ჭირის ტენდერი =)

წუნია ვარ… ჰო, ზედმეტად წუნია ვარ, როცა საქმე რამის ყიდვას ეხება. უფრო სწორად, ბევრს დავბოდიალობ, არაფერი არ მომწონს (ან რაც მომწონს ფული არ მყოფნის :D) და ა.შ.

ახლაც ამ გასაჭირში ვარ: მესაჭიროება ზამთრისთვის ქურთუკი, დავიარე ბაზრები (ბევრი ფეშენ ბლოგერისგან განსხვავებიტ “ვაღიარებ” ,რომ მშვენივრად მაცვია ბაზრობზე ნაყიდი ტანსაცმელი 😀 ), მაღაზიებიც, სადაც ასე თუ ისე შევძლებდი მეყიდა რამე, მაგრამ crap! როგორც ყოველთვის, არაფერი არ მომწონს 😦

პრადა. პრიალებს :შ არადა, სტილი მომწონს...

ინტერნეტიც კი გადავქექე სასურველი მოდელის ძებნისას, რომ მიახლოებით მაინც მცოდნოდა რა მინდა, მაგრამ… 😦

dislike
dislike ესეც 😦

ჰოდა, ძვირფასო მკითხვლნო, ცხადდება ტენდერი… როგორც ოფიციალურადაა,ხოლმე, ბარემ ისე დავწერ 😀

შპს “კნუტი” აცხადებს საერთაშორისო ტენდერს ქურთუკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 😀

  • შესყიდვის ობიექტი– ქურთუკი
  • პირობები –ქურთუკი აუცილებლად უნდა იყოს მოკლე (წელამდე),  კაპიუშონით, ჯიბეებით (გვერდზე))
  • ფასი – მაქსიმუმი 150 ლარი (ვიცი, რომ გამიჭირდება ამ ფასში რაიმის არჩევა….  ვიცი–მეთქი, ნუღარ დაწერთ კომენატრში. ვიციიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი 😀 )
  • ფერი – სასურველია, არ იყოს შავი.

ვბოდილობ რაღაცას, მაგრამ გამიწირდა და მიშველეთ რაცხა :შ არ გეგულებათ რამე? :შ

ცოტა განსხვავებულიც იდოს, რა ვიცი...

ჩასწორება 30.10.2010 : დღეს ვიყიდე უკვე, აკმაყოფილებს ყველა პუნქტს გარდა ერთისა, შავია 😦

17 thoughts on “ჭირის ტენდერი =)

  1. viaddress. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება.

    Like

  2. აუ ყველაზე ძაან მეზიზღება თმების შეჭრა და შოპინგი. თმების შეჭრა იმიტომ, რომ 20-30 წუთი 1 პოზაში გაუნძრევლად უნდა იჯდე, ხოლო შოპინგი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირს ისეთი რაღაცის პოვნა, რაც მომეწონება და თან ფასიც მისაღები იქნება. ძირითადად, პირველად მალსში მივდივარ, იმის მოლოდინით რომ რამე ნორმალური დამხვდება, მაგრამ სულ ერთი და იგივე ნაგავი………….

    აი ბაზრობის ის ვერ დავამუღამე რა სად იყიდება, ხოდა მთელი ბაზრობის მოვლის თავი არ მაქვს, ამიტომ არ მივდივარ ხოლმე. თან ჯინსის ყიდვა თუ მინდა ვიცი რო ბაზრობაზე ბიჭის სლიმ და სკინი ჯინსები არ არის ხოლმე …..

    Like

  3. მარა შეკერილი შეიძლება ისე არ/ვერ დაგადგს როგორც გინდა და მერე უნდა მოკვდე.
    ხო და, ისევ წანწალი სჯობს :)) ადრე თუ გვიან გამოჩნდება რამე

    Like

  4. მარტივი გამოსავალი ვიპოვნე : შევარჩიე ინტერნეტში სასურველი მოდელი და დედაჩემს ვაკერინებ :დ მალე იხილავ შენც და შემიფასე :))) ჩემი შავია წითელი კუბოკრული სარჩულით :დდდ

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.