ბლოგერებს პირადში არ უმართლებთ

ბლოგერებს პირად ურთიერთობებში არ უმართლებთ.

ეს აქსიომაა მგონი უკვე , რადგან ბლოგერებს აუცილებლად “თავისუფალი” ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ (ასე ჰგონიათ  თვითონ, ყოველ შემთხვევაში), რაც გულისხმობს უსიყვარულო სექსს (გამონაკლის ბედნიერ შემთხვევებში სექსს + სიყვარულსაც),  წყვილის მიერ ერთმანეთის შეუზღუდაობას (რა დებილური სიტყვა გამომივიდა), არანაირ მოვალეობებს, ერთმანეთის ფეხებზე მალევე დაკიდებას და ერთად ყოფნის დროს – მაქსიმუმ 1 თვეს… (ნუ, თუ მეტი გაქაჩეთ, გილოცავთ, თქვენ ბედნიერი წყვილების ათეულში მოხვდით და მოიგეთ გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი) და რაც მთავარია, ბლოგერთა მორიგი წყვილის დაშორებისას, აუცილებლად ანაცვლებენ ერთმანეთს მორიგი ბლოგერით… “ბლოგერები” ხომ წრეს გულისხმობს, სადაც აუცილებლად უნდა გყავდეს ყველა გაჭორილი, აუცილებლად უნდა იყო ვიღაცის ნახმარი და + ამას, იმისი მეგობრის ნახმარიც. თუ შენ ქალიშვილი გოგო ხარ, ეს დასაცინი თემაა: როგორ, შენ არ გაქვს სექსი? ლოოოლ. ჩამორჩენილო, როგორ ამბობ ამ სიამოვნებაზე უარს? რატომ არ ხმარბო ტამპონებს? ლოოლ , ჩამორჩენილო… და ა.შ.

თუ ბიჭი ხარ, ცისფერი უნდა იყო და ამის აღიარება არ “გიტყდებოდეს”. ნუ, თუ ცისფერობის აღიარება გიტყდება, მაშინ უნდა თქვა, რომ ბისექსუალი ხარ და შენ აუცილებლად ტაშს დაგიკრავენ, შენ ხომ სხვებისგან განსხვავებული ხარ, შენ ბლოგერი ხარ…

პირადი ურთიერთობებით დავიწყე და ზოგადად ბლოგერულ მარაზმებზე გადავედი. დავუბრუნდები მთავარ თემას.
ბლოგერებს პირად ურთიერთობებში არ უმართლებთ და ეს (ჩემი აზრით) ზედმეტი “თავისუფლების” ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ წეღან წავიკითხე გურამ გეგეშიძის წიგნში,

“მოვალეობის გრძნობა ადამიანს ხშირად ბორკავს ხოლმე”

მაგრამ იქვე ეწერა

“სრული თავისუფლება მაინც არ ვარგა. მეტისმეტად თავკერძი ხდები კაცი.”

კიდევ ბევრი რაღაცის ბოდიალს ვაპირებდი, მაგრამ იმდენად უაზროდ მეჩვენა რაც დავწერე, რომ…

ძილინებისა. გისურვებთ , არ გახდეთ ბლოგერი, ამ სიტყვის ქართული გაგებით.

Advertisements

52 thoughts on “ბლოგერებს პირადში არ უმართლებთ

    • გაჭედა ეტყობა ვორდპრესმა. მოდერაცია არ მაქვს კომენტარებზე

      Like

  1. davijero martla aseti suleluri situaciia blogerebshi??? am postis mixedvit es kvelaperi ert did “padzemkas” hgavs, sadac kvela erti botlidan svams luds. ravi, ar minda dajereba, magram rom davupikrdi, sul mkidia. me sulac ar mjera imis, rom isetebi arian, rogor postebsac ceren. mase me azabocheni angelozi gamovdivar da vitom vaaaar?

