ხელებს ვითბობ შენზე…

შემოდგომაა… ჩემი დრო…
ალბათ იმიტომ მიყვარს ეს დრო, რომ შემოდგომას დავიბადე, ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს.

ამინდი იმ დღესაც ისეთი იყო. დიდი სიცხეების შემდეგ უცებ რომ აცივდება და ყველა სახლში რომ არის შეყუჟული… მე და შენ.. ჰო, მე და შენ და არა ჩვენ ეგ ადრე იყო,ახლა მე და შენ ვართ. მახსოვს ბევრნი ვიყავით და მე და შენ წინ მოვხვდით. უცებ ყველანი დაგვემშვიდობნენ და მარტო შენ მოგიწია ჩემი გაცილება. ალბათ არცერთს არ გვწყენია ეს,გაგვიხარდა კიდეც.

მეგობრებად დავრჩეთო და შენ ხელი მაინც ჩამკიდე. იმიტომ, რომ გაყინული მქონდა,  როგორც ყოველთვის.. გაყინული მქონდა და შენ მითბობდი… მეგობრები ვიყოთო და უბრალოდ,მეგობრულად კი არ დამემშვიდობე სახლში მიცილების შემდეგ,ისევ ჩვენ ადგილას დავდექით და ვლაპარაკობდით… მეგორები ვართ, ვამტკიცევბდით და ვერ გაძელი, ჩამეხუტე და იმწამსვე დამავიწყდა სიამაყე,შენი სითბო ვიგრძენი და იმ დროს მეტი არაფერი მინდოდა… ვხვდებოდი შენც.. ისე ძლიერად მეხუტებოდი, გამიკვირდა კიდეც, ასე როდის მოასწრო ჩემი მონატრება-მეთქი… ვიცი მეგობრები როგორც კოცნიან ერთმანეთს და ისიც ვიცი გოგო და ბიჭი როგორ კოცნიან… ჩვენ მეგობრები ვიყავით, მაგრამ გოგო და ბიჭივით ვაკოცეთ იმ დღეს.. ჰო,ვაკოცეთ და ჩვენი მოგონილი ფრაზაც გავიხსენეთ ,მერე ვიცინეთ. აღარც მახსოვს რაზე,მაგრამ ის მახსოვს, რომ ერთმანეთს მთელი ძალით ვეხუტებოდით. როგორ არ მინდოდა დამთავრებულიყო… როგორ არ მინდოდა გამხსენებოდა, რომ ჩვენ ახლა მეგობრები ვართ… არც შენ არ გინდოდა,ვიცი! არ გინდოდა!


მეგობრები ერთმანეთზე არ ეჭვიანობენ,მაგრამ შენ მაინც იეჭვიანე იმ დღეს, თუმცა ეს არ გჩვეოდა, მე გამიკვირდა კიდეც შენგან, რომ მეკითხებოდი ვინ მირეკავდა… მარტო შენ კი არა მეც ვიეჭვიანე , როგორ არ მინდოდა ჩემ გარდა ვინმესთვის გაგეთბო ხელები… მე ხომ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ იმასაც განვიცდი, ჰაერი რომ გეხება..

ჰო, ახლაც განვიცდი, ყველა შენ დანახვას განვიცდი… ქუჩაში რომ შემხვდები შენი ჩახუტების სურვილი თავაწეული ამაყი სახით რომ უნდა დავფარო, ამას განვიცდი ყველაზე მეტად… მე ხომ ყველაზე ემოციური გოგო ვარ მსოფლიოში და ეს ემოცია რომ უნდა დავფარო,  ეს მატირებს ახლა.. გითხარი, ახლა წერა მინდა და მერე წაგაკითხებ-მეთქი, მაგრამ როგორ წაგაკითხო ეს, ჩემ მეგობარს.. მე ხომ ისე თავდაჯერებულად გითხარი მაშინ მეგობრები ვიყოთ-მეთქი..

 

პ.ს.  ეს ჩანახატი ჩემს მეგობარს ეკუთვნის. ❤ რადგან მოგეწონათ, კიდევ დავდებ ხოლმე ❤

Advertisements

16 thoughts on “ხელებს ვითბობ შენზე…

  1. ახლა სხვანაირად გადავიკითე ეს.. რა ნაცნობი სიტუაციააა ბოლო დროის ჩემს სტატუს მაგონებს Передружба – Недоотношения…….

    ნაცნობი სიტუაციაა

    Like

  2. ასე მგონია ხახვს ვჭრიდე.

    ხოდა შენ ძალიან ცუდად ექცევი შენს თავს. ის, რომ ერთხელ თავდაჯერებულად გაქვს ნათქვამი რაღაც, სულაც არ ნიშნავს, რომ მაგ ნათქვამს მთელი ცხოვრება უნდა გადააყოლო. არანაკლებ პრინციპული ვარ შენზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაზოხიზმში მჯობნი. 😛

    Like

    • არასწორად გაიგე მარ.
      მიზეზი, რის გამოც ამ ისტორიის გმირები ერტედ არ არიან, გოგოს პრინციპულობა, ჯიუტობა ან მაზოხიზმი ნამდვილად არაა.:) აქ ყველაფერს ვერ დავწერდით.

      Like

  3. ასეთი რამეების კითხვა არ შეიძლება ჩემთვის… მითუმეტეს, ისეთ ხასიათზე, როგორზეც ახლა ვარ… ცრემლები მინდოდა კიდევ?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s