თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ VOL 2

თეუსუს გარშემო გაუგებრობა და არეულობა გრძელდება. აღელვებული სტდენტები ფეისბუქზე შფოთავენ, აქციებს, ერთად დგომას ითხოვენ და ა.შ

უაზრობაა!

დღეს დაგვიანებით მივედი უნივერსიტეტში.  ამბავი დამახვედრეს, რექტორი (გურამ ჩუთლაშვილი), თვითმმართველობის თავმჯდომარე (შოთა მისაბიშვილი) და დებატ კლუბის პრეზიდენტი და უბრალოდ  აქტიური სტუდენტი (თამარ შერმადინი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან (დიმიტრი შაშკინთან) არიან შეხვედრაზეო. ორი ლექცია ველოდეთ ინფრმაციას. როგორც იქნა, მოვიდნენ და სააქტოში შევიკრიბეთ.

ყველაზე “საინტერსო” რექტორის გამოსვლა იყო, რომელიც რატომღაც ყველაფერზე ლაპარაკობდა იმის გარდა, რაც რეალურად გვაინტერესებდა. ანუ, დავრჩებით თუ არა უნივერსიტეტად, სად გადაგვიყვანენ, როდის გადაგვიყვანენ, როგორ დიპლომს გაგვირჭობენ პეროს ადგილას (თუ საერთოდ გაგვირჭობენ), საერთოდ რატომ აუქმებენ თეუსუს, რატომ და რა უფლებით არღვევენ ხელშეკრულებას და ა.შ. ჰო, ახსენა 2 ფაკულტეტის გაერთიანება, კარგად ვერ გავიგონე, მაგრამ თუ მართლა ეკონომიურისა და იურიდიულის გაერთიანება იგულისხმა ( და მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ საკუთარმა ყურებმა მიღალატეს), ვის როგორ წარმოგიდგენიათ ამ 2 სრულიად განსხვავებული ფაკულტეტების გაერთიანება და სწავლა?

სამაგიეროდ, გვამცნო, რომ ამ “ოპტიმიზაციით” (განვმარტავ – ოპტიმიზაცია დღეს თურმე გაუქმებას ნიშნავს. “შაშკინური ლექსკონი”, გვ.666. ოპტიმიზაცია [&ლტ; ლათ. ოპტიმუს საუკეთესო] – მრავალი შესაძლებელი ვარიანტიდან ოპტიმალური ვარიანტის ამორჩევის პროცესი-უცხო სიტყვათა ლექსიკონი) ამერიკულ-ევროპულ სტანადარტებში ჩავჯდებით, ჰარვარდში, ოქსფორდში, კოლუმბიის და იელის (ჩემი ტკივილი :S) უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება მოგვეცემა. (ჩემი კითხვა ამ თემაზე – უნივერსიტეტის გაუქმება კოლომბიური სტანდარტია-მეთქი? რატომღაც დაიგნორებული დარჩა 🙂 ) ბავშვები კითხვებს ფურცელზე დაწერილს აწვდინენ თავიდან და მესაბიშვილი და შერმადინი მართლა ცდილობდნენ პასუხების გაცემას, მაგრამ ამ დროს ჯიმიმ – მესამე სართულიდან დაგვირეკეს, იმდენი ხალხია სააქტოში, ჩაინგრევა სადაცაა და სტადიონზე ჩადითო 😀 ლირიული გადახვევა: თუ მეოთხე სართულის ჩანგრევის საფრთხე შექმნა 100-ოდე სტუდენტმა, იქნებ მართლაც გასაუქმებელია? 🙂 (ნუ მცემთ თეუსუელები :D)
სტადიონზე რა ქნეს აღარ დავინტერესებულვარ, წამოვედი. ბევრად საინტერესო და სასიამოვნო საათები გავატარე (blush) ❤
მოკლედ, რაც გავარკვიე იმ დომხალში არის ეს მცირე ინფორმაცია: იანვრამდე ვრჩებით თეუსუს ძველ შენობაში, ანუ სადაც ახლა ვართ, სწავლის სისტემა ლექტორები და საერთოდ ყველაფერი იგივე რჩება, თუმცა გაუგებარია ინავრიდან გადაგვიყვანენ თსუ-ში თუ 2011 სასწავლო წლიდან. ამასთან გარკვა, რომ ამ წლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს თსუ-ს დიპლომებს მისცემენ უკვე.