    Like

    • ასეც ხდება ხოლმე 🙂 ყველა ისე წერს, როგორც ხედავ და გრძნობ სიტუაციას… ასე რომ, ყველა ისეთია, როგორც წერს.
      იქნებ ხარ კიდეც, რა ვიცი 🙂

      Like

  2. კაცმა რო გისმინოს სოციუმია თითქოს რაღაცნაირი, ერთგვარი კასტა 😛

    Like

  3. კნუტო, გეთანხმები!…იოოო…მე არ ვიცნობ ბლოგერებს, მაგრამ ეს არცაა საჭირო რომ მათზე წარმოდგენა შემექმნას…მათი პოსტები ხომ ლაპარაკობენ!?

    სასაცილოა, ვინც აქ აკომენტარებს, ყველა ამტკიცებს რომ “ასეთი” არ არის… ლოლ. მაშ აბა, სად ხართ “ასეთებო”, ნამდვილო ქართველო ბლოგერებო??…

    სინამდვილეში საქმე “ბლოგერობაში” კი არა, სწორედ “ქართველობაშია” მე თუ მკითხავ 😀 მავანნი სწორედ იმიტომ ხდებიან ბლოგერები, რომ ცხოვრებაში (პირადში თუ სხვა…) ისედაც არ უმართლებთ, ან ვერ რეალიზდებიან…წიპა ტავო. ბლოგი კი არის გამოსავალი…ვითომ. ყველაფერი ფსევდო ხომ საშინელებაა, და თავისუფლება მითუმეტეს.

    მოკლედ, მემაპაწიეთ, ცოტათი შემოვიჭერი ბლოგ–სამყაროში, კუდი გავიქნიე და გავედი!! :* :*

    Like

  4. კნუუტ შე წუპაკო 😀 აი ეს გაიფიქრეს წაკითხვის შემდეგ ნუ ზოგმა უარესიც 😀 დაიკიდე მომეწონა სიმართლის მარცვალი რომ ურევია რათ უნდა ბევრი საუბარი

    Like

    • 😀 ამდენი კომენტარი რომ მოჰყვა, უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ სიმართლის მარცვალი ურევია 😀

      Like

  5. გეთანხმები, ამ ბლოგომანიამ დამღალა რა…
    ისე კი, ბლოგერების პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცი, გამომდინარე იქედან, რომ არც ერთ მათგანს არ ვიცნობ და თან ბათუმში ვარ 🙂
    ისე კი, დიდად გაცნობის სურვილი მაქვს ვინმესი თქო რომ გითხრა, მოგატყუებ, რადგან ვინც ვნახე ფოტოზე თუ ბლოგერების შეხვედრის ამსახველ ვიდეოებზე, საშინლად გაწბილებული დავრჩი, ამიტომ მირჩევნია არ გავიცნო და ისეთები მეგონონ, როგორ პოსტებსაც წერენ…
    მხოლოდ ერთ-ორს გავიცნობდი და არა ოფიციალურ პომპეზურ შეხვედრაზე, ისე, თბილად…
    ”ბლოგერი” რაღაც სტატუსად იქცა, თუ ბლოგერი ხარ მაგარი როჟა ხარ, არ აქვს ,მნიშვნელობა რას წერ… (მეც მქინდა პოსტი ამ თემაზე ისე…)

    Like

    • რამ გაგაწბილა მაინც? ფოტოდან და ვიდეოდან ვერ გაიცნობ ადამაინს, მაქსიმუმ მისი გარეგნობა შეაფასო 🙂

      Like

      • გარეგნობითაც შეიძლება შეაფასო ადამიანი, ჩაცმულობით მიხვდები ”რა როჟაა” და აქ არ იგულისხმება სამოსის ღირებულება.

        ისე კი, არ გქონია შემთხვევა, როცა რაღაც წიგნის მიხედვით ფილმი გადაუღიათ და გაწბილებულხარ? სულ სხვა ”როჟა” გეგონა და სხვანაირად დახატეს… ხოდა, მე ზოგი ადამიანის ბლოგიდან მაქვს გარკვეული წარმოდგენები მათზე და გამიტყდა სხვა რომ აღმოჩნდა. ზუსტად ამიტომ, მირჩევნია ისევ ვირტუალურად ვიცნობდე…

        აი, ამან გამაწბილა.

