საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ

(International Covenant on Civil and Political Rights)

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 16 დეკემბერს, 1966 (ძალაშია 1976 წლიდან). პაქტი იურიდიულად სავალდებულოა სახელმწიფოებისათვის. მასში თავმოყრილია მრავალი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება და თავისუფლება. მაგალითად, თვთგამორკვევის უფლება, მონობისა და წამების აკრძალვა, გაერთიანების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, საკუთარი შენარჩუნების უფლება, გამოხატვის თავისუფლება.

პაქტის თანახმად, შექმნილია ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოებს პაქტით გათვალისწინებულ უფლებათა დაცვაში. კომიტეტის სტრუქტურა შემდეგნაირია: შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან (მოსამართლეები ან სამართლის ექსპერტები, პროფესორები). სხდომები ტარდება წლის განმავლობაში სამჯერ. მოსაზრებათა გათქმა სხდომაზე არასავალდებულოა.

პაქტს დართული აქვს ორი ფაკულტატური ოქმი. პირველი ოქმის თანახმად, კომიტეტს ენიჭება უფლება, განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები სახელმწიფოს მიერ ცალკეულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ. მეორე ოქმი მიზნად ისახავს სიკვდილით დასჯის გაუქმებას. საქართველო ამ პაქტს 1994 წელს შეუერთდა.

სახემწიფო, როგორც უკვე აღვნიშნე, იურიდიულად ვალდებულია დაიცვას პაქტით გათვალისწინებული უფლებები, შეასრულოს კომიტეტის მიერ დაყენებული პირობა.

პირობის შესრულება შემდეგი საშუალებებით ფასდება: ანგარიში, ზოგადი ანგარიში, ინდივიდუალური მიმოწერა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s