P.S. საინტერესოა, ტურიზმის ბავშვებს რა ეშველებათ? ეგ ფაკულტეტი საერთოდ არაა თსუ-ში 🙂
ეს ფოტოც ბონუსად, იქნებ თეუსუში გადაღებული უკანასკნელი ფოტოა 😀

ნათ, შენი ფოტო მასუქებს 😀

 

Advertisements

11 thoughts on “თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ VOL 2

  1. “რექტორი (გურამ ჩუთლაშვილი)” ავთო ქვია

    “და მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ საკუთარმა ყურებმა მიღალატეს” გიღალატეს 🙂 ტურიზმს აერთებენ ბიზნესი და მართვასთან თუ მენეჯმენტტან.

    მე4 სართულის ჩანგრევაზე მაგრა მოიტყუე 🙂 ხალხი ვერ ეტეოდა და მაგ პონტში ამბობდნენ იქ ჩავიდეთო.

    ხოდა ვეთანხმები აზრს რომ ლექტორების და სტუდენტების უფლებები საშინლად დაარღვიეს, მაგრამ მგონი იგივე სწავლის სისტემით ვაგრძელებთ მე4 კურსის სტუდენტები რაც აქამდე იყო და თსუ-ს დიპლომს ვიღებთ და კრედიტებსაც იმ საგნებისას გვანიჭებენ რაც ამ უნივერსტეტში გავიარეთ, ხოდა საჩხუბარი მგონი არც არაფერია. მე პირადად თსუს დიპლომი მირჩევნია. ნაღდად არ მინდა ისეთი უნივერსტეტის დიპლომი მედოს სახლში რომელიც რეალურად აღარ არსებობს.

    Like

    • იმდენად შეუმჩნეველია რექოტრი საკუტარ უნივერსიტეტში, რომ სახელიც კი არ ვიი ზუსტად ^_^ ჩემი შემცდომაა.

      კიდევ კარგი, მიღალატეს 🙂

      არ ომიტყუებია, ჯიმიმ თქვა, ეს ნამდვილად გავიგეთ იქ მყოფება და კარგადაც ვკაიფობდით )))

      მე–3 კურსელებს რა გვეშველება , არაფერი ვიცით და ეს მაწუხებს.. თორემ მეც ნამდვილად თსუ მირჩევნია )

      Like

      • ყველანიო თეუსულებიო მაღლივში ისწავლიანო.. ჩვენთან მეორე კორპუსში მალე რემონტი უნდა დაიწყოს და ვერ დავეტევით ისენიც რომ შემოგვიერთდნენო.. რავი ეგრე ამბობენ და

        Like

  2. ისე თეუსუელებმა კი უნდა დასცხოთ ყიჟინა და კი უნდა დადგეთ ხელებზე სიხარულით…

    Like

    • ეს რა პროვოკაციული პოსტია რაარის.. რა გვჭირს საიმისო რო სიხარულით ხელებზე დავდგეთ?
      მეგობარი სწავლობს თსუ ში და ლექტორის მოსმენის გარდა ყველაფერს ვაკეთებთო, ვისაც სწავლა უნდა ნამდვილად არ უხარია თეუსუ_ს მიერთება როიცოდეთ…

      Like

      • კარგი–თქო რა…არიან ისეთებიც არაფერს რო არ აკეთებენ და მე–13 სემესტრში სწავლობენ სამართლის თეორიას… რა გჭირთ და ოქროს თევზი რო დაგეჭირათ, უკეთესს ვერც ინატრებდით… მე არ ვარ თსუ–ელი, მარა ვიცი მანდაური სიტუაცია…

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s