        Like

  6. ისა, მე ახალი ვარ და არ მეგონა ბლოგერობა ამას თუ ნიშნავდა საქართველოში 😀 ნუ არც ისე ახალი ვარ რომ ბლოგერობის არა გამეგებოდეს რა მარა ეს ალბათ მაინც ყველას არ ეხება იმიტო რო შინაარსიანი და სასარგებლო ბლოგებიც ბევრია 🙂

    Like

  7. namdvilad ar gavxdebi blogeri arasodes :)))) prosta temebis kitxva da postva misworebs dalshe mkidia….

    rac shexeba shen posts ravici ra gitxra magram uzdeloba kai tipoba ar aris. nebismier qals sheulia roca moundeba titiqmis tu cota silamaze xels uwyobs kaci daitrios ase rom yvela meores tu micemen magari goimoba iqneba… moment me sul ar vapaseb eget qalebs 🙂

    nu rac shexeba kide gey bichunebs ravici ra gitxra aba yvelas tavis cxovreba aq da rogor davijero saqartveloshi xalxi ise daeca ro pidarastoba modashia … 😐

    nu rac shexeba choraobis temebs kide damijere mteli saqartvelo kiara mteli msoplio choraobs eg aravin ar tqvas da verc damajerebs rom iq sadgac sazgvreb garet adamianebi ertmanets ar choraven….

    nu chemi rcheva iqneba is ro iyavi iseti rogoric xar da damijere upro bednieri gamochndeba cxovreba da ara ragac nigbit tamshi damglelia…

    memgoni zogs gonia sisxli udugs da amdros m… :))))))))))))))))))))

    Like

    • მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ.. სწორედ ამიტომ მიწერია ეს პოსტი, ანუ ზუსტად ის, რასაც ვფიქრობ 🙂
      ჰომოსექსუალობა მოდაში კი არაა უბრალოდ.. ნუ არასწორად გაიგე,. დაიკიდე რა :დ

      ჭორაობაც ყველგანაა, გეთანხმები.

      აქ ხაზი გასმული იყო იმაზე, რომ სურთ იყვნენ თავისუფლები და ამის დასამტკიცებლად ყოველგვარ სიბნძურეს აკეთებენ.

      Like

      • nu gamodis rom tavisuplebas ‘nagavshi’ edzeben ?:)))

        xo ravici ravici yvelas ragac gadaxraa aq ra ubedureba kaci kac ar hgavs qali qals :))) zogs ciyvebi moswons zogs kide spiloebi :)) da tan rogorc chans amaze ise siamayit saubroben rom ravici me mgoni eg upro problema vidre ragac blataobis tema da sjobs eget drois adamianma psiqologs miakitxos….

        dapiqrdes yvela visac surs…iqneb sisxlis nacvlad sxva rame udugt…

        Like

  8. ჰმმ,
    პირველ რიგში პოსტი მომეწონა.

    მეორე რიგში, რაც აქ წერია, არ ვიცი, ყველას რამდენად ეხება, მაგრამ ცოტ–ცოტა რაღაცები მეც ვიცი ბლოგერებზე. ეს ალბათ სწორედ იმ ჭორაობის დამსახურებაა, რაზეც კნუტი საუბრობდა ამ პოსტში.

    ჯერ პირადად არცერთ მათგანს არ ვიცნობ და არც ის ვიცი, როდის გავიცნობ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ ჩემთვის მიუღებელი იქნება (თუ იმ ადამიანებს შევხვდები ოდესმე).

    რაც შეეხება განსხვავებულობას, იმაში არ გამოიხატება რომ ყველასთან დაწვე ან გეი იყო. მთავარია ტვნით სხვანაირად აზროვნებდე და არა სასქესო ორგანოებით. 🙂

    ვოტ ტაკ.

    Like

    • რა თქმა უნდა (საბედნიეროდ), ყველას არ ეხება 🙂

      ჰოდა , ცუდი ისაა, რომ მაგაში ხედავენ განსხვავებულობასა და “თავისუფლების” გამოვლინებსი გზებს 😀

      Like

  9. გინდ გეწყონოს გინდ არა, შინაბერა ქალის მონოლიგივითაა. განსაკუთრებით ჭორაობის კონსტანტაცია არ მომეწონა. ამ ქვეყანაში ყველა ისედაც ყველასა და ყველაფერზე ჭორაობს მამღმერთისა და მარიამის ურთიერთობების ჩათვლით. შესაბამისად ბლოგერებიც ჭორაობენ. მაგრამ ჩემი ჩათვლით კიდევ ერთი-ორი ბლოგერი ვიცი, საბედნიეროდ, რომელსაც არც ერთ ბლოგერზე ცუდი არასდროს არ უთქვამს, სულ-სულ არაფერი. შესაბამისად, მეგობრობითაც მხოლოდ მათთან ვმეგობრობ.

