთიერთობის შეწყვეტას გადაწყვეტ, მიხსნი თუ როგორი ცუდი ხარ, რომ შენთან არაფერი გამომივა, თუ როგორ ,,ნანობ’’ ყველაფერს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ისევ იგივეს იმეორებ…მერე რა, მე ესეც მიყვარს…

თითქოს შენს ხელში გავიზარდე, მე ხომ 18 წლის ვიყავი როცა პირველად გნახე და ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ვისწავლე შენგან. ვისწავლე ის, თუ როგორ უნდა ვიბრძოლო საკუთარი სიყვარულისთვის, მაშინ როცა ამ ბრძოლას აზრი არ აქვს, როგორ უნდა ვიარო წინ წარმატებისკენ, რათა დაგიმტკიცო ის, თუ რა ,,მაგარი’’ ვარ. იცი, როცა მაღაზიაში რაღაც ახალი ტანსაცმლის ყიდვას ვაპირებ და სარკის წინ ვირგებ ამა თუ იმ სამოსს, იმაზე ვფიქრობ, შენ თუ მოგეწონებოდი მასში, თუმცა თითქმის ვერასდროს ვერ ამჩნევ, როგორ საგულდაგულოდ გამოპრანჭული მოვდივარ ხოლმე შენთან შესახვედრად…

შეიძლება ფიქრობ, რომ გიჟი ვარ, დებილი, ან რავიცი კიდევ რა… ჰო, ალბათ ასეცაა, გავგიჟდი, თავი დავკარგე, ჩემი ცხოვრების არსად და წესად გაქციე. ალბათ სიბერეში გაგახსენდება ჩემი ჩადენილი სიგიჟეები და იმ იშვიათი ღიმილით ჩაგეღიმება, მე რომ ასე ძალიან მიყვარს…

მე არ ვარ SuperGirl. მე ვიყავი შენთვის SuperGirl, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გჭირდებოდი ასეთი. ხან პატარა , დაუცველი კნუტი, ხანაც ძლიერი სუპერგოგონა…

ჰო, მე შენ უბრალოდ მიყვარდი…
და ჰო, მე ისევ თავს ვიტყუებ, რომ შენზე ფიქრი შევწყვიტე… რომ სხვასთან ვარ და ბედნიერად ვარ…

მე ახლაც თავს ვიტყუებ, რომ SuperGirl ვარ…
“It’s Ok, I got lost on the way

But I’m a SuperGilr

and SuperGirls don’t cry…”

არა, მე ნამდვილად არ ვარ SuperGirl  და მე ახლა ვიტირებ…

Advertisements

19 thoughts on “SuperGirl

  1. მართალია. არავითარი გრძნობები და ემოციები. მხოლოდ ცივი გონება მჭირდება.

    Like

  2. კნუტ.. ზუსტად ასე ვარ ხოლმე.. ის ფრაზები.. ეს პოსტი თითქოს ჩემი დაწერილიაო ასე მგონია.. არ ვიცი როგორ გითხრა გაგივლის მალეთქო, მეც ხო შენსავით ვარ, ამდენ ხანს ვერ გამიარა 😦

    Like

  3. ubralod ecade amazerac sheidzleba cota ifiqro dro ar daitovo;(
    ver mogatyueb rom gagivlis knut esetebiar uvlit ;(
    magram yvelaferi kargad iqneba :*
    avtirdi:(

    Like

    • მგონი, ყველაზე უკეთ შენ გაიგე ეს პოსტი :* და საერთოდაც, უკეთე გესმის შენ…

      Like

  4. ისა და ქეთი ის პატარა ბავშვი წეღან სურათები, რომ ვნახე?და ეგ რა შუაშია?

    Like

  5. საოცრად მომეწონა!!!!! ზუსტად გქონდა ის ფაზები განხილული, რაც მარტოობისას მეც ასეთი თანმიმდევრობით მივითარდება 🙂
    და ხანდახან რას ვფიქრობ იცი? როცა კარგ ლექსს, ჩანახატს ან თუნდაც აი ზუსტად ასეთ/ამ პოსტს ვკითხულობ, მინდა რომ მიყვარდეს!!!
    ასე ღრმად.. ოღონდ არ მტკიოდეს..
    უბრალოდ…

    Like

    • სიყვარული კარგია… მაგრამ მერე მარტოობის და ტკივილის ფაზა ცვლის, რაც … არავისთვის მემეტება

      Like

  6. pirvelad movxvdi shen blogze da dzalian sayvareli xar minda gitxra, da dzalian mgavxar mag fikrebshi, umagresi postia …

    Like

  7. vaime knuuut :s kargi ra, nu wer aset gulismomkvlle postebs :((( darwmunebuli var male gagivlis, zustad ase vfiqrobdi wlebis win, magram dges sxvanairadaa yvelaferi.. ublralod zogis cxovrebashi adre dgeba aseti siyvaruli, zogis cxovrebashi gvian. shen axla gaqvs eg periodi, magram mjera yvelaferi kargad iqneba :8

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s