დრაფტომანია – ზარმაცას წუწუნი

ზარმაცა ♥

გაიცანით, ეს ზარმაცაა: ძირითადად ტროპიკებში ბინადრობენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებენ. გადაადგილდებიან მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად ძირითადად უძრავად არიან და მათ ტანზე ბეწვში წყალმცენარეები ეზრდებათ, ასე რომ საკვებადაც მას იყენებენ. ზარმაცები ხეებიდან მხოლოდ მოსასაქმებლად ჩამოდიან, ისიც კვირაში ერთხელ!!! ხეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, შეიძლება მობეზრდეთ კიდეც იქ ყოფნა. ამ შემთხვევაში უბრალოდ კლანჭებს უშვებენ ტოტებს და ასე ჩამოდიან მიწაზე, ეზარებათ ჩამობობღება! ♥

მგონი მე ზარმაცისებრთა კნუტების ოჯახს მივეკუთვნები 😀  გადავადგილდები მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას, ძირითადად მიყვარს მარტო და უსაქმურად ყოფნა, მეზარება აბსოლუტურად ყველაფერი, წოლაც კი… მაგრამ ისი მეზარება ხოლმე, რომ ავდგე 😀

ხასიათის ეს უსაშინლესი თვისება მიშლის ხელს :

  1. მქონდეს ტიპენდია;
  2. ვიაზროვნო ბევრი;
  3. ვუყური ბევრ ფილმს;
  4. ვწერო ხშირად ბლოგზე;
  5. ან უბრალოდ დავასრულო ხოლმე დაწყებული პოსტები.

მოკლედ, იმის თქმა ამინდოდა, რომ ჩემი სიზარმაცისა და გამო, ძალზედ ბევრ (ნუ, მინიმუმ 3) თაგ-თამაშში მომნიშნეს და  მე  სიზარმაცის გამო, ეს ყურებგაუპარტყუნებლად გავატარე 🙂

1.carpe diem -ში თქვენი მონა-მორჩილი  ნიკოლომ დათაგა… მე, იმ მოსაზრებთ, რომ ის დაჭერილი წამები მხოლოდ ჩემია და საქვეყნოდ გამოფენა არ მინდა, არ დავწერე პოსტი, თუმც, დროა ვაღიარო, თავი და თავი პოსტის არდაწერისა სიზარმაცე გახლდათ. უბრალოდ დამეზარა ტვინის ჭყლეტა.

2.მე რომ მეგობრები არ მყავდეს – სიყვარულოვნამ მიმთაგა აქ… ესეც დამეზარა, არადა დრაფტებში მიგდია მგონი, დაწყებული პოსტი დაახლოებით ამ თემაზე., სადაც ვაპირებდი მებოდიალა ჩემს ბავშვობისდროინდელ შეხედულებაზე, რომ არც მეგობრობა არსებობს და არც სიყვარული, და რო მსგავსი სისულეები ჩვენს მიერვეა გამოგონილი, რათა მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი და ბლა ბლა…

მეტ პოსტს მართლა ვერ ვიხსენებ, არადა ნამდვილად მახსოვს , რომ სამს აღემატებოდა ეს თაგ-თამაშები. მგონი, ჩანთასი რა გვილაგია , რაღაც მასეთი თამაში იყო ერთი… თუ გამახსენდება, დავწერ.

ჰოდა, რისთვის წამოვიწყე ეს პოსტი: სანამ ჩემამდე მოაღწევს ეს თამაში (და აუცილებლად მოაღწევს), ავდგები, დაგასწრებთ და დავწერ, რადგან როცა დამთაგავთ, დამეზარება 🙂

დრაფტომანია – ანუ, რა მიყრია დრაფტებში. როგორც FaceBook-ზე მიმდინარე განხილვებიდან მივხვდი, ბევრს საერთოდ არ აქვს დრაფტებში არაფერი, მაშინვე აქვეყნებენ. მე კი, როგორც ჭეშმარიტ ზარმაცას, მინიმუმ 10პოსტი მომეძევება დაწყებული და ვერდასრულებული.
აი ისინიც:
სოც. მედიის დღე

რომელზეც ყველა წერდა და მე წითელი კოჭი ხომ არ ვიქნებოდი? მაგრამ დამეზარა

პირადი გამოცდილებიდან : როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 დღეში

ისე, ა პოსტის დაწერას 1 ბიჭს შევპირდი :შ

მეშინია , დე…

პოსტი, რომელიც იდო და მერე დრაფტებშჳ გადავაგდე, იმდენმა მკითხა შენზეა თუ არაო 😐
დებილები. მოთხრობის და რეალობის გარჩევა ასე უმძჳმთ?

უსათაურო

არადა კარგი პოსტი გამოვიდოდა

სმარტ კლუბი და ცოცხალი წიგნებ

სმარტ კლუბის ღონისძიება ჩაიოშალა 😦

ამათ გარდა კიდევ არის დრაფთები, მაგრამ უინტერესოებია… უფრო სწორად,, უსათაუროები და მეზარება ყველას სათითაოდ  ნახვა, რომელი რის შესახებაა.

მე ხომ ჭეშმარიტი ზარმაცა ვარ ! 😀

პ.ს. ზარმაცას ფოტო ბონუსად

არადა, რას გავს... :შ

 

9 thoughts on “დრაფტომანია – ზარმაცას წუწუნი

  1. აუ კნუტ რა საშინელი როჟაა ეს ბოლოში შემეშინდა რომ ჩამოვედი :(((((( დონთ ბი ზარმაცინგ ^^ თუმცა მე ვის რას ვეუბნები 😐 და ისა ხალხის დატაგვა დაგავიწყდა ბოლიოში 😀

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.