    Like

    • მე არ მითქვამს ცუდი არავიზე არაფერი, მაგრამ ჩემთან არ მეგობრობ 😐

      Like

    • ე.ი. ამხელა ბლოგოსფეროდან იმ 2-მაც უნდა დაგადოს, იმიტომ რომ ამწუთას თქვი უკვე ცუდი კნუტზე :დ

      Like

  10. wow,
    ძალიან მომეწონა ეს პოსტი.

    ფაქტიურად, ჩემი სათქმელი თქვი ))

    Like

  11. რა შუაშია ბლოგერობა? 🙂 პირდაპირ საოცრებებს დაწერთ ხოლმე 🙂 ზოგადად ორი ადამიანისგან შეიძლება შედგეს წყვილი ან არა. ბლოგერებს შორის ურთიერთობა ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ძაღლის გასეირნებისას გაცნობილ გოგოსთან ურთიერთობა – რომელიც ასევე ძაღლს ასეირნებდა, ან ჯგუფელის, კლასელის და ა.შ. შეყვარებ/შეგერლფრენდება. უბრალოდ, ადამიანთა გზები როცა რაღაცნაირად იკვეთება იქ დიდი შანსია, რომ წყვილი წარმოიქმნას, ესაა და ეს.

    რაც შეეხება ბი/ჰომოსექსუალობას – ნუ აბსოლუტურად არაადეკვატური რაღაც გიწერია :დ წიპა: “მოდაშია ახლა და იმიტომ” – Grow up people.

    Like

  12. ვერ გავიგე ბოლომდე პოსტის აზრი, სექსი არ უნდა ქონდეთ თუ არ უნდა უყვარდეთ? თუ ხანგრძლივად უნდა უყვარდეტ ერტმანეთი?
    მე მგონი ვის ვისთან რა ექნება და ვინ ვისტან და მის მეგობართან რამდენ ხანს იქნება არაა ცვენი საქმე. ისევე როგორც ჩვენი საქმე არაა ვინ ტამპონს გამოიყენებს და ვინ ჰიგიენურ საფენებს :დ:დ
    იმაში გთანხმები, რომ ბლოგერობა უკვე მარაზმში გადადის, რაღაც სექტის მსგავსი გახდა და მართლა წრესავით ჩაიკეტა. მე ვფიქრობ, ტუ გინდა ნამდვილი ბლოგერი იყო, სხვა ბლოგერები არ უნდა გაიცნო. პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ამას 😦
    ისე კი მაინტერესებს ცემზე რას წორაობტ ხოლმე :”> ნეტავ ცალი ტვალით სემახედა :დ:დ

    Like

  13. “ბლოგერებს სიყვარულში არ უმართლებთ..”

    გარკვეულწილად გეთანხმები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მარტო ბლოგერობის ბრალია..

    :ს

    Like

    • სიყვარული არ დამიწერია ვასასიკო, ურთიერთობები :* სიყვარულამდე რომ მივიდეს რომელიმე, ტაშით დავაჯილდოვებ 😀

      Like

  14. პ.ს. გეგეშიძეს რაც შეეხება. გენიალურია. ძალიან მომეწონა.

    Like

  15. მე ვარ სტაჟიანი ბლოგერი, თუმცა, მაინც ვერ დაგეთანხმები ამ ყველაფერში.
    მე გიცნობთ ყველას და არ მაქვს თქვენზე ეგეთი წარმოდგენა, რა წარმოდგენასაც ხალხს უქმნით ამ პოსტითა და მასზე კომენტარებით.

