თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

გუშინ ფორუმსა და ფეისბუქზე ჭორი გვარცელდა, თეუსუს თსუ–ს უერთებენო.  გამიხარდა.

ეს მარტივად, ახლა ცოტა გავშალოთ, რაც ხდება.

თავიდან არ დავიჯერე, ხუმრობად მივიჩნიე და გულიც დამწყდა, რადგან თეუსუს მიმართ ჩემი განწყობა და უკმაყოფილება , უმეტესობამ იცის… დღეს უნივერსიტეტში მისულს პანიკა დამხვდა, თსუ–ში გადავყავართო. ბევრს მოსწონს ეს ამბავი, უფრო მეტი კი უკმაყოფილოა, საღამოს ფეისბუქზე შესულს უკვე აქციების ორგანიზების ამბები დამხვდა 🙂

სისულელეა ეს ყველაფერი, მე მიხარია და მინდა კიდეც, რომ შეუერთონ თსუ–ს.  რატომ არ უნდა მიხაროდეს რამოდენიმე უფრო კარგი ლექტორი, უფრო კარგი სწავლების სისტემა, მხოლოდ საჭირო საგნები (განსხვებით მიკრო–მაკრო ეკონომიკისაგან, რაც თეუსუში გამატარეს), მეორადი პროფესია და ელემენტარულად, რომ ვიტყვი თსუ–ს სტუდეტი ვარ–მეთქი , აღარავინ ჩამეკითხება ეგ რომელია? ეკონომიკურ ურთიერთობათა? კი, მაგრამ მაგას იურიდიული რად უნდაო 🙂

თსუ–ში გადასვლა პირველივე კურსიდან მომინდა, როგორც კი თეუსუს სწავლების შიდა სისტემას გავეცანი. არ დამიწეროთ ახლა კომენტარებში, თუ თსუ გინდოდა, თეუსუში რატომ ჩააბარეო. შემაცდინეს, ბატონო, მითხრეს, რომ მანდ უკეთესი სწავლააო, პირველივე თეუსუ ჩავწერე და დავრჩი კიდეც გაღიმებული 🙂

რომელი სჯობს? =)

ეს სუბიქტური მოსაზრებები, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამით ჩვენი უფლებები ირღვევა  და როგორც იურისტს, არ მომოწონს ეს ამბავი. რატომ არავინ გვიხსნის მიზეზებს? რატომ არავინ გვეუბნება სწავლის როგორი სისტემა გვექნება? დაგვჭირდება თუ არა კრედიტების დაგროვება, რაც არ გაგვივლია? ყველაზე ცუდ ვარიანტში მაინც მე–4 კურსელები არიან, რომლებსაც თეუსუს უაზრო სწავლის სისტემის გამო თსუ–ს მე–4 კურსლებთან შედარებით აშკარად სხვა საგნები და კრედიტები ექნებათ.

არც ისაა გარკვეული რა ელით ლექტორებს. უმუშევრად რჩებიან?  ამ შუა სემესტრში? აქაც უსამართლობას აქვს აშკარად ადგილი.

და საერთოდაც, ვუნდივართ კი თსუ–ელებს? 😀

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიხარია თსუ–სთან გაერთიანება და თუ გინდათ ჩამქოლეთ 😀

P.S. 1 კარგი რამ ნამდვილად აქვს ამ ამბებს, კონფორმისტი თეუსუელი სტუდენტები გამოფხიზლდნენ 😀 თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაცებსაც კი გეგმავენ თეუსუს გამო 😀

19 thoughts on “თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

  1. მე თსუ-ს ეკონომიკურითაც ძალიან კმაყოფილი ვარ,სუსტი ნამდვილად არ არის,ნუ მოხვალთ და ნახავთ 🙂 გელოდებით,ცოტა პროტესტის გრძნობა მქონდა,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ თეუსუს სტუდენტების მხრიდან მესმოდა ისეთი საზიზღრობები…(მაგ: წინასწარ მძულს მაგლივი,ან აუ რა თსუ,გადაოობთ?ჩემი თეუსუ მინდაა :დ) გილოცავთ და გელით :))

    Like

  2. თუ თსუ გინდოდა, თეუსუში რატომ ჩააბარეო <<<—— მეორე კურსიდან მოყოლებული ამას მეკითხებიან : : :))))))) მე მინდოდა თსუ-ში გადასვლა მარა რამის მცემეს სახლში რო ვთქვი, ხოდა თუ მუჰამედი არ მივა მთასთან მთა მივა მუჰამედთანო და თსუ მოვიდა ჩემთან. მე4 კურსელი ვარ მარა მაინც მიხარია თსუ-ს დიპლომი.

    Like

    • მე არც უნივერსიტეტები რომ ჩამოვწერე, მაშინ მიკიტხავს ვინმესთვის აზრი და არც გადასვლაზე… უბრალოდ თსუ–ს მობილობა არ ჰქონდა.

      Like

  3. ჰმმმ, მე ცოტა სხვა ინფორმაცია მაქვს… თეუსუს კი არა სხვა უნივერსიტეტზეა საუბარი…

    Like

  4. გვინდიხართ თეუსუელები, ნოუ ფრობლემ : D შენ ნამდვილად გაგიმართლა შენი უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით, ჩვენთან იურიდიული ფაკულტეტი მართლა ყველაზე ნორმალურად ითვლება. გილოცავ : ))

    Like

  5. ვაიმეეე თსუ-ში რა გინდაა ? მძულს თსუუუ. ნეტა ფეხი მომტყდომოდა და აქ არ შემედგა ფეხი. ფუ. არ შეცდე და თსუ-ში არ გადმოხვიდე

    Like

  6. რაღა დროს თსუ_ა :))
    ისე მაგ უნივერსიტეტს ძალიან ძლიერი რეფორმების მეტი არაფერი უშველის.ვგონებ,რომ ასეთი ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა,შესაბამისად ვერც თსუ_ს პერსპექტივას ვხედავ…ახლო მომავალში 🙂

    Like

  7. აშკარად გეტყობა რო სამართალზე სწავლობ :))
    რა ჯანდაბა მინდა თსუ_ში..
    მაღლივი რო მდომოდა იქ ჩავაბარებდი თავის დროზე.
    ფუ უკვე გული მერევა რო წარმოვიდგენ იქაურობას

    Like

  8. aravin gqolavt xalxo, ubralod TSU shi iuridiuli ufro dzlieria da ekoniomiuri dz sustia, motxe kursze var da axla tu tavidan momiwia sagnebis gavla dz gamiwirdeba da bevri chemi megobaric chems dgeshia, is 3 wlis shroma rato unda chameyaros wyalshi ar mesmis :((((

    Like

    • თან ეგრევე 😀
      მაგრამ, ანასი წმინდა ჰუმანური პოსტი იყო, ჩემი შედარებით იურისტის გადმოსახედიდან, კნუტის შერეული 😀

      Like

  9. მეც მიხარია (სუნ) არც მე ჩამქოლოთ (ნოდ)

    ხო და უსამართლობას მაინც აქს ადგილი 😦

    პ.ს თითქმის ერთნაირი პოსტებია 😀

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.