TBC, Smarty და 13 :)

ჯოჯოხეთიდან უხეში ნახტომი იქნება შემდეგი პოსტი, მაგრამ იმდენად განვიცდი პოსტების სიმწირეს (უფრო სწორად, წერისთვის დროის უქონლობასა და სიზარმაცეს), რომ გადავწყვიტე მოგიყვეთ ხოლმე იმ ყველა ღონისძიებაზე (ვისაც გაიუხარდება აქ ივენთსაც დავწერ), რომელსაც ვესწრები, ვმონაწილეობ ან ვაწყობ. არადა, აშკარად ბევრია,  ყველაზე რომ ვწერო, დღეში მინიმუმ 1 პოსტი მექნება 😀

ჰოდა….

სულ ბოლო გახლდათ გუშინდელი TBC Smart Club-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოვება ამირანში FaceBook-ის გვერდზე აქტიური წევრებისათვის, რა თქმა უნდა, მე არაფერ შუაში არ ვიყავი 😀 ანუ, არ ვაქტიურობ ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეს, რაღაც კონკურსივით იყო, სურათზე კომენტარის დატოვებით შესაძლოა მოსაწვევი მიგეღო ამ დაჯილოდოვებასა და შესაბამისად ფილმ 13-ის პრემიერაზეც. პირველად გავრისკე და მივიღე კიდეც ^_^

მცირე შეფერხება, დიალოგი სახლში:

-სად მიდიხარ?
-ამირანში.
-მარტო? კინოში მარტონი მხოლოდ გიჟები დადიან  😀

სასიამოვნო ფაქტი: ადგილზე მისულს უამრავი ნაცნობი დამხვდა 🙂

ბევრი ვიბოდიალე უკვე, გადავიდეთ მთავარზე: საკმაოდ კარგად ორგანიზებული “ივენთ-ღონისძიება-დაჯილდოვება” იყო 🙂 დაჯილდოვების გარდა კიდევ ბევრ საჩუქარსაც ათამაშებდნენ, მაგრამ ჩემი უიღბლობისა და გამო, მე რა თქმა უნდა, არაფერი მომიგია 🙂 ისე, Mari Sociopath-ს ისე უნდოდა მოგება, მისი ნომერი რომ ამოჰყოლოდა ამ გოგოს ხელს უფრო გამოხარდებოდა, ვიდრე ჩემი საკუთარი უიღბლო 11 ნომრის დანახვა 😀

გათამაშება.როგორ მინდოდა 11 ნომერი ამოეღო 😀

ფენი, ბენეტონის ვაუჩერები და 3 დღიანი საგზური ვერა, მაგრამ უფასო პოპკორნი და პეპსი მივიღეთ 🙂 სამწუხაროდ, სრულიად მარტო აღმოვჩნდი, გვერდიT არავინ ნაცნობი არ იჯდა 😦

 

მე,Mari Socoipath, Sany Evans , Grishmisha ჩვენი უიღბლო ბილეთებით 😀

 

თვითონ ფილმ 13-ს რაც შეეხება , კარგი კინომანი მე არ ვარ და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოკრძალებული, სუბიქტური შეფასებით, ღირს ერთხელ სანახავად. შინაარსი სცენარი, ფაქტობრივად იგივეა, რაც წინა ვერსია, მსახიობების ცვლილებაა მხოლოდ. ყველაზე მეტად მიკი რურკის გმირი მომეწონა 😀 ყველაზე ძალიან  მთავარი გმირის შემსრულებელი წინა ვერსიაში, პატარა ბაბლუანი მომაკლდა. (რა ვქნა, მესმიპატიურება ეს ყმაწვილი :D)

(wasntme)

სახლისაკენ მიმავალს გზაზე Doin.Ge-სთან საშინლად  ზეინტელექტუალურ-სნობური საუბარი მქონდა 😀

ფაქტობრივად, სასიამოვნო დღის, ასევე სასიამოვნო დასასრული იქნებოდა მარშუტკის ლოდინისას ვიღაც მოდებილო ტიპს რომ ნერვები არ მოეშალა 😐

Advertisements

6 thoughts on “TBC, Smarty და 13 :)

  1. …და თან რა არასნობურ გარემოში. ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ თვალები მორცხვად დავხაროთ და დავფიქრდეთ შეკითხვაზე: ბოლოს რამდენი წლის წინ იმგზავრეთ მეტროთიო 🙂 აფსუს, რა შორია სნობობამდე 😛

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s