    შეიძლება მართლაც ბლოგერი ვერ იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც პირადში ხდება, ბლოგზე გადმოიტანოს და ვიღაცას ამით რაღაც არ მოეწონოს… უნდა შეინახო შენთვისაც ის, რაც წმინდაა და ყველას არ უნდა ჩააყოფინო ცხვირი პირადში. აი, ეს, სესაძლოა გახდეს უიღბლობის მიზეზი და არა ბლოგერის იარლიყი. 😉

    Like

    • დია, შენ აშკარად არ გეხებოდა ეს :* მაგრამ… რომ არ იცი მათი ამ ურთიერთობებს შესახებ, არ მჯერა…

      Like

  16. საქმე ბლოგში არ არის… საქმე იმაშია რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება, უბრალოდ რამდენმე ადამიანი ამაზე გუახდილად წერს.. ანუ, ჩვენ არ გვავალდებულებს ბლოგერობა რამენაირ ჩარჩოში ჩაჯდომას, თუნდაც თავისუფალი ურთიერთობების…. ასეთი ისტორიები, რასაც აქ კითხულობ, რეალში ათასობითაა.. თუ ტიპი გეია და ერთადერთი სადაც გახსნა შეუძლია საკუთარი ბლოგია, მე მას მივესალმები. არა როგორც წესების დამმხობს ან განსხვავებულს, არამედ როგორც ადმაიანს, რომელიც მიყვება მე, მეორე ადამიანს, რომელსაც მოსმენა მსიამოვნებს. მე იმიტომ არ მყოლია ბოიფრენდი, რომ ბლოგერობას ვაპირებდი და იმიჯი მჭირდებოდა… მე უბრალოდ საკუთარი სიყვარულის ისტორია მოვყევი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს გამოადგებათ რამენაირი დასკვნების გამოსატანად და სამომავლოდ გასათვალისწინებლად. საკუთარ თავშ ხაზი გავუსვი არა იმიტომ, რომ შენი სიტყვები გულზე მომხვდა, არამედ ჩემი მაგალითიდან მომწონს მსჯელობა.
    კნუტი, ყველა ვინც ვინმეს ქა;ლიშვილობას ან არაქალიშვილობას, ტამპონებს და ესეთ თემებს წამოიკიდებს ვერ აზროვნებს, მსუბუად რომ ვთქვა… ასე რომ მათზე დროის ხარჯვა არ ღირს… საერთო ჯამში, ბლოგერები კარგი ტიპები არიან ხოლმე ))) და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ურთიერთობა ჩემი კომენტარებს და ინფგაცვლას არ ცდება, ძალიან მიყვარან … შენც მიყვარხარ))) :*

    Like

    • ერთადერთი კომენტარია, რომელიც რეალურად მომეწონა 🙂 თავისი არგუმენტებით და ახსნით…

      მსგავს პოსტებს რომ ეკიდებიან, მაგაზე ვხალისობ ხოლმე, შენ კი ძალიან კარგად დაასაბუთე რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბლოგერების პრობლემა არაა და უბრალოდ ბლოგერები ამაზე გახნსილად საუბრობენ, ამიტომაც ჩანს…
      გმადლობ :*

      Like

  17. არცერთ სიტყვაში არ მოვერგე :დ
    გარდა იმისა რომ ბლოგერი ვარ და მეტი არაფერი
    ნუ ახლა არაფერი არ მეხება ამ პოსტიდან :დ

    Like

  18. ისა რა მინდა გკითხო და აი ზევით ჩამოთვლილთაგან არაფერი თუ არ გაგიკეთებია,არ გაგიჭორავს ბლოგერები და პირადი ურთიერთობებიც 1 წლის განმავლობაში ძლებს მაშინ შენ რა სტატუსი გაქვს? ბლოგერი არ ხარ?
    აი პოსტი კი ძალიან მომეწონა. 😉

    Like

    • როგორც მახსოვს შენ ჯერ ახალი ბლოგერი. + ბლოგერებს რეალში არ იცნობ. ასე რომ ყველაფერი წინ გაქვს

      Like

    • ჰო, არ ხარ ბლოგერი ქართული გაგებით, ან უბრალოდ არ იცნობ ქართველ ბლოგერებს 🙂

      Like

      • უი ხოო 🙂 მე ხომ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს 🙂
        ვნახოთ ვნახოთ რა მოხდება 🙂

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s