ჩემი ჯოჯოხეთი

სადღაც წავიკითხე ამას წინათ, ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვსო. რისიც ეშინია, ეზიზღება, აწუხებს ეს ყველაფერია მისთვის ერთად თავმოყრილიო.

თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩემი ჯოჯოხეთი აქ ყოფილა, თქვენს შორის.

ისიც წავიკითხე სადღაც, ადამიანებს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა უჭირთო. ამაშიც გეთანხმებით, უმეტესობა ასეა. მათი ლოცვა კი ასე იწყება: “ღმერთო, დამეხმარე,” გრძელდება პრობლემით, რომლის გადაწყვეტაც უნდა და სრულდება (იშვიათად) იმ დაპირებით, რომელსაც აღასრულებს მისი თხოვნის ასრულების შემთხვევაში.

ჩემი ლოცვა იწყებდა, გრძელდება და სრულდება ასე : ” ღმერთო, გთხოვ, აქედან წამიყვანე. უბრალოდ აქედან წამიყვანე, მეტი არაფერი მინდა.  ვიცი,რომ კარგ ადგილას ვერ მოვხვდები, მაგრამ მაინც. წამიყვანე, გთხოვ.”

მგონი დამსაჯეს და აქ ჩამომაგდეს. ესაა ჩემი ჯოჯოხეთი: როცა არაფერში გიმართლებს, როცა პატარ-პატარა სიხარულებით ცხოვრობ და უკეთესი არაფერი განგიცდია, როცა არავის უყვარხარ, როცა ყველასგან გაქცევა გინდა, როცა ადამიანებს ბოღმით სავსე, უკეთურ, ვერმოაზროვნე და ბოროტი სულის ტიკინებად აღიქვამ, რომლებიც აუცილებლად იმართებიან ვიღაცეებისგან, როცა იცი, რომ ჩადენილის გამო აუცილებლად მოგეკითხება, მაგრამ იხტიბარს არ იტეხ, როცა ამ ბოროტ ტიკინებთან ურთიერთობა და მათთვის გაღიმება გიწევს, როცა … კიდევ რამდენიმე როცა და იქნებ დამეთანხმოთ კიდეც, რომ ეს მართლაც ჩემი ჯოჯოხეთია.

თქვენი ჯოჯოხეთი როგორი წარმოგიდგენნიათ?

წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯოხეთში ღმერთისაგან განშორებას ნიშნავს. „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა (მათე 25,41), – ეტყვის მათ მართალი მსაჯული, – არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი” (ლუკა13,27)

“ჩემს უკან სუფევს ტანჯვისა და ცრემლთა ქალაქი,
ჩემს უკან სუფევს უნაპირო, უსაზღვრო სევდა,
ჩემს უკან შავი სამყაროა სულთ წარწყმენდილთა.

მართლმსაჯულება ფუძედ ჰქონდა ჩემს დიად შემქმნელს,
მე ვარ ნაყოფი ღვთაებრივი ძალმორჭმულების,
უმაღლეს სიბრძნის და პირველი სიყვარულისა.

ჩემს გაჩენამდე წარმავალი არ არსებობდა,
მარადიული ყოფნა არს ჩემივე ხვედრი.
თქვენ, აქ მოსულნო , იმედები დატოვეთ ყველა!

ჯოჯოხეთის ბჭეს ეს სიტყვები ეწერა შავად.”
დანტეს ჯოჯოხეთი

pic by Gustav Dore დანტეს ჯოჯოხეთის ილუსტრაცია

პ.ს. ღმერთო, წამიყვანე რა….

Advertisements

15 thoughts on “ჩემი ჯოჯოხეთი

  1. jojoxetia roca sayvareli adamiani moulodnelad ise gagwiravs rom verc ki wramoidgen, saertodac getnaxmebi ro es coxvreba jojoxetia taviseburi magram mainc ))))

    “ესაა ჩემი ჯოჯოხეთი: როცა არაფერში გიმართლებს, როცა პატარ-პატარა სიხარულებით ცხოვრობ და უკეთესი არაფერი განგიცდია, როცა არავის უყვარხარ, როცა ყველასგან გაქცევა გინდა, როცა ადამიანებს ბოღმით სავსე, უკეთურ, ვერმოაზროვნე და ბოროტი სულის ტიკინებად აღიქვამ, რომლებიც აუცილებლად იმართებიან ვიღაცეებისგან, როცა იცი, რომ ჩადენილის გამო აუცილებლად მოგეკითხება, მაგრამ იხტიბარს არ იტეხ, როცა ამ ბოროტ ტიკინებთან ურთიერთობა და მათთვის გაღიმება გიწევს, როცა … კიდევ რამდენიმე როცა”

    Like

  2. […] ჯოჯოხეთიდან უხეში ნახტომი იქნება შემდეგი პოსტი, მაგრამ იმდენად განვიცდი პოსტების სიმწირეს (უფრო სწორად, წერისთვის დროის უქონლობასა და სიზარმაცეს), რომ გადავწყვიტე მოგიყვეთ ხოლმე იმ ყველა ღონისძიებაზე (ვისაც გაიუხარდება აქ ივენთსაც დავწერ), რომელსაც ვესწრები, ვმონაწილეობ ან ვაწყობ. არადა, აშკარად ბევრია,  ყველაზე რომ ვწერო, დღეში მინიმუმ 1 პოსტი მექნება […]

    Like

  3. მეც მხოლოდ ეგ სურვილი და თხოვნა მაქვს! ოღონდ ღმერთს არ ვთხოვ, საკუთარ თავს ვთხოვ და მოვთხოვ და იმედია გამოვა ყოლიფერი!

    ეგრე მძაფრადაც ნუ აღიქვამ, მთალდ ჯოჯიხეთიც არ არის 😉

    Like

  4. ჩემი ჯოჯოხეთი? ალბათ უადამიანოთ, გრძნობების გარეშე, ემოციების გარეშე,სიყვარულის გარეშე, მეგობრების გარეშე,ამათის გარეშე… და იმ ყველაფრის გარეშე რაც ეხლა მაქვს

    Like

  5. მომეწონა პოსტი.. რაღაცნაირად საინტერესო წასაკითხი იყო..
    რომწარმოვიდგინე ჩემიჯოჯოხეთი.. :ს არმინდა ე.. :ს
    რასაშინელებაა :სს
    აა, მომეწონა პოსტი ძალიან

    Like

  6. ამასწინად რომელიღაც ბლოგზე ცხოვრების მშვენიერებაზე წავიკითხე პოსტი და ვარდისფერი სათვალის მოხსნა ვურჩიე… შენ კი შავი სათვალის მოხსნას გირჩევ 🙂

    Like

  7. ხოდა არ უნდა გაგეცნო ეს ბლოგერები, სულ მაგას ვჩიჩინებ…;დ

    პრინციპში მგონი ყველა ბლოგერისთვის ეგაა ჯოჯოხეთი ;დ ყველას სხვაგან გვინდა ;დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s