პუდრი,რომელიც სევდას დაფარავს

ყველა დაფიქრებულა იმაზე, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი,გარეგნული მხარე თუ შინაგანი სილამაზე… ჩემთვის 16 წლამდე რომ გეკითხათ,  აუცილებლად ასეთ პასუხს მიიღებდით (ყურადღებით გათამამებული, პრანჭია , თავში ავარდნილი სახით): ” რა თქმა უნდა გარეგნული ბრწყინვალება , შენ რა სხვანაირად ფიქრობ? “

ეს ის პერიოდი იყო,როცა მეგონა, რომ თუკი სკოლის ყველაზე მაგარ ბიჭებს მოწონდი და შენი თმის ბზინვარებით ყველა აღფრთოვანებული იყო , ან თუ კლასში ყველა გოგო ცდილობდა შენთვის მოებაძა, სხვა რა პრობლემა შეიძლება გქონოდა… როცა სარკის გამომგონებელი გენიოსად მიმაჩნდა და სხვა ბევრად უფრო ღირეულს არ ვაფასებდი… როცა ჩემი ცხოვრების სირთულეს ის წარმოადგენდა, უძილო სახე მექნებოდა თუ აჩეჩილი თმა…

 

 

გახსოვთ მია? ))

 

ახლა კი, მცხვენია 20 წლის გოგო ამას რომ ვამბობ,ახლა ისე რადიკალურად შემოტრიალდა ცხოვრება, რომ იმ მეტიჩარასგან არაფერი დარჩა.. გამოჩნდა ადამიანი,რომელიც მართალია წააგავდა ჩემი სკოლის მაგარ ბიჭებს ,მაგრამ მან შეცვალა ჩემი ცხოვრება და დამაფიქრა, რომ გარეგნულ მხარეზე მეტად კეთილი გული ფასობს… მასთან ერთად გატარებულმა დღეებმა მასწავლა, რომ ლამაზი თმა არ არის მთავარი. მთავარია ადამიანის სიყვარული ისწავლო,ისეთის, როგორიც არის.. დაუვარცხნელი თმით და ცელულიტებითაც კი…

ყველაფრის მიუხედავად,მაინც ძალიან მიხარია, რომ მე მას შევხვდი.. მართლა ბევრი ვისწავლე მისგან და არ მინდოდა ამას ასე გვიან მივმხვდარიყავი.. ამ ბოლო დროს რაღაც მჭირს,სხვაზე ვწერ და მასზე გამომდის.. გული მტკივა,არ მეგონა მწუხარებას ფიზიკური ტკივილის გამოწვევა თუ შეეძლო… და სამწუხაროდ ვხვდები,არ არსებობს პუდრი,რომელიც სევდას დაფარავს ((((((((((

მინაწერი კნუტისგან: ეს ჩანახატიც ჩემი მეგობრის ჩანაწერებიდანაა )) საყვარელი, პრანჭიკელა, ფარფატა გოგონა მყავს ❤

Advertisements

5 thoughts on “პუდრი,რომელიც სევდას დაფარავს

  1. მირჩევნია ცუდი და უხარისხო თმა ჰქონდეს ადამიანს და კარგად მოვლილი და დავარცხნილი, ვიდრე კარგი და მოუვლელი. ეს ისე. შენ ამას ტყუილად წერ, არაფერი გეტყობა, რომ შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს დავარცხნილი იქნები თუ აჩეჩილი.

    Like

    • ცუდი და უხარისხო თუა, კარგად მოვლილი როგორაა? კარგა მოვლა მგონი თმის ხარისხის შენარჩუნებას გულისხმობს. წარმოიდგინე: ბოლოებგაყოფილი, ქერტლიანი, ციცხივით გაფშიკინებული თმა და თუნდაც ლამაზი ფორმის ვარცხნილობა ჰქონდეს. მოგეწონება?
      პ.ს. ეს მე არ დამიწერია. ჩემთვის მართლა სულ ერთია . გაწეწილი თმა მირჩევნია ყველაფერს. ბოლოშI მიწერილი მაქვს რმ მე არ დამიწერია. კარგად ჩაიკითხე მარ.

      Like

      • ცუდი ხარისხის თმა კი შეიძლება დაბადებიდან ჰქონდეს ადამიანს თანდაყოლილი და ამას ვერაფერი შეცვლის.
        გაწეწილი არ გაქვს შენ. მშვენივრად გაქვს დალაგებული და რაც მთავარია -სუფთა. პირველ რიგში ეს ვიგულისხმე მოვლილში. ცუდი ხარისხის თმა კი შეიძლება დაბადებიდან ჰქონდეს ადამიანს თანდაყოლილი და ამას ვერაფერი შეცვლის.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s