შემოდგომა ყაზბეგში

ეს შაბათ-კვირა , უქმეები, დასვენების დღეები (ან როგორც ქართულ-სნობურად იტყოდნენ “უიქენდი”) ყაზბეგში გავატარე.

თავიდან დილემა მქონდა: თბილისობა, ბავშვებთან ერთად ბოდიალი , კვირას კი ბლოგერებთან ექსკურსია თუ მთელი 2 დღე ყაზბეგი, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად.

საბოლოოდ ყაზბეგის სიყვარულმა მძლია :))

ვინც არ მიცნობს, არ იცის და ვინც მიცნობს, იმან ცოტათი მაინც იცის ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული ყაზბეგის მიმართ. ზაფხული საშინლად მიყვარს , 1 მთავარი მიზეზი კი ნამდვილად ყაზბეგია ❤ მთელი წელი ვიხრჩობი აქ, ზაფხულობით კი იქ ვისვენებ, მართლა ვისვენებ ხოლმე, სრული ამ სიტყვის  მნიშვნელობით. სულიერად, ფიზიკურად, გონებრივად… ძალებს ვიღდგენ, ვიცლებ ყოველგვარი უარყოფითისგან და ა.შ. თუ არ გახსოვთ ჩემი ყაზბეგიდან დაბრუნებული  პოსტები , იმასაც გეტყვით,რომ საკუთარი სამყარო მქონდა იქ მოწყობილი ამ ზაფხულს: ფაქტობრივად მარტო სახლში, აივანზე თბილ პლედში გახვეული,  დიდ ჩაის ჭიქაზე გამთბარი ცხვირი და ხელები, საყვარელი ფილმები…

მომაწვა მოგონებები )) ჰოდა, რას გიყვებოდით. ყაზბეგში ზაფხულის გარდა არ ვიყავი ნამყოფი სხვა დროს. და ახლა, შანსი რომ მომეცა შემოდგომაზეც მომენახულებინა ექსკურსიის გამო ვერ “გავმზავდი”.   მინდა დაგარწმუნოთ, რომ ღირდა 🙂

გადიხარ თბილისიდან და ფერები ისე იცვლება მთისკენ… თავიდან ვერც ამჩნევ. თუმცა ფასანაურისკენ უკვე ისეთი საოცარი ფერები ედო ტყეს, მანქანის შუშაზე ცხვირმიჭყლეტილმა ვიარე ყაზბეგამდე 🙂 წითელს, მწვანესა და ყვითელს აღარ მოვიხსენიებ ხოლმე, ეგ თავისთავად.. მაგრამ ეს სამი ფერი ისე იცვლებოდა, მიმიქარავს ვერნილაკის ნებიმიერი კატალოგი 😀 მუქი ვარდისფერი, შვინდისფერი, იისფერიც კი… ❤ უმმ.. ულამაზესია. ამ ყველაფერს დაუმატეთ ხეობებში ალაგ-ალაგ ბამბის ქულებივით ჩავარდნილი ნისლი, თოვლით დაფარული მთის წვერები და მიიღებთ ულამაზეს პეიზაჟს. უკან დაბრუნებულმა ერთ ხეობაში იმდენად ქვემოთ გადაჭიმული  შევამჩნიე, რომ პატარა ბავშვივით ვჭყლოპინებდი, შეხედეთ რა ლამაზია -მეთქი. არადა, მართლა ულამაზესი იყო. გუდამაყრის ხეობაში ჩვარდნილი ცისარტყელა და ამ ცისარტყელის ფერებით მორთული მთები ❤


ერთადერთი ნაკლი ჰქონდა ჩემს ყაზბეგურ ვოიაჟს: ფოტოები ვერ გადავიღე. შესაბამისად ვერ გაჩვენებთ ამ სილამაზეს :შ

სიტყვაზე მენდეთ რა… მართლა ულამაზესი იყო.  გიტოვებთ გუგლში ნაპოვნ ფოტოებს…. არაა იმ სილამაზის ფერი, რაც რეალურადაა, მაგრამ მაინც…
ბონუსად, მირზაშვილის შემოდგომა
პ.ს. გაგიგონიათ ოდესმე წოროს შესახებ? ეს მცენარე საქართველოში მგონი მხოლოდ თუშეთსა და ყაზბეგში ხარობს. რუსულად рябина ჰქვია თურმე. ძალიან ლამაზი ფერი აქვს… იჭმევა პირველი ყინვა რომ მოხვდება, მხოლოდ მას მერე…

Advertisements

10 thoughts on “შემოდგომა ყაზბეგში

  1. მმ რა მაგარია
    მე შემოდგომის სანახავად ბორჯომში წავედი, მაგრამ შენი აღწერით ყაზბეგში უფრო მაგარი პეიზაჟები ყოფილა

    Like

  2. არასოდეს ვყოფილვარ ყაზბეგში და ძალიან მაინტერესებს როგორია. შენი მოყოლილიდან მართლაც გადასარევი ჩანს.

    Like

  3. ააა გავსკდი გულზეეე 😦
    მეც მინდა ყაზბეგში
    აუუუუ <3<3

    პ.ს წორო მაგარია 😀 მარა მე არასოდეს მიჭამია.. გემრიელია ნეტა?

    Like

    • ცხვარიჭამია მინახავს ნათ 🙂 დამიჯერე, ყაზბეგზე ლამაზი ვერასდროს იქნება (ნოდ) ვერ შეოდგომაზე, ვერც ზაფხულში, ვერც ზამთარში (ნოდ)

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s