ბაიების დღე <3

დღეს ერთადერთი თავისუფალი დღე მქონდა. უფრო სწორად, ყველაფერი გადავდე, რომ თავისუფალი ყოფილიყო. + ამას, მამა სოფელშია, დედასაც ყაზბეგში მოუხდა წასვლა და სრულიად მარტო ვიყავი ❤

დილით არავინ მეჯუჯღუნებოდა მუსიკას დაუწიე, დროზე ადექი, ნუ დადიხარ შიშველი,გაცივდებიო,  ჭამისას ნუ კითხულობ და ა.შ. დორსებითა და ბითლზებით დაწყებული დღე ^_^

1–სთვის ნიკას გაღვიძება მოვახერხე როგორღაც (რაც მერწმუნეთ, საშინლად ძნელია) და ჩამოვიყვანე კიდეც რუსთავში. პოს ბაია უნდა გვენახა ❤  ისეთი საყვარელი ბაი ჰყავს…  ჯერ 2 თვისაც არ არის, ძლაიან ლამაზია .

თაია
პოს ცუცქნა გოგო ^_^

4–სკენ წამოვედით პოსგან და რა გული მომითმენდა ჩემი მოცუცქნული კნუტი არ მენახა? საუბარია ჩემი დაქალის ბავშვზე, ჩემს მომავალ ნათლულზე. ცნობისთვის 7 თვიანი დაიბადა და ძალიან პაწაწუნაა 😦

ვგიჟდები, ისე მიყვარს. ჩემი კნუტია ქეთო ❤ მარის აღარ ვუბრუნებდი, მე წავიყვან სახლში–მეთქი 😀

ამაზე უკეთესი ფოტო არ მაქვს 😦 რომ მაღირსებენ, განახებთ…

ჩემი კნუტი

აი, ასე გამომივიდა დღეს ბაიების და კნუტების დღე ^_^ ისეთ თბილ ხასიათზე მოვედი სახლში…

ვასასის სტატუსმა, სულ გათხოვებაზე მეკითხებიან და რა არის ამ პამპერსებში ასეთი კარგიო, ცოტა დამაფიქრა.
მეც სულ მასეთი დამოკიდებულება მაქვს: რა დროს გათხოვებაა, რა ბავშვი, რა ქმარი, ხომ არ გაგიჟდით? (არადა, რომ იცოდეთ, რამხელა შემოტევებს ვუძლებ. 😐 ყველა ნაცნობი, რომელიც მაქსიმუმ 2 თვე არ მინახავს, მაგ კითხვით იწყებს, აბა რას შვები, როგორ ხარ, ხომ არ თხოვდებიო 😐 )
მაგრამ… დღეს ქეთო რომ მყავდა გულზე მიხუტებული და ისე ტკბილად ეძინა, კინაღამ გადავიფიქრე )) მგონი, რაღაც კარგი პამერსების გაცვლაშიც კი არის 🙂

Advertisements

6 thoughts on “ბაიების დღე <3

  1. ჰაჰა..
    კნუტ, მაგ დროს უნდა უპასუხო: სექსი ქართულად მართლა გათხოვებას კი არ ნიშნავს-თქო..

    🙂

    Like

  2. ბავშვების რა მოგახსენო, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, მგონი მართლა არის რაღაც გათხოვებაში კარგი და გადავიფიქრო :დ

    Like

  3. ძალიან სიცოცხლეები არიან! მეც მინდა ბაია! ამათ გამო ღირს გათხოვება. მეტი ხეირი მაინც არაფერია ქმრისაგან 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s